რეტროგრადული სატურნი სასწორში

რეტროგრადული სატურნი სასწორში

ეს მდებარეობა დიდ შინაგან მოწიფულობას სძენს სასწორის შინაგან მერყეობას. ინდივიდი ძლიერ პასუხისმგებლობას გრძნობს სხვების გამო. ხშირად ის უფრო განიცდის სხვების კარმას, ვიდრე თავად ისინი, რაც მას წონასწორობას ართმევს. თუმცა, საერთო ჯამში, მისი კეთილგონიერება საკმაოდ ძლიერია და მას ყოველთვის შეუძლია ბალანსის აღდგენა.

ის დაბადებით მშვიდობისმყოფელია. ამიტომ, ხშირად ხვდება დაპირისპირებულ ადამიანებს ან იდეებს შორის და ყოველთვის ცდილობს თანხმობა შეიტანოს მათში _ დააფიქსიროს მესამე დაბალანსებული წერტილი, რომელიც ორივე საპირისპირო მხარის საუკეთესო ასპექტებს გააერთიანებს.

მას მართლა შეუძლია მიმართულება უცვალოს და გადააკეთოს იმ ადამიანთა კარმა, ვისთანაც კონტაქტში შედის. შედეგად, მასთან შეხვედრის შემდეგ, ადამიანები თავიდან  და უფრო პროპორციულად აფასებენ თავიანთ წარსულ შეხედულებებსა და მიმართულებებს. ამიტომ, ამ მდებარეობის ადამიანებს საშუალება ეძლევათ ობიექტურად შეხედონ და გადააფასონ თავიანთი ცხოვრებისეული მიზნები.

მისთვის ცხოვრება მოსახვევთა სერიაა, სანამ არ გააცნობიერებს, რომ მოცემულ ინკარნაციაში მისი კარმული მისია  მიმართულია არა კონკრეტულად მისკენ, არამედ სხვა ადამიანების დახმარებისკენ _ ის უნდა დაეხმაროს სხვებს თავიანთი მიზნების დაბალანსებაში და ეს მისია წინააღმდეგობრივი აზროვნების გაწონასწორების პირადი მაგალითის მიცემით უნდა განახორციელოს. სწორედ ასე მიხვდება ადამიანური იდეალებისა და სამყაროს ერთობის იდეას.

მისადაგების ეს გამორჩეული უნარი საშუალებას აძლევს მას, სრულყოფილად ცვალოს რეტროგრადული პროცესის ფაზები, მიმდინარე მომენტის გათვალისწინებით. ამრიგად, ის შემოქმედის  ერთ-ერთი ღირებული დამხმარეა.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია” 


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top