რეტროგრადული ურანი მშვილდოსანში

რეტროგრადული ურანი მშვილდოსანში

აქ ინდივიდი დროის უმეტეს ნაწილს I ფაზაში ატარებს. ის მუდამ მიუწვდომელი ჰორიზონტებისკენ ილტვის. ამიტომ, მას განსაკუთრებით იზიდავს ყველაფერი, რაც მატერიალური სამყაროს საზღვრებს სცდება.  ძალიან უჭირს საკუთარი თავის სტაბილიზაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში. მას არ შეუძლია დიდი ხნით მცირემასშტაბიან საქმეებსა და დეტალებზე კონცენტრირება, რადგან სწრაფად იწყენს. მისთვის აუცილებელია მუდმივი სტიმული სიახლეებით, რომ სიცოცხლის აქტიური წყურვილი დაიკმაყოფილოს. ძალიან უყვარს მოგზაურობა და თუ ამას ფიზიკურად ვერ ახერხებს, გონებით მაინც,  შეუცნობელ სივრცეებს ესწრაფვის. მიუხედავად ამისა, ეს აუცილებლად მის პიროვნულ სიღრმეზე არ მეტყველებს.

საკმაოდ რთული მდებარეობაა ქორწინებისთვის, რადგან ადამიანი საგანგაშო საფრთხეს გრძნობს, როგორც კი მას რაიმე ზღუდავს. მისთვის აუცილებელია ფართო სივრცე, ყველა იმ შესაძლებლობის გამოსაკვლევად, რომელიც თავის უმაღლეს ცნობიერებაში აღმოაჩინა. ნებისმიერი მიჯაჭვულობა კი საშუალებას ართმევს თუნდაც ზედაპირულად განიცადოს ბევრი რამ. დაახლოებით ასეთივე პოზიცია აქვს ცხოვრების ყველა სფეროში. ერთი რელიგიის აღმსარებლობა ნამდვილად დააზარალებდა მის ურანული მიუკერძოებლობის მოთხოვნას, მშვილდოსნურ „ყველაფრის განცდის“  მოთხოვნასთან კომბინაციაში. ამავე მიზეზით, მას არც ისე ძალიან ადარდებს კარიერული მიღწევები, რადგან სულაც არ სურს, ერთ ადგილს იყო მიჯაჭვული.

ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ის ბევრ რამეს მიედ-მოედება.  მაგრამ თვითონ ინდივიდი ამას საკუთარი უსაზღვრო ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებად განიხილავს. ის უდიდეს ენთუზიაზმს ინარჩუნებს, როდესაც მრავალრიცხოვანი ( და, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან დაუკავშირებელი) მიმართულების დევნის საშუალებას აძლევენ.  სწორედ ამის წყალობით, ეს ინდივიდი კარმული შიკრიკია, რომელიც სიცოცხლის აუცილებელ ნაწილს ჩუქნის  ყველას, ვისაც ცხოვრების გზაზე ხვდება. ამრიგად, როდესაც ინდივიდი სიამოვნებას იღებს ყოველი ახალი აღმოჩენისგან, ის ფაქტობრივად თესლს ამრავლებს. მისი დათესილის აღმოცენებაზე, გაზრდასა და განოყიერებაზე კი სხვებმა უნდა იზრუნონ, რაც საბოლოოდ მისი მომავალი ცნობიერება გახდება.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”

 

 


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top