რეტროგრადული სატურნი V სახლში

რეტროგრადული სატურნი V სახლში

ამ მდებარეობისას, ადამიანი ძლიერ მოთხოვნას განიცდის, თავიდან მოიცილოს ყველაფერი, რაც მის შემოქმედებით პროცესს ხელს უშლის. მას ყოველთვის თან სდევს გრძნობა, რომ ცხოვრებაში იმაზე მეტის კეთება შეუძლია, ვიდრე აკეთებს, მაგრამ თავისი ნაყოფიერი შედეგების უმეტეს ნაწილს სამომავლოდ დებს. ის ყოველთვის ძლიერ მოთხოვნას განიცდის, შექმნას რაიმე მართლა ღირებული.

ზოგიერთ შემთხვევაში, მან მართლაც მძიმე ტვირთი უნდა ატაროს, ასე ვთქვათ, გამოიტიროს ბავშვის კარმული ვალი“ თუმცა სწორედ ეს დაეხმარება მიზნის შეგრძნებაში, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებს.

ის კუთხეში იმწყვდევს თავს, როდესაც, ვალდებულების შინაგანი შიშის გამო, ნებისმიერ რეალურ პროგრესს აფერხებს. როგორც არ უნდა სურდეს დამკვირვებლის როლში ყოფნა, ყოველთვის ისეთ სიტუაციებში ეხვევა, სადაც პასუხისმგებლობის ტვირთი აწვება. რაც უფრო მეტად ეძებს სიამოვნებას, მით უფრო მეტ პასუხისმგებლობაში ეხვევა. სწორედ ამან უნდა ასწავლოს, რა არის რეალური ცხოვრება.

სასიყვარულო სფეროში საქმეების დინამიკა შენელებულია, რადგან ინდივიდი სათანადოდ უნდა მომწიფდეს, სანამ მისი სასიყვარული ურთიერთობები მოგლუვდება. ის ბევრს მერყეობს, როდესაც საქმე შემოქმედებით უნარების გამოვლენას ეხება. მას მიაჩნია, რომ სხვების სტანდარტებს არ შეესაბამება. ამიტომ, თავს იმდენის უფლებას ვერ აძლევს, რამდენიც რეალურად სჭირდება. ის ვერ შეძლებს თავისი შესაძლებლობების რეალიზებას, თუ ამ შეზღუდვებს გადაულახავ წინააღდეგობებად აქცევს.

შეუსაბამობის ბავშვური შიშები ყოველთვის ძლიერ ანაბეჭდს ტოვებს მის პიროვნებაზე. კარმულად, მან უნდა ისწავლოს უკვდავყოფილი შიშების შეჩერება, რაც მის შემოქმედებით დინებებს ბლოკავს. როგორც კი ამას მოახერხებს, ის არამხოლოდ უამრავ ბარიერს გადალახავს, კაცობრიობის განვითარებაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top