რეტროგრადული სატურნი X სახლში

რეტროგრადული სატურნი X სახლში

აქ სატურნი თავის ბუნებრივ სახლში იმყოფება. ინდივიდი დიდ დროს ატარებს III ფაზაში, სადაც სიამოვნებით აფასებს თავისი განხორციელებული პროექტების პრესტიჟსა და ღირსებებს, რომელსაც წარსულში მიაღწია და სწორედ ასე განსაზღვრავს დღევანდელ წარმოდგენას საკუთარ თავზე. საერთოდ, ის კარგად აცნობიერებს სტატუსს, განსაკუთრებით თანასწორთა წრეში. ხანდახან საკუთარ თავს წარსულის „თანასწორთა ჯგუფის“ თვალთახედვიდან აფასებს და ამაყობს იმით, რამდენად წინ წავიდა და რამდენს მიაღწია.

ეს გამორჩეული თავდადებისა და  ერთგულების პოზიციაა, რადგან ინდივიდი ძლიერ პასუხისმგელობას გრძნობს. ანგარიშსაც კი აბარებს საკუთარ თავს ყველაფერზე, რასაც აკეთებს. ამიტომ, მისთვის ძალიან მნიშვენლოვანია მისი ცხოვრება საგრძნობ სტრუქტურაში იყოს მოქცეული, რომელიც მეტ-ნაკლებად კეთილგონივრულ გზას ადგას. ამ თვალსაზირისით, ის საკმაოდ კრისტალიზებულია. კეთილგონიერება და ლოგიკა შესაძლოა ხელიდან დაუსხლტდეს, თუ ისინი წინასწარ დაპროგრამებულ ვალდებულების გრძნობასთან აცდენაშია.  ეს ეფექტი იმ იშვიათი მომენტებიდან გამომდინარეობს, როდესაც ადამიანი I ფაზას გადის.

ერთადერთი მეთოდი, რომელსაც მისი მიმართულებიდან აცდენა შეუძლია, ის არის, რომელიც საკუთარი მომავალი მეს გაუმჯობესების საშუალებას მისცემს, თუ ამ პროცესისთვის თავისი წარსულიდან არაფრის გაფუჭება არ დასჭირდა. კარმულად, ის ცდილობს დაამყაროს პრინციპის გრძნობა, რომელიც წარსულ ინკარნაციებში ვერ ჩამოაყალიბა და რეალურად ბოლომდე არც ამ ცხოვრებაში აქვს. ის ჩამოყალიბებულია მხოლოდ კარიერის, საჯარო იმიჯის და საზოგადოების წინაშე ვალდებულების სფეროში.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top