წინა ცხოვრებაში „კეთილისა“ და „ბოროტის“ ცნებების, საქმიანობის გარჩევით იყო დაკავებული. ანგელოზური და დემონური, მათი გარჩევა ევოლუციურ გზაზე უკვე შეხვდა. ახლა მოუწევს იმის გაცნობიერება, რომ არ არსებობს „შავი“ და „თეთრი“, უბრალოდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჰარმონიულად ცხოვრებით ინტერესდებიან.
ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ყოველთვის მესამე ფაზის პროცესს განიცდის. საკმაოდ ინტროსპექტულია და განსაკუთრებულ სიღრმეს ამჟღავნებს ცხოვრების გაცნობიერებაში („რა არის ცხოვრება?“). შინაგანად საზოგადოების ბორკილებს გრძნობს, მაგრამ თუ მოისურვებს მისგან გათავისუფლება შეუძლია. ხშირადაა დაფარული, თავადაც ნაკლებად აქვს გაცნობიერებული საკუთარი მოტივების რეალური სახე.
მიუხედავად ამისა, საკმარისს ხედავს, რათა გააცნობიეროს, რომ გარეგანი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს საზოგადოება განაპირობებს (მისგან გამომდინარეობს) და საკუთარ, შიდა არსთან ფარისევლურს ხდის. მარტოობისა და სულიერი დაცემის ხანგრძლივ პროცესს განიცდის ხოლმე, თავს გაუგებრად გრძნობს („გარშემომყოფები ვერ მიგებენ“). ხშირად სურს დამქანცველი, მძიმე სიტუაციიდან გამოსვლა, შედეგის მისაღწევად, გაცნობიერებულად, გარშემომყოფთა დესტრუქციული ძალების გამოვლენის სტიმულირებას ახდენს.
ამ მდებარეობის მქონე ადამიანისთვის ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებები საფრთხის შემცველია (განსაკუთრებულად), რადგან სამყაროს, „აქ და ახლა“ სიტუაციას არიდებს. კარმულად, ცდილობს არსებობის აზრი, მნიშვნელობა საკუთარ სულში იპოვოს და საკმაოდ მძიმე, დამღლელი პროცესის შემდეგ თავიდან იცილებს ყველაფერს, რასაც მისი ევოლუციური განვითარებისთვის უმნიშვნელოა.
კიდევ ერთი ვერსიით, წარსულ ცხოვრებაში უცოდინრობით, ყუილით, ინტრიგებით, წყევლით, დასმენით ან/და დარტყმის მიყენებით სხვა ადამიანებს ბევრი ზიანი მიაყენა. შესაძლოა ადამიანებს იყენებდა, ღალატობდა, ოკულტურ უნარებს სხვების საზიანოდ იყენებდა, საწამლავებს ამზადებდა და ა.შ. მისი ცხოვრება შესაძლოა დასრულდა ციხეში, მონასტერში, ცეცხლზე და ა.შ.
ამ ცხოვრებაში კარმული ვალების შემსუბუქების შანსი ეძლევა. სასურველია ნებაყოფლობით ემსახუროს ადამიანებს, სამყაროს, სხვებს დაეხმაროს, მაგ: შშმ პირების ცხოვრებას, განვითარებას ხელი შეუწყოს, მოხალისედ იმუშავოს დაწესებულებებში (საავადმყოფო, ციხე, დღის ცენტრი, მოხუცთა საცხოვრებელი….)
დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრდნობით: პოდვოდნი, შულმანი, aquarun. ru.