ამ მდებარეობაში ინდივიდი დროის უმეტეს ნაწილს III ფაზაში ატარებს, სადაც საკუთარი წარსული სახების აღდგენას ცდილობს. ის მიჩვეულია დაძაბულ მუშაობას და ჭეშმარიტად იფურჩქნება, როდესაც უკვე წარმატებით განხორციელებულ სამუშაოს და პროექტებს გადახედავს. მას უნიკალური თვისება აქვს, არ დაუშვას ვინმეს ჩარევა მის საქმეებში. მას შეუძლია თავისი სასიცოცხლო ენერგია სასარგებლო თვისებებისკენ მიმართოს _ ეს ის ტალანტია, რაც მას დიადი მიზნების მიღწევის საშუალებას აძლევს. იმავდროულად, ის უკუმიმართულებითაც მუშაობს, რაც იმას გულისხმობს, რომ ის არ წამოიწყებს არაფერ ახალს, სანამ დამაჯერებლად არ წარმოადგენს წინამორბედი საქმის საბოლოო პროდუქტს. ეს თვისება კიდევ უფრო აძლიერებს მის პრაქტიკულ მიდგომას ცხოვრებისადმი.
ის ძალზედ თავშეკავებული და ჩაკეტილია, რადგან როდესაც შინაგანად, საკუთარ თავთან, გეგმებს აწყობს, ცდილობს ყველა გარეგამაღიზიანებელი მომენტი გამორიცხოს, რაც ძირითად მიმართულებიდან ყურადღებას გადაატანინებდა. ის განსაკუთრებით დახელოვნებულია წარსულის ნატეხების შეგროვებაში, რასაც საზოგადოება ყურადღებას აღარ აქცევს, და ამ თითქოს უსარგებლო ფრაგმენტებისგან შესანიშნავი ცხოვრებისეული ნაშრომის შექმნაში. ამის მიზეზი ის არის, რომ თხის რქა სატურნის სამკვიდრო ნიშანია და ის კატეგორიულად ვერ იტანს ფლანგვას.
კარმულად, ის დასრულების მისიას განიცდის, მაგრამ რასაც გარესმყაროში აღწევს, ბევრად უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაგანი აზრი, რაც მისთვის ამ მიღწევებს მოაქვს. მიმდინარე ცხოვრებაში მან უნდა დაასრულოს ყველაფერი, რისთვისაც წარსულ ინკარნაციებში მონაცემები შეაგროვა. ამ მდებარეობის უდიდესი შინაგანი მოწიფულობა მის სულს საშუალებას აძლევს, ბოლომდე მიიყვანოს არაერთი წარსული ცხოვრების ნაშრომი. ჰოროსკოპის რომელ ველშიც(სახლში) არ უნდა მოხვდეს რეტროგრადული სატურნი თხის რქაში, ინდივიდს შეუძლია კარმულ დასასრულამდე მიიყვანოს ამ სახლის საქმეები.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”