რეტროგრადული პლუტონი მე-2 სახლში

რეტროგრადული პლუტონი მე-2 სახლში

მონობის კარმაა, მაგრამ არა პირდაპირი მნიშვნელობით მონობის. ეს ადამიანი დიდ ყურადღებას აქცევს მატერიალურ მდგომარეობას. კარგი იქნება თუ წარსულის გავლენას მოიშორებს. ცხოვრების პირველ მონაკვეთში სამყაროს კარგად არ იცნობს და მიაჩნია, რომ გარემოს მიერ, მატერიალურად მოცემული ფასეულობებია ის, რაც რეალურად უნდა. თუმცა სასურველს იშვიათად იღებს. კარგი იქნება თუ სასურველსა და აუცილებელს ერთმანეთისგან განასხვავებს.

დიდი გამძლეობითა და სიჯიუტით გამოირჩევა. წინააღმდეგობებს არ უშინდება. რაც და ვინც მის იდეალებს არ შეესაბამება ფარულად „ჯაჭვებში“ აქცევს და მიდრეკილია სამყაროს იდეალური ხედვისკენ. უარყოფითი კუთხით წარსულიდან შესაძლოა გამოყოლილი აქვს „ცხოველური მე“ – სულიერი კომფორტისთვის ყურადღების მიქცევის ნაცვლად ტკბობის, ჟინის, სიამოვნების წყაროების აქტიური ძიება.

ერთ-ერთი ვერსიით, წარსულში უმდიდრესი ადამიანი იყო – პროფესიით მრეწველი ან ბანკირი, რომელსაც ბევრი მსახური და მუშა-ხელი ჰყავდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მას მხოლოდ მატერიალური ღირებულებები აინტერესებდა. ძალაუფლება, კომფორტი, ცხოვრების მოდური სტილი, ანგარიშიანობა და სიმდიდრე – ეს ის ჩამონათვალია, რაც მის გონებაში მუდამ ტრიალებდა. ამჟამად მისგან კარმა მოითხოვს, რომ გააცნობიეროს – მატერიალური მხარის გარდა, სულიერი სამყაროც არსებობს.

მატერიალური და სულიერი სამყაროები ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებდა. მათი გაერთიანებით კი ნამდვილი ბედნიერებისა და ჰარმონიის განცდა ექნება. ამ მდებრეობის მქონე პლუტონი მის მფლობელს წარმატებას უქადის ფინანსურ საქმეებში, კაპიტალდაბანდებებში ან მემკვიდრეობის კუთხით. თუმცა არ უნდა დაივიწყოს, რომ მოგების ნაწილი საქველმოქმედო საქმეს მოახმაროს. თუ ამას არ გააკეთებს, შესაძლოა ფინანსური დანაკარგების, გაკოტრების და სულიერების მხრივ – დეგრადაციით წავიდეს.

დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრდნობით: პოდვოდნი, შულმანი, aquarun. ru.


About Tamta

Scroll To Top