რეტროგრადული სატურნი III სახლში

რეტროგრადული სატურნი III სახლში

აქ დიდი სირთულეები იქმნება კომუნიკაციაში. ინდივიდს უჭირს საკუთარი აზრების სიტყვებად გარდაქმნა, მით უმეტეს,  სხვებისთვის გასაგებად. ძალიან ხშირად პრობლემა იმაში მდგომარეობს ძალიან ბევრი იდეა შავ-თეთრ ფერებშია ჩამოყალიბებული და ის ვერ აცნობიერებს რუხის მრავალ შეფერილობას.

იმის გამო, რომ ძალიან მონდომებულად ცდილობს მკაფიოდ გამოხატოს თავისი აზრები, თან შინაგანად დარწმუნებულია, რომ სხვები არც ისეთი შეგნებულები არიან, როგორც თავად ისურვებდა, მისი კომუნიკაცია კიდევ უფრო ძნელდება.

ის ძალიან ხშირად ბლოკავს თავის ცნობიერებას, რადგან გამძაფრებულად აღიქვამს მისი სიღრმეებიდან მიღებულ სიგნალებს. ამის გამო, ის არც ისე მჭიდროდ ინტეგრირებულია თავის შინაგან ნაწილთან.

სატურნის არც ერთ მდებარეობს არ შეუძლია აზრების ისეთი ძლიერი კრისტალიზება, როგორც ამას. ყოველი აზრს იმდენი მნიშვნელობა ენიჭება, რომ ინდივიდი ხან ერთი საკითხით არის დამძიმებული ხან მეორეთი. ამ მდებარეობის საინტერესო თავისებურება ის არის, რომ პასუხები წინასწარ დაპროგრამირებულია. ეს ართულებს სწავლის პროცესს, რადგან ის, რაც წარმატებით სარგებლობს, განამტკიცებს უკვე მკაფიოდ ფორმირებულ შეხედულებათა სისტემას.

ის ბევრ დროს ატარებს II ფაზაში, სადაც ერთგვარ კონფლიქტს განიცდის ინფორმაციის მიღებასა და გაცემას შორის. მან იმდენი დრო დახარჯა წინა ცხოვრებებში, იმის სასწავლად, როგორ ესწავლა, რომ ფაქტობრივად ჩვევების მსხვერპლი გახდა, რაც აიძულებს იმაზე მეტი ინფორმაცია მოიხმაროს, ვიდრე რეალურად სჭირდება.

კარმულად, მან უნდა ისწავლოს საკუთარი აზრებში პრიორიტეტების განვითარება და განაგდოს ყველაფერი, რაც უმნიშვნელოა. სწორედ ამის შემდეგ შეძლებს გამოხატოს ის, რაც მართლა მნიშვნელოვანია.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია” 


About Qet

Scroll To Top