რეტროგრადული პლუტონი მე-4 სახლში

რეტროგრადული პლუტონი მე-4 სახლში

ამ მდებარეობის მქონე ადამიანის პლუტონი უმეტესად მე-3 ფაზაში იმყოფება, რომლის განმავლობაშიც ცდილობს თვითგამოხატვის სტილის შეცვლას (უცხოდ ეჩვენება). ბავშობისდროოინდელი შიშები, ფობიები ხელს უშლის სრულფასოვან ცხოვრებაში და ვლინდებიან ძლიერი ემოციური განცდების საშუალებით. შიშით ცხოვრება არ მოსწონს, ცდილობს აღმოფხვრას, ყოველი ცდა კი იმედს უსახავს.

სირთულე შეიძლება შექმნას პროეცირებულმა დამანგრეველმა განცდებმა – საკუთარ თვითგანადგურებაზე ორიენტირებულ იმპულსებს სხვებს აბრალებს. განვითარების გზაზე პიროვნების ძირეული ტრანსფორმაცია ხდება, წმენდა ძირეულად, ფესვიანად უნდა მოხერხდეს. ამისთვის დიდი ენერგიის დახარჯვა მოუწევს ძველი ჩვევების გადახედვა (განსაკუთრბეით მათი, რომლებიც მის კომფორტულ მდგომარეობას უზრუნველყოფდნენ, მაგრამ უკან, წარსულისკენ ექაჩებოდნენ).

შესაძლოა ვერც აცნობიერებდეს ისე ეშინოდეს სიახლეების, განახლების და ძველს მიელტვოდეს. ამავე დროს, იაზრებს, რომ ერთადერთი გზა – წინ სიარულია. ცხოვრების არაერთი წელი ელევა წინ და უკან მოძრაობას, სანამ საბოლოოდ გაიწმინდება.

კარმული ასტროლოგიის მიხედვით, მისმა სულმა დიდხანს აგროვა ძველი ჩვევები, მახასიათებლები და ახლა დრო დადგა „ხელახლა დაიბადოს“, შიგნიდან განახლდეს.

განსხვავებული ვერსიით, წარსულ ცხოვრებაში მშობლებთან (განსაკუთრებით მამა), ოჯახის წევრებთან რთული ურთიერთობა ჰქონდა, რისი მიზეზით პატივმოყვარეობა, ძალაუფლების სიყვარული, აგრესიულობა, ახლობლების სურვილების დაუნახაობა იყო. შესაძლოა ოჯახის წევრებს აშინებდა ან მანიპულირებდა.

ამ ცხოვრებაში მოუწევს ცნობიერად უარი თქვას სიხარბეზე, გაუმაძღრობაზე, ეგოისტური მისწრაფებები დათმოს; იმ საქმიანობით დაკავდეს, რაც სიმშვიდეს, სიხარულს მოუტანს როგორც მას, ასევე მის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს. მეტ წარმატებას მიაღწევს მემკვიდრეობითი პროფესიის (მამის, მამის მხრიდან წინაპრების) არჩევის დროს, თავისუფალი პროფესიით მუშაობისას ან ოკულტურ მეცნიერებებში მოღვაწეობის შემთხვევაში.

დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრდნობით: პოდვოდნი, შულმანი, aquarun. ru.


About Tamta

Scroll To Top