აქ ინდივიდი დროის უმეტეს ნაწილს III ფაზაში ატარებს, სადაც მუდმივად ცდილობს იმის გარკვევას, რა აფორიაქებს მისი სულის სიღრმეებს. რასაც არ უნდა საქმიანობდეს და როგორი აქტიურიც არ უნდა ჩანდეს გარეგნულად, მისი ენერგია ყოველთვის შიგნით არის მიმართული.
ამ ადამიანში მკაფიოდ არის გამოკვეთილი ოიდიპოსის კონფლიქტი, რომელიც ბავშვობის ასაკში ფორმირებულ არაერთ პრობლემას მოიცავს. მისი ემოციური მიდრეკილებები მუდმივი ხასიათისაა, რის გამოც ცხოვრებაში ერთ კრისტალიზებულ მიმართულებას მისდევს. ამის გამო, როგორც ჩანს, ბევრ ასტრალურ მატერიას ატარებს და, შიდა ემოციური კონფლიქტების გამო, სხვების დამძიმებაც შეუძლია. მაშინაც კი, როდესაც თავის კითხვებზე პასუხებს იღებს, მან არც ისე კარგად იცის, როგორ გამოიყენოს მიღებული პასუხები თავისი პრობლემების მოსაგვარებლად. ის მიდრეკილია დაიბლოკოს თავი სიღრმისეული გაგებისგან, რაც სინამდვილეში მას გაანთავისუფლებდა.
ამ მდებარეობის ბევრ ადამიანს ხანგრძლივი ფობიები აქვს, რაც ბავშვობის წლებში იღებს სათავეს და ეს აუცილებლად უნდა გადაილახოს, თუ პიროვნება იმ ძველი პოზიციების გადალახვას აპირებს, რაც მის თვითშეგნებას ბლოკავს.
სატურნის ყველა მდებარეობიდან, ეს კონფიგურაცია ყველაზე მეტად უწყობს ხელს ადამიანის წარსულზე მიჯაჭვას. მას შეუძლია მთელი ორმოცი წელი დახარჯოს ბავშვობაში გადატანილი პრობლემების მოსაგვარებლად. მოზრდილ ასაკში ის კვლავ აგრძელებს ახალგაზრდობაში გადატანილი ტრავმების თავიდან გათამაშებას, თუმცა ვინაიდან ამას ქვეცნობიერად აკეთებს, მისი გარშემომყოფები ვერც კი აცნობიერებენ თავიანთ როლებს, რომელსაც მათ ინდივიდი ანიჭებს.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”