რეტროგრადული სატურნი თევზებში

რეტროგრადული სატურნი თევზებში

აქ ინდივიდი დიდ დროს ატარებს III  ფაზაში, რადგან არასდროს წყვეტს საკუთარი წარსულის შესწავლას. მას მიაჩნია, რომ მისი სატარებელი ჯვარი, სხვებთან შედარებით, გაცილებით მძიმეა და საკმაოდ დიდ დროს ატარებს წარსულზე დარდში. ვინაიდან თავდაჯერების მწვავე დეფიციტს განიცდის, ის ძალიან მარტივად იქნევს ხელს ცხოვრებაზე. ამტანობას, რომელსაც შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად საჭიროებს, ყოველთვის სხვა ადამიანების შთაგონების მეშვეობით იღებს. მაგრამ ჭეშმარიტ მხარდაჭერას, რაც მისთვის ასევე აუცილებელია, სხვებისგან ვერ მიიღებს. ეს მხოლოდ საკუთარი მნიშვნელობის ფასის გააზრების შედეგად ეძლევა. მას არასდროს სურდა მსოფლიოს დაპყრობა. როგორც წესი, ახალგაზრდობაში ძალზედ მორცხვია, თუმცა როდესაც იზრდება, მისი სულის არსიდან  საოცარი შინაგანი ძალა იხსნება.

მისი ცხოვრების ნაწილი დაფუძნებულია მიმდინარე ცხოვრების რეალობაზე, მაგრამ მისი შინაგანი არსებობის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ მის დაბადებამდე ყალიბდება. მან ბევრი გამოცდა ჩააბარა და ბევრი ბარიერი გადალახა, რაც სხვებს ჯერ კიდევ წინ აქვთ. შედეგად, ახალგაზრდობაში  განცდილი თავდაჯერების უკმარისობა, წლების მატებასთან ერთად, როდესაც ინდივიდი თავის სულთან კონტაქტში შესვლას ახერხებს, ძლიერი შინაგანი ცოდნით იცვლება.

კარმულად, მან სწორედ თავისი შინაგანი ძალა უნდა ეძებოს, რაც გარესამყაროსთან ურთიერთობისთვის სჭირდება. ეს მდებარეობა ძლიერი სულიერი მდგრადობის სიგნიფიკატორია. თუმცა იმავდროულად, ადამიანი არ უნდა იყოს აგრესიული, რომ  საკუთარი თავის მნიშვნელობა დაამტკიცოს. მისი გაგების უდიდესი ნაწილი არავერბალურია. ინდივიდი არ განსჯის იმ გზებს, რომლითაც სხვებისთვის დამხარების გაწევა შეუძლია. მას შინაგანი ხელმძღვანელობის ნიჭი აქვს, რაც წარსულ ინკარნაციებში დაიმსახურა და ეს მისი შემოქმედებითი პოტენციალის უმთავრესი წყაროა.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top