რეტროგრადული ურანი სასწორში

რეტროგრადული ურანი სასწორში

აქ ინდივიდი სამივე ფაზას თანაბრად განიცდის. მის ცხოვრებას წონასწორობის მწვავე დეფიციტი აკონტროლებს, რომელსაც გარშემომყოფებში ამჩნევს.  ის სიმშვიდეს და სიწყნარეს ეძებს, მაგრამ სინამდვილეში, რომც მიაღწიოს, საკმაოდ მალე მობეზრდებოდა. მიუხედავად ამისა, როდესაც  ძლიერ აღტკინებას განიცდის, ის სიმშვიდეს ნატრობს. ამ ორი ტენდენციის გასაწონასწორებლად, ინდივიდი ერთი ადამიანიდან მეორეზე ინაცვლებს და ამ პროცესში, ძალიან ხშირად მათ კარმას ამუშავებს, რადგან არც ისე დარწმუნებულია საკუთარში.

მას ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება. მისთვის უკეთესი იქნებოდა, სხვას ეტვირთა ეს, რადგან ძალიან არ სურს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და თავისი ცხოვრების მიმართულებების განსაზღვრა. ამიტომ, ის „განიხრება და ირწევა, ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა“, იმ ადამიანების იდეებთან შესაბამისობაში, რომელთანაც პირადად არის დაკავშირებული. ამ ყველაფერთან ერთად, ინდივიდი საკუთარი დამოუკიდებლობის გრძნობის დაცვასაც ცდილობს, რაც მიუკერძოებელი სიმართლის  შედეგია, რომელსაც ინდივიდი ყველასთან მიმართებაში ინარჩუნებს. მას მართლა ძალიან აშფოთებს, როდესაც ნებისმიერ საკამათო საკითხში, სიტუაცია ან გარემო აიძულებს, ცალსახად მიემხროს ერთ პოზიციას.

მას შეუძლია საკუთარი თავის სხვების თვალით დანახვა. საუბედუროდ, ეს იგივე არ არის, საკუთარ თავს საკუთარი თვალებით უყურო. ამრიგად, საბოლოო წონასწორობა, რომელსაც ის აღწევს, იმაზე უფრო არის დაფუძნებული, რას აღიქვამს ინდივიდი საკუთარ თავის მიღმა, ვიდრე იმაზე, რას აღიქვამს საკუთარი თავის შიგნით.

ის ყოველთვის განსხვავებულ ადამიანებს, იდეებსა და პოზიციებს შორის ხვდება და ცდილობს, წონასწორობა დაიცვას ისე, რომ მათი ფასი შეინარჩუნოს, ვინც უყვარს. ის ზოდიაქოს კარმული ქამელეონია. მას ყოველთვის სურს სასარგებლო იყოს ყველასთვის, ვინც მას საჭიროებს. ის არ უნდა მიეჯაჭვოს საკუთარი ფასეულობებს. ამის ნაცვლად, ის  ვალდებულია უბოძოს თავისი სიყვარული ყველას, ვისაც ეს სჭირდება.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top