რეტროგრადული სატურნი ტყუპებში

რეტროგრადული სატურნი ტყუპებში

აქ ინდივიდი დიდ სირთულეებს განიცდის კომუნიკაციაში. მან იცის, რისი თქმა სურს, მაგრამ არ იცის, როგორ თქვას სათქმელი. ის აგრძელებს წარსული ცხოვრების გაკვეთილს ადამიანებთან ურთიერთობაში. ის მუდმივად ეძებს მეთოდებს, როგორ მიაღწიოს გაგებას და როგორ გაამხნევოს ისინი, ვისაც სურს, აამოს და ამ მცდელობაში, მიყოლებით აგროვებს ერთ კრისტალიზებულ აზრს მეორეზე. ახლა, ამ ცხოვრებაში, მისი მდუმარე ფიქრები წარსულში ნააზრევის მძიმე ტვირთს ატარებს. ამიტომ, ადამიანს ნამდვილად გაუჭირდება იმ გაგების მიღწევა, რომელსაც ეძებს, თუ სატურნიული აზრების სიღრმეში არ გაიარა.

ამ მდებარეობის ადამიანები მშვიდად ზრუნავენ სხვებზე. ისინი თავს სხვების აზრების მეურვეებად მიიჩნევენ. იმავდროულად, ინდივიდი მუდმივად მეორდება საკუთარ მენტალურ პროცესებში. ის ცდილობს თავდაჯერებული იყოს თავის აზრებში, მაგრამ რაც უფრო მეტ აზრს აგროვებს, მით უფრო მეტად ეჭვდება საკუთარ ცოდნაში. საკმაოდ საინტერესოა, რომ ეს ეჭვები ძალზედ სასარგებლოა მისთვის, რადგან ის ამსუბუქებს აზრობრივი ფორმების გამოხატვას, რაც წარსულში იქნა კრისტალიზებული.

ამრიგად, მისი კარმული მისია ფატობრივად იმაში მდგომარეობს, რომ დაივიწყოს ყველაფერი, რაც იცის და ამ პროცესში თავიდან მიაღწიოს მარტივ გაგებას იმისა, რაც ოდესღაც იცოდა. და უმჯობესია ეს იქამდე გააკეთოს, სანამ მაღალგანათლებული აზრების ტვრითით არ დამძიმდება.

ის სწორედ I ფაზაში ირთულებს ცხოვრებას, როდესაც ზედმეტად ბევრ აზრს აგროვებს.  II ფაზაში ძლიერ მღელვარებას და დაბნეულობას განიცდის. ბოლო ფაზაში კი, საბოლოოდ ახერხებს განთავისუფლდეს ყველა იმ აზრისგან, რასაც არავითარი ღირებულება არ გააჩნია.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია” 


About Qet

Scroll To Top