რეტროგრადული სატურნი კუროში

რეტროგრადული სატურნი კუროში

ეს ადამიანი შეიძლება უჩვეულოდ მტკიცედ იყოს მიჯაჭვული ნივთებზე, ადგილებსა და იდეებზე, რაც, როგორც ჩანს, იმ ყველაფერს ახსენებს, რასაც წარსულში იყო მიჩვეული. ამ მდებარეობაში ფიქსირებული კუროს მუდმივობა კიდევ უფრო ძლიერდება, როდესაც ჩვეული პატერნები (ქცევის მოდელი) ისევ და ისევ მეორდება. მას ხშირად უჭირს საკუთარი ცოდნის გამოხატვა, რადგან  მჭევრმეტყველება მის საუკეთესო ღირსებას ნამდვილად არ წარმოადგენს.

აქ მკაფიოდ არის გამოხატული III ფაზა, როდესაც ინდივიდი ცდილობს კვლავ შექმნას ყველაფერი, რასაც მატერიაში აფასებს. ის დაინტერესებულია საკუთარი ცხოვრების სტრუქტურიზების უნარით, იმ შეგრძნების მისაღწევად, რომ, როგორც იქნა, დაიმსახურა თავისი საიმედოობა. იქამდე კი  გარკვეულ შიშს განიცდის, რომ საიმედოობა და უსაფრთხოება შეიძლება დაკარგოს ან წაართვან. ამრიგად, მან ბევრი უნდა იმუშავოს იმისთვის, რომ შინაგანი კეთილდღეობის გრძნობას მუდმივი ხასიათი მისცეს.

რეტროგრადული სატურნის კუროს ნიშანში მდებარეობის ყველაზე საინტერესო თავისებურება ის არის, რომ ინდივიდს ნებისმიერი ნეგატიური კარმის დამუშავების საშუალება ეძლევა, რომელიც წარსულში დააგროვა. მეტიც, მის ადგილას, მას შეუძლია თავიდან ააშენოს ყველაფერი, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. ამისთვის ის, საკუთარ აზროვნებას მთლიანად წარსულის ტვირთის გადასაფასებლად მიმართავს. შედეგად, ის აცნობიერებს, რამდენად მიჩვეულია მისი სული მძიმე შრომას. სანამ ინდივიდი ცხოვრების მიმართ ამ  მოძველებულ მიდგომას არ გადააბიჯებს, ის მიდრეკილი იქნება ნეგატიური აზროვნებისკენ. მაშინ ის განრისხდება და  გულში წყენას ინახავს, რამდენად რთულია ცხოვრება მისთვის, როდესაც სხვები გაცილებით მარტივად გადიან ფონს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top