რეტროგრადული ნეპტუნი VII სახლში

რეტროგრადული ნეპტუნი VII სახლში

მარტინ შულმანი

ეს მდებარეობა ინდივიდს დამოუკიდებლობისკენ უბიძგებს. მიმდინარე ცხოვრებაში მას უარს ეუბნებიან დახმარებაზე, რაც შეიძლება გამოვლინდეს საქორწინო პარტნიორის ესკაპიზმით ან ნებისმიერი ტიპის პარტნიორების ბუნდოვანებით. მან უნდა ისწავლოს მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობა. აქცენტირებული ფაზა დამოკიდებული იქნება როგორც დესცენდენტის კუსპიდის და ნეპტუნის ნიშანზე, ისე ინდივიდის საქორწინო პარტნიორზე.

რადგან ის გარშემომყოფთა გრძნობების ძლიერი აღქმით არის დაჯილდოვებული, წლებთან ერთად, ინდივიდი ისწავლის, როგორ შექმნას რესურსები საკუთარ თავში, რომ ნაკლებს ელოდოს სხვებისგან.

ის ძალზედ სულიერ კარმას განიცდის და ამიტომ, ახლო ურთიერთობაში, გარკვეული იმედგაცრუებები ელის, რადგან ვერ მიიღებს პერსონალურ სიყვარულს. სამაგიეროდ, ეს უდიდესი სულიერი ზრდის მდებარეობაა, გულწრფელი თავგანწირვის მეშვეობით.

ამ ინკარნაციაში მან დიდი ძალა უნდა იპოვოს საკუთარ თავში, რადგან ძლიერ მარტოობას განიცდის. სიყვარული, რომელსაც სხვებისგან ელოდება, ზუსტი ანარეკლი იქნება იმისა, რასაც თვითონ გასცემს. ამრიგად, ის სხვების სიყვარულზე მეტად, საკუთარ გაცემულს ხედავს. ქორწინებაში მას მოუწევს კარმული ვალების გადახდა, საქორწინო პარტნიორის სასარგებლოდ მსხვერპლის გაღების ფორმით.

 

სერგეი ვრონსკი

წარსულ ცხოვრებაში ინდივიდი ხალხის რჩეული და ბრბოს კუმირი იყო. საქორწინო პარტნიორებს ხელთათმანებივით იცვლიდა და დარწმუნებული იყო საკუთარ უცოდველობაში. ქორწინებათა უმეტესობა „სამოქალაქო“(არაოფიციალური) და შესაძლოა ფიქტიურიც იყო, რაიმე ტიპის დახმარების ან გამორჩენის მისაღებად. დაბალი სულიერების გამო, არეული ქორწინებები და  ხშირი განქორწინებებიც ჰქონდა. ასევე არ იცავდა ხელშეკრულებებისა და გარიგებების პირობებს, ატყუებდა და აშანტაჟებდა საქმიან პარტნიორებს, არაჯეროვნად ან საერთოდ არ ასრულებდა საკუთარ ვალდებულებებს. ამჯერად კარმა მისგან ამ შეცდომების გადახედვას, სულიერ განვითარებას და  საქმიანი/საქორწინო პარტნიორების ყურადღებით შერჩევას მოითხოვს.


About Qet

Scroll To Top