რეტროგრადული სატურნი ვერძში

რეტროგრადული სატურნი ვერძში

აქ ინდივიდს თავის მიმდინარე ცნობიერებაში შეაქვს ყველაფერი, რაც საკუთარ თავზე წარსულ ცხოვრებებში გაიგო, როდესაც პასუხისმგებლობას განიცდიდა.  ის არსებითად მტკიცე და დამოუკიდებელი ადამიანია. არ უყვარს, როდესაც ვინმე მასში რაიმე სისუსტეს ხედავს.  ყველაფერს, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, ის დამოუკიდებლად აღწევს, რადგან მან უკვე ისწავლა, როგორ როგორ მიმართოს თავისი იდეები და ენერგია მიზნისკენ. ეს კონფიგურაცია დიდ ძალას მატებს მთელ ჰოროსკოპს, რადგან რეტროგრადული სატურნის მდგრადობა ვერძის მისწრაფებებს  განამტკიცებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას აძლევს.

საბოლოოდ, ეს ინდივიდი, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის მამა და საუკეთესო მრჩეველი ხდება. ასაკის მატებასთან ერთად, მისი თვითრწმენაც იზრდება, ვერძისთვის ჩვეული ეგოისტური გამოვლინებები კი ნაკლებად ხაზგასმულია. ინდივიდის თვითშეფასება დაფუძნებულია ყველაფერზე, რაც მან წარსულში შექმნა. ოდესღაც, რომელიმე წარსულ ცხოვრებაში, ის იძულებული გახდა ძალიან ადრეულ ასაკში დამდგარიყო ფეხზე(გამხდარიყო დამოუკიდებელი). სწორედ ამის შედეგად, ის ამ ცხოვრებაში მოდის თანდაყოლილი ცოდნით, რამდენად მნიშვნელოვანია განვითარება.

ეს მდებარეობა ადამიანს ასევე მოთმინებასა და წინდახედულებას ანიჭებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მეტად იმპულსური ბუნების იქნებოდა. ის მთელი  ცხოვრება ცდილობს საკუთარი თავის ბატონ-პატრონი იყოს.

აქ წამოწეულია I ფაზა, რადგან ინდივიდი ცდილობს გადავიდეს მომავალში, რომელიც მის საკუთარი თავისადმი პატივისცემას უზრუნველყოფს. კარმულად, ის იყენებს წარსულ ცხოვრებაში ჩამოყალიბებული პოზიციის ძალას, რაც ახალ წამოწყებებში ეხმარება იმ სახლში, რომელსაც ვერძი მართავს. საბოლოო ჯამში, მისი საიმედო დასაყრდენი გახდება ის  კრისტალიზებული იდეები, ფილოსოფია და მსჯელობა, რომელიც მან თავისი რეტროგრადული სატურნის სტრუქტურაში შექმნა.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top