რეტროგრადული ურანი ვერძში

რეტროგრადული ურანი ვერძში

აქ ინდივიდი დიდ დროს ხარჯავს იმ ცვლილებების საკუთარი თავის შიგნით განმეორებაში, რაც წინა ცხოვრებებში დაიწყო. ის ძალიან ინდივიდუალური, დამოუკიდებელი და უნიკალურია. ყოველთვის სპონტანურია და ცდილობს განთავისუფლდეს იმ ბარიერებისგან, რაც მის პიროვნებას ზღუდავს. ის ძალზედ ინტენსიურად უპირისპირდება ყველაფერს, რაც ზედმეტად ტრადიციულად ან მყარად მიაჩნია, რომ  საკმარისი სივრცე მიანიჭოს სრულყოფისთვის. ეს დიადი მაძებარი და მკვლევარი მზადაა ნებისმიერი მტკიცე საყრდენი მიატოვოს ახალი გამოცდილებისთვის. ამიტომ, მას ძალიან უჭირს ხანგრძლივი დროით ურთიერთობის შენარჩუნება ქორწინებაში, პარტნიორობაში და კარიერაშიც, რადგან ყველაფერი სწრაფად ბეზრდება.

ხანდახან ის შეიძლება რომელიმე არაპოპულარული იდეის გარშემო შეკრებილი ჯგუფის ლიდერი გახდეს. რასაც არ უნდა აკეთებდეს ეს ინდივიდი, მან უნდა დაამტკიცოს, რომ არც ერთ ადამიანსა თუ იდეას (იმის გამოკლებით, რომელიც თავად აირჩია) არ შეუძლია მისი შებოჭვა. შეიძლება ითქვას, ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მდებარეობაა ურანისთვის.

ეს ჭეშმარიტი პიონერი დროის უმეტეს ნაწილს I ფაზაში ატარებს, სადაც ცდილობს ყველაფერი გამოიკვლიოს, რასაც საზოგადოება უგულვებელყოფს. ის ყოველთვის სწრაფად მიიჩქარის წინ და იოტისოდენა მოთმინებასაც არ იჩენს ნებისმიერი შეზღუდვის მიმართ, რაც მის წინსვლას აფერხებს. ამიტომ, ის ყოველთვის თავისუფალია საზოგადოებრივი აზრისგან.

მისი კარმა იქ აღმოჩენაა, სადაც მანამდე ფეხი არავის დაუდგამს. ის ახალი  წამოწყებების მენტალური „მამა“ უნდა გახდეს ყველაფერში, რასაც აკეთებს და ამისთვის,  მუდმივად უნდა იკვლიოს წარსული ცხოვრებები. მართალია, ეს ადამიანები ყოველთვის ოღრო-ჩოღრო გზებით დააბიჯებენ, მაგრამ ამ მდებარეობის თაობებს დიდი წვლილი შეაქვთ მთელი კაცობრიობის პროგრესში.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top