რეტროგრადული სატურნი ნათალურ რუკაში

რეტროგრადული სატურნი ნათალურ რუკაში

ეზოთერული სიმბოლო

სატურნის სიმბოლო მატერიის ჯვრისა და სამშვინველის  ნახევარწრისგან შედგება. აქ ცხოვრების მატერიალური მხარე შეერთებული უნდა იყოს სამშვინველის გულწრფელ სურვილთან, გამოხატოს თავი.  ყველაფერი, რასაც ინდივიდი აკეთებს, მან უნდა გააკრისტალოს იმაში, რასაც თავის სულიერ ბუნებას ჰმატებს. მათ ღირებულებას  სული არკვევს, რომელმაც უნდა თავად უნდა ამოიცნოს, რისი მიღება სურს და რისთვის თავის არიდება. როდესაც ინდივიდი ცხოვრებას სატურნის მეშვეობით უყურებს, ის შეიძლება დაღვრემილი და სერიოზული მოგეჩვენოთ. სინამდვილეში  ის უკუკავშირს ადგენს, იდეასა და ფორმას შორის. ინდივიდი ღელავს, იმის გარკვევის მცდელობაში, „რა ოდენობის“ სამშვინველის გამოხატვა შეძლია მატერიაში. სწორედ ამიტომ, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განიხილოს განხორციელებული საქმეები, როგორც საკუთარი  შინაგანი არსებობის ანარეკლი.

  სატურნის რეტროგრადული ბუნების  ბიძგით,  ანარეკლის გავლენა ინდივიდზე ძალიან ძლიერია. მის შიგნით მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს. ერთის მხრივ, ის შეიცნობს თავის იდეალებს, აფასებს მათ პრაქტიკულობას. მეორეს მხრივ, ყოველთვის ფიქრობს, რამდენად არის მათი ღირსი. ამიტომ, ბევრი ადამიანისთვის რეტროგრადული სატურნი „სინდისის კარნახი“ და მთავარი მრჩეველი ხდება, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს სრულყოფილ უზენაეს არსებობასა და იმ აზრს შორის, რამდენი უნდა ისწავლოს ინდივიდმა, რომ აქ, დედამიწაზე ცხოვრება შეძლოს.

 

 

ინდივიდუალიზმი

ინდივიდი, რეტროგრადული სატურნით, ძალიან სერიოზულად ეკიდება  ყველაფრის დასრულებას, რაც წარსულში დაუმთავრებელი დარჩა. ის ყოველთვის უკან ბრუნდება, რომ ამოავსოს ყველა  ნაპრალი, რომელიც ადრე ნაჩქარევად  დასრულებულად ჩათვალა. ის ძალზედ დაფიქრებული და გაწონასწორებულია. დროდადრო შესაძლოა ზედმეტად სერიოზულად და ძუნწი მოგეჩვენოთ. მაგრამ მისი ნებისმიერი თავშეკავებულობა დაფუძნებულია სუბსტანციის შენარჩუნების მოთხოვნაზე, მნიშვნელოვანი გამოყენებისთვის. მას საზიანოდ მიაჩნია ზედმეტი ხარჯები, მით უმეტეს მფლანგველობა, რადგან წინა ცხოვრებებში განიცადა ეს. ახლა ის ძლიერ აფასებს ყველაფერს, რასაც შეიმეცნებს და იღებს. ის ხშირად განიცდის შინაგან ვალდებულებას ღვთის წინაშე. ეს ურთიერთკავშირი იმდენად ძლიერია, ინდივიდს უზარმაზარი მადლიერების გრძნობა ეუფლება ყველაფრისთვის, რასაც თავის გარშემო ხედავს.

ის ყოველთვის ცდილობს ასწავლოს მასზე ნაკლებად მცოდნე და გამოუცდელ ადამიანებს. თუმცა მისი ძალისხმევა ხშირად ფუჭი აღმოჩნდება ხოლმე, თუ მის მოსწავლეებს წინა ცხოვრებაში, მის მსგავსად, ციდან ჩამოვადნა და დიდი ბრძოლა არ გადაუტანიათ, რითაც ახლა უკან დასაბრუნებელი გზა დაიმსახურა. ამის შედეგად, რეტროგრადული სატურნს „ჩამონტაჟებული“ მოწიფულობა ახასიათებს, რომელიც მხოლოდ დიდი ბრძოლისა და მსხვერპლის გაღების შედეგად გაიხსნება.

 

 

კარმა

რეტროგრადული სატურნი ყოველთვის დაკავშირებულია წარსული ინკარნაციიდან გამოყოლილ კარმასთან. როგორიც არ უნდა ყოფილიყო გაკვეთილი, ინდივიდი უჩვეულოდ ნელი იყო მის დასასრულებაში. ამიტომ, ამ ცხოვრებაში მან წარსული ცხოვრების ტვირთი უნდა ატაროს. როდესაც, საბოლოო ჯამში, ორივე ცხოვრება  გაერთიანდება, ინდივიდისთვის მისი ცხოვრებისეული მისიაც ცხადი გახდება. ბევრი რამ, რასაც ადამიანი მიმდინარე ცხოვრებაში აკეთებს, იმის განმეორებაა, რასაც მისი სატურნი უკვე იცავს. მაგრამ ახლა ის მცირედ განსხვავებულ სიტუაციებსა და გარემოებებს აწყდება. ის  ყოველთვის გრძნობს შემაკავებელ ძალას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც  მძიმე გაკვეთილისგან თავის დაღწევას ცდილობს. მაგრამ თუ ის  ამ ძალას მორჩილებით გაჰყვება, სატურნის მეშვეობით, ღვთაებრივი სამყაროს მშვენიერ მოქმედებას შეიცნობს. მას უნდა ესმოდეს, რომ მომთმენი ხელმძღვანელობა თანდათან მიიყვანს იმ მდგოამრეობამდე, როდესაც შეძლებს თავი გააიგივოს რაღაც იმაზე მაღალთან, ვიდრე მას წარმოდგენა შეუძლია.

სატურნი ადამიანის მასწავლებელია და თუ ნათალურ რუკაში რეტროგრადული აღმოჩნდა, ეს იმას გულისხმობს, რომ ინდივიდმა თავად განიცადა მსგავსი სწავლების გამოცდილება ამ ცხოვრებამდე. რეტროგრადული სატურნი, ცხოვრების განმავლობაში,  უზარმაზარ სიბრძნეს ანიჭებს ადამიანს.

სატურნისთვის რეტროგრადული მდგომარეობა  ყველაზე ბუნებრივი და კომფორტულია, რადგან სატურნი ადამიანს, ასე ვთქვათ, მეორე შანსს აძლევს, რომ სრულყოს ურთიერთკავშირი,  წარსულ ინკარნაციებში გადატანილ გარემოებებს და იმას შორის, როგორ გაიგო მისმა სამშვინველმა ეს გარემოებები. ახლა, რეტროგრადული სატურნის მშვიდი და აუღელვებელი ხელმძღვანელობით, ინდივიდს შეუძლია მატერიაში ხორცი შეასხას ყველაფერს, რაც წარსულში შეიმეცნა.

 

მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“

II ტომი „რეტროგრადული პლანეტები და ინკარნაცია“


About Qet

Scroll To Top