რეტროგრადული პლუტონი ვერძში
მიანიშნებს, რომ წინა ცხოვრებაში ადამიანმა საკუთარი ძალა, ენერგია და ძალაუფლება ეგოისტური და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა ან ტირანი, დესპოტი, დიქტატორი, სასტიკი და მამაცი მეომარი იყო. ამ ცხოვრებაში სამართლიანობისა და სიმართლისთვის ბრძოლა მოუწევს, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.
რეტროგრადული პლუტონი ქალწულში
წინა ცხოვრებაში იყო ეგოისტი, რომელიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობდა. ზედმეტად მკაცრი იყო საკუთარი დაქვემდებარებული პირებისა და მონების მიმართ, საქმიან პარტნიორებსა და კომპანიონებს ატყუებდა, მათ ანგარიშზე ცხოვრობდა. არ აქცევდა ყურადღებას არც საკუთარ, არც დაქვემდებარებულების ჯანმრთელობას, არც ბუნებასა და ცხოველებს.
ამჟამად დაშვებული შეცდომების გამოსწორება და გადაფასება უწევს. ამისთვის ყველა წინაპირობა შეიქმნება. სასურველია, თუ სამოქმედო სფეროდ ნაკლებად აირჩევს მედიცინას (განსაკუთრებით აღმოსავლურს ან ხალხურს); მოწევის, ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის საწინააღმდეგოდ იბრძოლებს, ეკოლოგიის, ნადირობის აკრძალვის, ჩვენი პატარა მეგობრების (ცხოველები) დაცვისკენ მიმართავს ძალებს.
ამ მდებარეობის მქონე სამყარო ანალიზის ეპოქაში შევიდა. მასობრივი ცნობიერებამ დაიწყო იმ მექანიზმის გაგება, რომელიც მის დეფექტებს ქმნიდა. შევიდა ფსიქოანალიზის მოდაში, ადამიანის გონებაში შეჭრის ათასობით ახალი შესაძლებლობა გამოიკვლიეს.
ინდივიდუალურ რუკაში შინაგან კონცენტრაციაზე აკეთებს აქცენტს. ადამიანს შეუძლია ქვეცნობიერის ფოკუსირება ისე, რომ დინამო-მანქანა ხდება იმ სფეროებში, რომლისკენაც მისი ყურადღებაა მიმართული. ამავე დროს, პლანეტის რეტროგრადული ბუნება გარე წყაროების ჩაურევლობის სურვილს აძღრავს. ადამიანი ფაქტობრივად ტკბობას იღებს საკუთარი თავისთვის გამომუშავებითა და გადაწყვეტით. კარმულად, ადამიანი ეძებს საგნების მუშაობის გაგებას (როგორ მუშაობენ საგნები). მისი ცხოვრებისადმი მიდგომა ჩანს მცირეოდენ მექანიკურად, მაგრამ ეს არის გზა, რომლითაც ყველაზე ნათელ გაგებას აღწევს.
რეტროგრადული პლუტონი სასწორში
ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს საკმაოდ უნიკალური გემოვნება და შეხედულებები აქვთ. ისინი ტრანსფორმაციასა და ევოლუციას აკვირდებიან, თუმცა მის ნაწილად ყოფნის სურვილი არ აქვთ. ერთის მხრივ, ნებისმიერი ადამიანის ცნობიერებას, პიროვნებას პირადად, როგორც საკუთარს იღებენ, რაც საინტერესო „შერევას“ იძლევა.
მეორეს მხრივ, საკუთარ თავს (როგორც სუფთა ინდივიდს) ნაკლებად იცნობენ. შედეგად, ეს მდებარეობა მოქმედებს როგორც ფანჯარა, რომლიდანაც კაცობრიობის ცნობიერება „იღვრება“. ამ ადამიანებს საკმაოდ ძლიერი პასუხისმგებლობის განცდა აქვთ სხვების საქციელსა და ქმედებებზე. შესაძლოა „მდუმარე მოწამეობრივი კომპლექსი“ ჩამოუყალიბდეთ, ანუ რასაც (მათი აზრით დარღვევას) ხედავენ და ამჩნევენ, არ ამბობენ. ისინი გრძნობენ, რომ მათ შესაძლებლობა – გარშემომყოფი ადამიანების ბალანსირება – ღმერთთან მათ პირად ანგარიშზე აისახება (ანუ ღმერთსა და მათ შორის წყდება).
ერთ-ერთი რთული მდებარეობაა, რადგან შეცვლის ძალა სასწორის მშვიდ ინერციას არღვევს. როდესაც პლუტონი სასწორში შევიდა, საკმაოდ ბევრი „სწავლებათა მოძრაობა“, „გურუობა“ დაიწყო, მათ შორის ტრანსცენდენტული მედიტაციაც. ზღვრის გადალახვა – პლუტონის საქმეა, მედიტაციის გზით – სასწორის მშვიდი პასიურობის.
კარმულად, სასწორში რეტროგრადული პლუტონის პერიოდში დაბადებულ ადამიანებს შინაგანი სიმშვიდე და იმ საუკუნის შეცვლა სურთ, რომელშიც ცხოვრობენ. მათ მიზანს უფრო ფართო და ჰარმონიული გაცნობიერება წარმოადგენს.
ერთ-ერთი ვერსიით, წინა ცხოვრებაში ეს ადამიანი საზოგადოებრივ კანონებს უგულისყუროდ ექცეოდა, პარტნიორთან არასამართლიანი იყო, თაყვანისმცემლების მიმართ საკმაოდ მკაცრი და არაადამიანური მოპყრობით ხასიათდებოდა, რომლებიც ჯერ აფასებდნენ და შემდეგ მისი მტრები ხდებოდნენ. შესაძლოა შეთანხმებებს არღვევდა. ამ ცხოვრებაში მოუწევს ნარცისობასა და საკუთარი თავის ზედმეტ სიყვარულზე თქმა, სხვა ადამიანთა განცდებისა და აზრების გაგება, მათთან სიყვარულით მოქცევა, სხვებისთვის სიხარულის მინიჭება. ამ შემთხვევაში ხელოვნება და შემოქმედება ერთ-ერთი კარგი საშუალება იქნება.
რეტროგრადული პლუტონი მორიელში
პლუტონისთვის ეს საკუთარ ნიშანია, მის მმართველად ითვლება, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა სამყაროს სულიერი ტრანსფორმაციის პერიოდი დადგა. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი იქნება კაცობრიობის ადრინდელი ისტორიის აღმოჩენა, კვლევა, ახალი აღმოცენები და კვლევა გაჩნდება ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასთან, ფსიქიკასთან, მედიცინასთან დაკავშირებით… სამყაროს გაყოფა შესამჩნევი გახდება, რამდენადაც „სიკეთესა“ და „ბოროტებას“ შორის ბრძოლა მასობრივ მასშტაბზე გადაინაცვლებს. დიდი ძალა და ენერგია გამოვლინდება მასობრივ თავყრილობებზე, პროტესტებზე, პოლიტიკურ მოძრაობებში.
როდესაც პლუტონი რეტროგრადულია, ნებისმიერი სახის ცვლილება და ტრანსფორმაცია შინაგან დონეზე, ინდივიდუალურად აღიქმება. სექსუალურობის გაგების, საკუთარი ღმერთის (და შეიძლება ამ ორის გაერთიანებაც) მუდმივი ძიება ნებისმიერი ინდივიდისთვის მიზანს წარმოადგენს.
ყველა ადამიანს, რომელიც ამ მდებარეობით დაიბადა, სურვილი უჩნდება წარსულ წარუმატებლობებზე გაიმარჯვოს, ნანგრევებზე ზემოდან მოექცეს, სისუსტის მიზეზები აღმოფხვრას; სრულად ანგრევს საკუთარ თავს, რათა ხელახლა „დაიბადოს“. ფანატიზმი მასობრივად შეიმჩნევა, ამავე დროს იწყება მერწყულის ერისთვის მზადებაც. ადამიანები, რეტროგრადული პლუტონით მორიელში დიდ როლს შეასრულებენ რადიკალური ტრანსფორმაციის პროცესში, ხელს შეუწყობენ ადამიანის აღორძინებას მისი ცხოველური, პირველსაწყისი ცნობიერებიდან უმაღლესი ცნობიერების გამოღვიძებისკენ.
რეტროგრადული პლუტონი მშვილდოსანში
წინა ცხოვრებაში ინდივიდს ხელს უშლიდა გადაჭარბებული ცნობისმოყვარეობა, რომლის გამოც ადგილს ხშირად იცვლიდა; უამრავი იდეებისა და გეგმების დაწყობა და ბოლოს – საკუთარი ენა, რომელიც მისი მტერი იყო და ენის გამო პრობლემები ჰქონდა. თუ მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა, საკუთარ თავსა და სხვებს წყნარად ყოფნის საშუალებას არ აძლევდა და შესაძლოა საკუთარ ფილოსოფიურ ან რელიგიურ შეხედულებებში თავადვე ირეოდა. ამ სფეროს კითხვები ბოლომდე გაგებული ნაკლებად ჰქონდა.
ამჟამად ყველაფრის სერიოზულად და სიღრმისეულად გაანალიზება, შემდგომ კი მოქმედება მოუწევს. სასურველია ყველაფერს ფანატიზმის, დოგმატიზმის გარეშე, ლოიალურობისა და სამართლიანობის გამოჩენით მიუდგეს. მის გონებაზე უნდა იმარჯვებდეს თანაგრძნობა, კაცთმოყვარეობა და მიტევება
ძირითადად დამუშავებულია გლობას, ვრონსკის, aquarun.ru-ს მასალებზე დაყრდნობით.