რეტროგრადული სატურნი კირჩხიბში

რეტროგრადული სატურნი კირჩხიბში

აქ ინდივიდი დიდ დროს ატარებს III  ფაზაში, სადაც წარსულში დაგროვილ ემოციებს ებღაუჭება. ცხოვრებაში წინ ნელა მიიწევს, რადგან თავდაჯერებისა და დაცულობის მოთხოვნა ძალიან ძლიერია. სამწუხაროდ, რაც უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს ემოციური ბარიერების გადასალახად, მით უფრო ხელს უწყობს იმავე ბარიერების შექმნას, რაც კიდევ უფრო კეტავს მას გარესამყაროსგან. იმისათვის რომ განთავისუფლდეს, მან საკუთარ  თავში უნდა გაატაროს ეს შეზღუდვები, ისე რომ ძალა არ გამოიყენოს. ნებისმიერ მყარ მატერიაში არსებობს სივრცე, სადაც წყალს გადინება შეუძლია.

ბევრ შემთხვევაში ადამიანის წარსულზე ძლიერი მიჯაჭვულობა, რაც მისი დაცვისა და საიმედოობის გარანტიას წარმოადგენს, მიმდინარე ცხოვრებაში გადატანილია მშობლებზე ან უფროსი ასაკის ავორიტეტულ ფიგურაზე, რადგან მას არ ესმის, როგორ შეიძლება დამცველი ჯავშნის გარეშე ცხოვრება. როდესაც ის ცდილობს გაიხსნას, ინდივიდი არც ისე დარწმუნებულია, რომ გარშემომყოფები  მიიღებენ. ამიტომ, ის მიდრეკილია ბარიერები აღუმართოს თავის ემოციებს იმ ერთადერთი ადამიანისთვის, რომელსაც მომავალში შეიძლება შეხვდეს, ვინც წარსულში უკან მოტოვებული დაცულობის სიმბოლო გახდება.

ის ცდილობს გონებაში შეინარჩუნოს ყველაფერი ჩვეული. მოგზაურობის დროსაც კი, ნებისმიერ ახალ ადგილს წარსულში ნანახთან აიგივებს, სადაც თავს კომფორტულად გრძნობდა. სწორედ ამ საიმედო ფესვების შეგრძნებით მოძრაობს ცხოვრებაში, მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფება და ვისთან.

ვინაიდან ცხოვრებას ცვლად სამყაროში შეიცნობს, მისთვის კარგი იქნება წარსულში განცდილი დაცულობის და თავდაჯერების შეგრძნება გამოიყენოს, ნაცვლად იმისა, რომ აიძულოს აწმყო, წარსულის კონცეფციებში ჩაეწეროს.  მაშინ მას აღარ მოუწევს პროტექციის ძიება გარესამყაროში და ამგვარად შეძლებს  განახორციელოს მუდმივი დაბადების კარმა.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top