რეტროგრადული სატურნი XI სახლში

რეტროგრადული სატურნი XI სახლში

ეს იდეალისტის მდებარეობაა. ინდივიდს საქმის დაჭერა უწევს თავისი ოცნებების, იმედებისა და მიზნების კრისტალიზაციასთან. მისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ოცნება. მან უნდა განიცადოს თავისი ოცნებების განხორციელება, რადგან სწორედ მაშინ იგრძნობს თავს მნიშვნელოვან ადამიანად.

მის წინაშე რთული ამოცანა დგას, ისწავლოს ობიექტური რეალობის შეთავსება იმასთან, რასაც სუბიექტურად საკუთარ რეალობად ისურვებდა. ძალიან ხშირად ის პასუხისმგელობას იღებს საკუთარ მეგობრებზე, რადგან მისი, როგორც ერთი მოკვდავის ცხოვრება საკმარისად მასშტაბური არ არის, რომ  იმ ყველაფრის რეალობა ჩართოს, რაზეც ოცნებობს. ამიტომ, ის მიდრეკილია გააფართოვოს ის,  სხვა  ინდივიდების ჩართვით, ვისი ცხოვრებაც იმ ოცნებებს განასახიერებს, რომელსაც თავად ვერ განიცდის.

სატურნის ამ მდებარეობისას, რეტროგრადული ფაზების ცვლა დამოკიდებულია იმაზე, როგორ ზემოქმედებენ ინდივიდზე სხვა ადამიანები.  ის კარგი მრჩეველია, რადგან მისი რჩევები გამომდინარეობს იქიდან, რას გააკეთებდა თვითონ, მათი ცხოვრებით რომ ცხოვრობდეს.  სატურნის ეს მდებარეობა, ასე ვთქვათ, „კარმის თვითმხილველს“ აყალიბებს, სადაც ინდივიდი  საკუთარი ცხოვრების ცენტრზე მეტად, თავისი ოცნებების ცენტრში იმყოფება, რომელიც სავსებით შესაძლებელია სხვების ცხოვრების ხვედრადაც იქცეს.  საბოლოო ჯამში, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვისი ან რისი მხარდამჭერია ინდივიდი, და არა ის, რას წარმოადგენს რეალობაში. იმ შემთხვევაშიც, როდესაც ის სახელგანთქმული ადამიანების მიზიდვას ცდილობს, მას მათი დიდების მიზეზები უფრო აინტერესებს, ვიდრე ის, ვინ არიან ეს ადამიანები სინამდვილეში.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top