რეტროგრადული ნეპტუნი XI სახლში

რეტროგრადული ნეპტუნი XI სახლში

მარტინ შულმანი

ეს ინდივიდი დიდი სიამოვნებით მიცურავს შემოქმედებით პროცესებში და  დიდ დროს ატარებს III ფაზაში, როდესაც ოცნებების სამყაროში ინაცვლებს, რაც მისი რეალობა ხდება. ის მეტად არაპრაქტიკულ პოზიციაშია, რადგან მისი წარმოსახვის გაქანება ბევრად აღემატება გარესამყაროს რეალობას.  ძალზედ თანამგრძნობია _ ის ხშირად და ბევრ მსხვერპლს გაიღებს სხვა ადამიანების საჭიროებებისთვის. იმდენად სიღრმისეულად აფასებს თავად ცხოვრებას, რომ ნივთების შექმნა მისთვის გაცილებით ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე  გამოცდა იმ ყველაფრისა, რისი შთანთქმაც შეუძლია. ის ბედნიერია, როდესაც გრძნობს, რომ მეგობრებს სჭირდებათ.

ამ მდებარეობით, ინდივიდს ცხოვრებაში შემოაქვს წინა ცხოვრებებში არარეალიზებული ოცნებების კარმა.  ამიტომ, როგორც წესი, ის მეოცნებე იდეალისტია, რომელიც ძალიან რთულად ეგუება საზოგადოებრივ სტანდარტებს.  ის ყოველთვის გრძნობს უმაღლეს მუსიკას, ცხოვრების აზრის ფაქიზ მხარეს და უფრო სიღრმისეულად და ამაღლებულად ესმის ის, რასაც კაცობრიობა სიყვარულს ეძახის. ყველა მდებარეობას შორის, ეს ერთადერთია, როდესაც ინდივიდს არამხოლოდ გულუხვად და უანგაროდ გაცემა შეუძლია, არამედ სურვილიც კი არ აქვს, სხვებმა იცოდნენ, რომ მან გაუწოდა დახმარების ხელი.

ამ ადამიანის ცნობიერების დონე უჩვეულოდ მაღალია, რადგან ტრადიციები და საზოგადოებრივი შეზღუდვები არ აბრკოლებს მის შემოქმედებით წარმოსახვას. წარსულ ცხოვრებებში მეოცნებემ და მიმდინარე ცხოვრებაში ურანული ცნობიერების მაძიებელმა, მან უნდა ისწავლოს, როგორ დააბალნსოს ინტუიციური შეგრძნებები იმ ყველაფერთან, რასთან შეხებაც მიწიერ რეალობაში უწევს. ამრიგად, მისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ იდეალისტური წარმოსახვები. ნათალური რუკის სხვა ასპექტებით, მან უნდა იპოვოს საკუთარი ოცნებების რეალობაში შემოქმედებით ჩანერგვის  გზა.

 

სერგეი ვრონსკი

წარსულ ცხოვრებებში ინდივიდი ძლიერ ცბიერებას ავლენდა მეგობრებთან ურთიერთობაში. ატყუებდა და ღალატობდა ამხანაგებს. მეგობრობას ანგარებიანი და ეგოისტური მიზნებით იყენებდა. შეიძლება გარეული იყო ცუდ წრეში: ქურდებისა და ყაჩაღების, უსაქმურებისა და გაიძვერების ბანდაში; დაკავებული იყო შავი საქმეებით: კონტრაბანდით, სპეკულანტობით, გადამყიდველობით, ადამიანებით და აკრძალული საქონლით ვაჭრობით. მეგობრებად  „ცხვრის ტყავში გახვეული მგლების“ ან ისეთი ტიპის ადამიანებს ირჩევდა, რომლებიც მას იყენებდნენ. ის ცდილობდა აღმატებულიყო სულიერად ან ფიზიკურად სუსტებზე; უზნეობის ჭაობში ჩაძირულ ადამიანებზე: ალკოჰოლ და წამალდამოკიდებულებზე, მეძავებზე, ბომჟებზე. ამჯერად წარსულის ცოდვები მან პატიოსანი მსახურებით უნდა გამოისყიდოს. პირველ რიგში, ეს მის მეგობრებს და იმ ჯგუფებს შეეხება, სადაც მოღვაწეობს. მან უნდა გააცნობიეროს, რას ნიშნავს მეგობრობა და ძმობა; უნდა გახდეს თავისი ამხანაგების უანგარო და გულწრფელი მსახური. ასე უნდა გამოისყიდოს წარსულის ცოდვები და არ ჩაეფლოს ახალ კარმულ ვალებში. ის უნდა გახდეს ნამდვილი რინდი _ კეთილშობილი და სულგრძელი.


About Qet

Scroll To Top