„უკმაყოფილო ხარ? – გააპროტესტე
აპროტესტებ? – შესთავაზე
სთავაზობ? – გააკეთე“
(2017 წლის 6 აპრილიდან 25 აგვისტოს ჩათვლით გასტანს)
ისეთი მოვლენა, როგორც პლანეტის რეტროგრადული მოძრაობაა დამახასიათებელია ყველა პლანეტისთვის გარდა მზე და მთვარისა. სინამდვილეში პლანეტის რეტროგრადული მოძრაობა მოჩვენებითია (ილუზიაა). როცა პლანეტების მოძრაობა უფრო სწრაფია ვიდრე დედამიწა მოძრაობს, ან პირიქით დედამიწა უფრო სწრაფად ბრუნავს და წინ უსწრებს ვიდრე ნელა მოძრავი პლანეტა – ამ მოვლენას უწოდებენ პლანეტების რეტროგრადულ მოძრაობას. ყველა პლანეტისთვის დამახასიათებელია რეტროგრადული მოძრაობის გარკვეული პერიოდი. რეტროგრადული მოძრაობა არ ცვლის პლანეტების არსს, ის მიუთითებს მის განსხავებულ გავლენაზე ამ პერიოდებში. რეტროგრადული მოძრაობის პერიოდში პლანეტის გავლენის სფეროებში ნებისმიერ მოქმედებას უფრო მეტად უნდა დაუფიქრდეთ.
რეტროგრადული მოძრაობა არის წარსული გზის განმეორების სიმბოლო, გადაწყვეტილებების გადახედვის, შეცდომების გასწორების პერიოდი. აგრესიული ქმედებები და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები განწირულია წარუმატებლობისთვის, გეგმები ჩაიშლება ან დასრულდება არადამაკმაყოფილებელი შედეგით. პლანეტა ვენერა, მარსის, მერკურის რეტროგრადული მოძრაობა გავლენას ახდენს პირად ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე. სატურნის და იუპიტერის რეტროგრადულობა უფრო მეტად მოქმედებს საქმიან სფეროზე, ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე გავლენას ახდენს ამინდზე და გარკვეულ ბუნებრივ მოვლენებზე, ხოლო ნეპტუნი, ურანი და პლუტონის რეტროგრადული მოძრაობის პერიოდები დაკავშირებულია პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სიტუაციების ცვლილებებთან. რეტროგრადული პლანეტების პოტენციალი რომ განვსაზღვროთ უნდა გავარკვიოთ პლანეტების არსში.
კლასიკურ ასტროლოგიაში სატურნი ითვლება პრობლემების შემომტან პლანეტას. თუმცა, ასევე „დიდი მასწავლებელიცაა“. მისი „სწავლება“ მკაცრი მეთოდებით ხასიათდება, თუმცა თვითდისციპლინას, კონცენტრაციის უნარს გვამუშავებინებს.
როგორც ზემოთ დავწერეთ, პლანეტის რეტროგრადულობა ნიშნავს, რომ დედამიწას „ჩამორჩება“ და თითქოს უკან მოძრაობას იწყებს (სინამდვილეში “უკან მოძრაობა” ილუზორულია. ამ დროს დედამიწა პლანეტაზე სწრაფად მოძრაობს და “წინ უსწრებს”). დირექტიული, ანუ სწორად მოძრავი პლანეტა ახალი საქმეების დასაწყებად ენერგიას გვაძლევს, ხოლო რეტროგრადულობა – ძველი საქმეების დასრულების საშუალებას.
სატურნის რეტროგრადულობის პერიოდში მოგვიწევს ძველი საქმეების გადახედვა.
რამდენად მყარად ვდგავართ მიწაზე?
რა დაგვრჩა დასასრულებელი? გასასწორებელი?
ჩვენში არსებული „ნაგვის“ გაწმენდის საშუალება გვეძლევა.
სატურნს კარმას უკავშირებენ. მისი უკანმოძრაობის პერიოდში შესაძლოა მოგვიწიოს კარმული გაკვეთილების გავლა, წარსული მოქმედებების შედეგები ბუმერანგის პრინციპით გვიბრუნდებიან. სატურნის რეტროგრადულობამდე რამდენიმე დღით ადრე (და რეტროგრადულობის პერიოდშიც) აღინიშნება საქმეებში, მოლაპარაკებებში შეფერხებები, შეყოვნება. ხოლო მოძრაობის გასწორებიდან რამდენიმე დღის შემდეგ – კარგად ვხედავთ ახალ პერსპექტივებს.
ამ პერიოდში სასურველია: პროფესიონალურ საქმიანობებს მივუბრუნდეთ, გამოვიჩინოთ მოთმინება, ყურადღება, დისციპლინა, ზომიერება, ძველი დაწყებული საქმეები დავასრულოთ და რაც მთავარია – პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე, ქმედებებზე.
სოციუმისა და ინდივიდუალურ დონეზე რეორგანიზაციის პერიოდია. თავს იჩენს მივიწყებული, ძველი თემები; არაერთი ძველი საქმე ზედაპირზე ამოვა და შედეგსაც დამსახურებულად მივიღებთ. ყველაფერი გვიბრუნდება არა იმდენად დასასჯელად, რამდენადაც კორექციისთვის, დასაფიქრებლად, ცვლილებებისთვის. თუ პრობლემა შეგვექმნა ან წარსულიდან მოვლენები განახლდა, ნიშნავს, რომ არასწორად გადავწყვიტეთ და შეცვლის შანსი გვეძლევა. მშვილდოსნის ნიშანში რეტროგრადულობა კი განათლებასთან, უცხოეთთან, სხვადასხვა სისტემებთან, რელიგიურ და ფილოსოფიურ საკითხებთან დაკავშირებულ არასწორ გადაწყვეტილებებს შეგვახსენებს.
ჯანმრთელობის მხრივ შესაძლო პრობლემები: ძვლებთან, კბილებთან დაკავშირებული გართულებები, ქრონიკული დაავადებები.
სატურნის რეტროგრადულ პერიოდში სასურველია თავი შევიკავოთ შემდეგი მოქმედებებისგან:
- შორეული გეგმების შემუშავება; შეთანხმებებზე ხელმოწერა
- ქორწინების დარეგისტრირება
- ახალი ბიზნესის დარეგისტრირება
- ახალი პროფესიის ამორჩევა
- ახალი მოქმედებების დაგეგმვა-განხორციელება
- უძრავი ქონების ყიდვა
- მშენებლობის დაწყება
- სამსახურიდან ისე წამოსვლა, თუ ახალი უკვე დაწყებული (ან მოძებნილი) არ გაქვს