რეტროგრადული პლუტონი პირად რუკაში

რეტროგრადული პლუტონი პირად რუკაში

 რეტროგრადული პლუტონი (პირად რუკაში)

პლანეტის რეტროგრადულობა ილუზორულია. როცა პლანეტა დედამიწის მოძრაობას წინ უსწრებს ან უკან რჩება – რეტროგრადულობას უწოდებენ, რადგან ჩვენი (დედამიწის მაცხოვრებელთა თვალით) – „უკან რჩება“. პლუტონი უკანმავალი (ანუ რეტროგრადული) თითქმის ნახევარი წლის განმავლობაშია, ამიტომ ადამიანთა ნახევარს სწორედ რეტროგრადული პლუტონი აქვს. მათ მეტად მოეთხოვებათ შინაგანი ტრანსფორმაცია და ცვლილებები.

პირად რუკაზე პლანეტის რეტროგრადულობის შემთხვევაში, მას გვერდით „R“ სიმბოლო უწერია. ამ სურათზე, პლუტონი თხის რქის მე-11 გრადუსზეა და რეტროგრადულია. როდესაც პლუტონი რეტროგრადულია, ბევრად მძაფრად ავლენს თავს, რაც ძირითადად ფსიქიკაზე მოქმედებს.

განსხვავება დირექტიულ და რეტროგრადულ პლუტონებს შორის:

სწორად მოძრავ (ანუ დირექტიულ) პლუტონს მეტად აინტერესებს: გარეგანი ძალაუფლება, პრესტიჟული სამსახური, ფული… ძირითადი პრობლემაა- ძალაუფლება.

რეტროგრადულ პლუტონს აინტერესებს: განკურნება, ტრანსფორმაცია, კვლევა და სიზმრების ანალიზი; ხვდება იმას, რაც დირექტიული პლუტონის მქონე ვერ ამჩნევს, საკუთარი რესურსების სრული კონტროლი სურთ. თუმცა, ამასთანავე მეტ უარყოფითს ხედავენ. მათი უმეტესობა მარტოსული ან ინტროვერტია, ხალხთან ყოფნის დროს ნაკლებად მოშვებულები არიან. როგორც წესი, საკმაოდ ძლიერები არიან იმ სახლის სფეროებში, რომელშიც პლუტონია. ძირითადი პრობლემაა – ფსიქოლოგიური სისუსტის (დაუცველობის) შიში.

რომ დავაკვირდეთ, პლუტონის სიმბოლოში სულს აღმოვაჩენთ, რომელიც ნახევრადაწეული „ხელებით“ მატერიის ჯვარში თავისუფლად ლივლივებს. ეს მიანიშნებს იმ იდუმალ ან უცნობ სფეროებზე, რომელთა გავლაც ადამიანს მოუწევს მანამ, სანამ საბოლოოდ სიღრმისეულად საკუთარ თავს შეისწავლიდეს. პლუტონი სიმბოლურად იმ ფაზების დასრულებას წარმოადგენს, რომლებიც ინდივიდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი არაა.

ადამიანები, რეტროგრადული პლუტონით, საზოგადოებრივ მოვლენებში ხშირად საკუთარი თავის შეცვლის მიზეზს ხედავენ. მნიშვნელოვანი ცვლილებების, კრიზისების, ბუნებრივი კატაკლიზმების დროს იცვლებიან. გარე სამყაროს შეცვლის ნაცვლად, შინაგან დონეზე შეცვლა მოეთხოვებათ. რა თქმა უნდა, ეს პროცესი წლების განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა ერთი სიცოცხლე არც ეყოს. ქვეცნობიერად ხშირად თავად იშორებენ იმ ინფორმაციასა და ფორმებს, რაც მათ წინსვლას ხელს უშლის.

კაცობრიობის ბრძოლა და წინააღმდეგობრიობა საკუთარ თავში ვლინდება. კარგად გრძნობს კოლექტიური ცნობიერების იმ ნაწილს, რაც შესაცვლელია და უპირველესად – საკუთარ თავში შესაცვლელი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია – საკუთარ თავში მასობრივი, კოლექტიური ცნობიერების აღმოჩენა-ანალიზი, რაც სხვა ადამიანების, როგორც ერთი მთლიანის ნაწილად დანახვას უწყობს ხელს. ამ ადამიანებზე კოლექტივი დიდ გავლენას ახდენს. დამუშავების მაღალ დონეზე – სხვა ადამიანების კარმას კარგად ხედავს.

რეტროგრადული პლუტონი ძველის, ნაგვისა და ცვლილებების, ახალი კანონების დიდ სურვილს იძლევა. ეს მდებარეობა იმ იშვიათ შემთხვევებს წარმოადგენს, როდესაც ადამიანს კარმის გამოსწორებისა და შემსუბუქების, ძველი ვალების გასტუმრების საშუალება ეძლევათ. ხშირად ფარულად მოქმედებისკენ მიდრეკილება ვლინდება, ასევე გარე თვალისგან შეუმჩნევლად იცვლებიან.

დამახასიათებელია სიკვდილისა და სიცოცხლის მუდმივი განცდა, ხშირად სიკვდილსა და ხელახლა აღდგენას განიცდიან (სიმბოლურად). ტანჯვა და სირთულეები უფრო გაცნობიერებულსა და „გაზრდილს“ ტოვებს. ამ მდებარეობის მქონე ადამიანები შინაგანად მუდამ მზად არიან ცვლილებებისა და ტრანსფორმაციისთვის, კარმული ვალებისგან გასათავისუფლებლად. ნაკლებად მგრძნობიარეები არიან მასობრივი ფსიქოზისადმი. საკუთარ თავზე მუშაობენ, თუმცა გარეგნულად ნაკლებად ეტყობათ.

რეტროგრადული პლანეტა საკუთარ პოტენციალს ბოლომდე არ ამჟღავნებს, მითუმეტეს პლუტონი. მისი თვისებები მეტად ვლინდება, როდესაც ტრანზიტული (ახლანდელი მდგომარეობა) პლუტონი რეტროგრადულია (ძველ სიტუაციებს აბრუნებს) ან ინდივიდი რთულ, კატასტროფულ სიტუაციაში ხვდება.

ერთ-ერთი ვერსიით, რეტროგრადული პლუტონის მქონე ადამიანი წარსულში ლიდერი იყო, რომელმაც რაიმე მოძრაობას საფუძველი ჩაუყარა, მაგიასა და სხვა ოკულტურ მეცნიერებას მისდევდა, მებრძოლი იყო და ა.შ. ამჟამად კი ხშირად არაფორმალურ ლიდერად გვევლინება. კრიტიკულ სიტუაციებში პანიკაში ნაკლებად ვარდება, რაც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს უწყობს.

ტრანზიტული რეტროგრადული პლუტონის შემთხვევაში „პლუტონისეული სიტუაციები“ უფრო მეტად და მძაფრად ვლინდება, ვიდრე ჩვეულებრივ მოძრაობის დროს.

რეკომენდაცია: კარგად გააცნობიერეთ და შეისწავლეთ სხვებთან ურთიერთობაში ძალაუფლება და ძალების გადანაწილება. საკუთარ თავს ენდეთ. საკმაოდ დაგეხმარებათ სამყაროსა და გარშემომყოფებზე ობიექტური აღქმა და გულწრფელობა.

კონკრეტულ მდებარეობებზე ინფორმაცია ნელ-ნელა დაიდება.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top