რეტროგრადული პლუტონი მე-11 სახლში

რეტროგრადული პლუტონი მე-11 სახლში

პლუტონისთვის ყველაზე იდეალური მდებარეობაა, რადგან ინდივიდს უკეთესი სურს საკუთარი თავისთვის, მეგობრებისთვის, სამყაროსთვის, რომელშიც ცხოვრობს. ჩვეულებრივ, ეს სურვილი დიდ უწესრიგობას ქმნის, რადგან საკმაოდ დიდ განსხვავებას ხედავს იდეალურ ბუნებასა და რეალურ არსებობას შორის.

ამიტომ შეიძლება თავი გამოავლინოს ანარქისტის, ბუნტისთავის როლში, ცდილობს იდეალურსა და რეალურს შორის სხვაობა შეამციროს; ყველაფერს, რაც უაზროდ მიაჩნია – პირწმინდად ანადგურებს.

ხშირად საკუთარ თავს  მეგობრების სინდისად ნიშნავს. ცხადია, მოტივად სულიერი სურვილები აქვს, მაგრამ მის ნაცვლად დიდ ჯახს (ორიგინალი: ხახუნს) იწვევს. ცხოვრების დიდ ნაწილს მაყურებლის როლში ატარებს, შემოქმედებითი პროცესებში კი სერიოზული სირთულეები შეიძლება შეექმნას, რადგან საგნების მნიშვნელობას უფრო მეტად აყენებს ეჭვქვეშ, ვიდრე მათში მონაწილეობს.

მეგობრულ ურთიერთობებს სერიოზულად უყურებს და მეგობრების წარმატებასა და წარუმატებლობას პირადივით განიცდის. პლუტონის ეს მდებარეობა როგორც წესი მე-3 ფაზაში მიმდინარეობს, რომელიც იმ წერტილამდე მიიყვანს, რომლითაც სხვების დარწმუნებას (აღტკიცინებას) შეძლებს ისე, რომ მათი ხელებით მიაღწიოს საკუთარ მიზნებს, ოცნებებს, სურვილებს.

კიდევ ერთი ვერსიით, წინა ცხოვრებაში მეგობრები უარყოფდნენ და გასცემდნენ კიდეც. სუსტი ხასიათის გამო ხშირად ირჩევდა შეუფერებელ, მატყუარა, ამორალურ, უსინდისო, უიდეალო მეგობრებს, რომლებსაც მომავლის გეგმებიც არ ჰქონდათ. ასევე, შესაძლებელია თავად ყოფილიყო რომელიმე ბანდის (ძარცვის, დანაშაულებრივი) მეთაური, ან იყო გამყალბებელი, კონტრაბანდისტი, სპეკულიანტი, შუამავალი, ერთი სიტყვით, მისთვის წინა ადგილზე ფული იდგა.

ამჟამად ცხოვრება უწევს „რაც დათესე, იმას იღებ“ პროგრამით. კარმის გამოსყიდვა ან შემსუბუქება შეუძლია მეგობრებთან კეთილსინდისიერი ურთიერთობით, თანამოაზრეეთა ერთგულებით. თავი შორს უნდა დაიჭიროს ნებისმიერი სახის ტყუილისგან, გამყიდველობისგან, გაცემისგან; იხელმძღვანელოს მეგობრობის წესებით; იყოს სამართლიანი, ჭეშმარიტი, გულწრფელი მეგობარი.

დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრდნობით: პოდვოდნი, შულმანი, aquarun. ru.


About Tamta

Scroll To Top