ეს ინდივიდი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს სხვების წინაშე. რომ შეეძლოს, ყველას ტვირთს საკუთარ თავზე აიღებდა. სამსახურში ფანატიკური ორგანიზატორია. მას შეუძლია მთლიან მექანიზმში გააერთიანოს განსხავებული ნაწილები, მაშინ როდესაც სხვებმა ისიც არ იციან, რა მოუხერხონ ცალკეულ ნაწილებს. იმავდროულად, მან უნდა ისწავლოს თვითშეჩერება, რადგან ძალიან ხშირად საკუთარ თავზე იმაზე მეტს იღებს, ვიდრე ატანა შეუძლია. ის უკეთესი შემსრულებელია, ვიდრე მოაზროვნე. ამიტომ, სხვების მოლოდინების გამართლების მცდელობაში, ხშირად მიჰყავს თავი სრულ გამოფიტვამდე. ის მიზნებით ცხოვრობს. მას თითქმის ყველაფერში ეჭვი შეაქვს და ყველაფერს იკვლევს, რაც მის გარშემო ხდება. ეს მისი ბრძოლის ნაწილია. მას სურს გაარკვეს, ადამიანის ცხოვრება წინასწარ განსაზღვრულია თუ ყველა თავის ბედის მჭედელია.
ინდივიდმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სხვების მსახურების მისიაშია ჩართული და ეს მისი გადასაწყვეტი არ არის, რა მოთხოვნები უნდა ჰქონდეთ გარშემომყოფებს მის მიმართ. სხვების დაკმაყოფილების მცდელობაში, შეიძლება იმდენად აიხლართოს დეტალებში, მხედველობიდან გამორჩეს ის ფაქტი, რომ რეალური შემოქმედი მხოლოდ ღმერთია.
მას ამ ცხოვრებაში თავდადების გრძნობა შემოაქვს. იმ ადამიანებს, ვინც მიმართულების მიცემას საჭიროებს, ამ ინდივიდის სიახლოვეს ყოფნაც კი დაეხმარებათ თავიანთი მიზნების პოვნაში. ის ძალზედ ფრთხილად უნდა იყოს I ფაზის განმავლობაში, რომ საკუთარი მიზნები სხვებს არ მოახვიოს თავზე. ვინაიდან ეს მსახურების სახლია, ის შეუფერხებლად ფუნქციონირებს III ფაზის განმავლობაში, როდესაც სხვების დილემებს განიხილავს, რომ დაეხმაროს მათი გადაწვეტილებების კრისტალიზებაში.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”