ამ მდებარეობით, ადამიანი თავისი წარსულის იდეალების მიღწევას ცდილობს. ის მუდმივად საკუთარ თავში იქექება, რომ შეაფასოს, რამდენად შეესაბამება მისი ცხოვრება იმას, რომლითაც უნდა იცხოვროს. მართალია, ხანდახან დეტალებით შეპყრობილი ჩანს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ზუსტად ამ დეტალებს შეუძლიათ შექმნან ის აკურატულად მოწესრიგებული სამყარო, რომელსაც მისთვის აზრი ექნება. ის სამყაროს დანაწევრებული ნაწილებიდან უყურებს, შემდეგ კი ცდილობს ეს ნაწილები წარსულში ფორმირებულ იდეალებში ჩაწეროს. ამრიგად, ის შინაგანად შეისრუტავს იმას, რაც ზუსტ სეგმენტებად მიაჩნია და შემდეგ ამ სეგმენტებით აგებს თავის სტრუქტურიზებულ ცხოვრებას.
მას მიაჩნია, რომ საკუთარი თავის გასაცნობად, აუცილებელია გაერკვეს როგორ მუშაობს ყველაფერი, რაც მის ცხოვრებას ეხება. ძირითადი პრობლემა ის არის, რომ, პლანეტის რეტროგრადულობის გამო, ის წინასწარ აპროგრამებს ყველაფრის აღქმას, რომ უკვე მზა კონცეფციებში ჩაწეროს. ამიტომ, ის ძალზედ მოუქნელია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ქალწულის მუტაბელურ თვისებებს. ის ძალიან ეფექტური მუშაკია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც იცის, რომ სხვებს მისი იმედი აქვთ.
კარმულად, ეს ინდივიდი იძულებულია იცხოვროს იდეალიზებულ სამყაროში, როგორსაც თავის გარშემო ისურვებდა. როდესაც ინდივიდი მიხვდება, რამდენად ირეალურია მისი მოლოდინები, ის გაცილებით კომფორტულად იგრძნობს თავს და სამყაროში უკვე არსებული სრულყოფილება მისთვის თვალსაჩინო გახდება. იმის გამო, რომ მისთვის მნიშვენლოვანია დააკვირდეს სხვების ცხოვრებას, რაც თვისებრივია ამ პოზიციისთვის, ადამიანი I და II ფაზებში თვითგამოხატვამდე, III ფაზას გადის.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”