რეტროგრადული ნეპტუნი XII სახლში

რეტროგრადული ნეპტუნი XII სახლში

მარტინ შულმანი

თავის ბუნებრივ სახლში რეტროგრადული ნეპტუნი კოსმიური გაგების უზარმაზარ უნარს იძლევა. მისი ხედვები მიუკერძოებელი და განკერძოებულია. ამ მდებარეობის ბევრი ადამიანი მედიუმურ უნარებს ფლობს, რადგან შეუძლიათ ყველაფრის არსს ჩასწვდნენ, პირადი ჩართულობის გარეშე. წარსული სწრაფად ლღვება, რადგან ინდივიდმა ინსტინქტურად იცის, რომ იქ მას რეალური დასაყრდენი არ აქვს.

ცხოვრების პირველ ნახევარში რეტრო ნეპტუნის კოსმიური ატრიბუტიკა უფრო მძაფრად გამოიხატება. ინდივიდი ძლიერ შინაგან სევდას განიცდის, რაც მას კოლექტიურ „ნაგვის ყუთად“ აქცევს ყველასთვის, ვინც მასთან კონტაქტში შედის. მაგრამ როდესაც ის არსს წვდება, მისი თვითშეცოდების უდიდესი ნაწილი იმ სამყაროსადმი სიბრალულის გრძნობით იცვლება, რომელშიც ცხოვრობს.

ეს ნეპტუნი ერთმნიშვნელოვნად მიდრეკილია III ფაზისკენ, როდესაც უკან ბრუნდება იმ ყველაფერთან, რაც მან უკვე განიცადა, რომ განთავისუფლდეს იმ ყველაფრისგან, რაც მომავლისკენ მიმავალ გზაზე საგზლად აღარ დასჭირდება.

ეს მდებარეობა ყოველთვის აძლევს ინდივიდს საკუთარი კოსმიური იდენტობის წვდომის საშუალებას.

 

სერგეი ვრონსკი

წარსულ ცხოვრებაში ის მეკობრე, გემთმშენებელი, მოგზაური, მაწანწალა ან მისიონერი იყო. მაგრამ არა ცნობიერების ასამაღლებლად ან კეთილი ზრახვებით, არამედ ფულისა და იაფფასიანი პოპულარობისთვის იღწვოდა. ასევე შესაძლოა ყოფილიყო ჯადოქარი, რომელიც შავ მაგიას იყენებდა. ვინაიდან მაღალი, საპასუხისმგებლო პოსტი ეკავა, შესაძლოა უდანაშაულო ადამიანებს უსამართლოდ სჯიდა და ტანჯავდა. ეს დიადი ინკვიზიტორების მდებარეობაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ყველაზე განსხვავებული ილუზიებისა და უტოპისტური იდეების ტყვეობაში იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მან არაერთი ადამიანი დაღუპა თავისი უვიცობით, ტყუილებით, ინტრიგებით, ჭორებით, ცილისწამებით, დასმენებით, ანონიმური წერილებით. ის ანგარიშს არ უწევდა არც საკუთარ ჯანმრთელობას და არც სხვა ადამაინების გრძნობებს. ამჯერად კარმა მისგან საკუთარი წარსული  ცოდვების გულმოწყალებით და ქველმოქმედებით გამოსყიდვას მოითხოვს.  მან ადამიანებს სიხარული და სიყვარული უნდა აჩუქოს, რაც მისგან კეთილშობილების, დიდსულოვნების და თავგანწირვის გამოვლენას მოითხოვს. ამისთვის კარგი იქნება, თუ ის მედიცინით, მკურნალობით, მისიონერობით, ღვთისმსახურებით, შემოქმედებით ან ხელოვნებით დაკავდება.


About Qet

Scroll To Top