რეტროგრადული ურანი ტყუპებში

რეტროგრადული ურანი ტყუპებში

აქ ინდივიდი ძალიან ძლიერ მენტალურ ცხოვრებას განიცდის. მისთვის დამაკმაყოფილებელი იდენტობის ძიების მცდელობაში, ის მუდმივად გადაადგილდება რეტროგრადული პროცესის ერთი ფაზიდან მეორეში.  შესამჩნევი ნერვოზულობის და არასტაბილურობის გამო, ეს ინდივიდი გარემოცვის აზროვნების გავლენის ქვეშ ექცევა. ამიტომ, მას ძალიან უჭირს ხანგრძლივი დროით საკუთარი თავის  ერთი პროექტის ან იდეესთვის მიკუთვნება. ის იმდენად დაინტერესებულია საკუთარი მენტალური შესაძლებლობების კვლევით, რომ მისი ცხოვრება ათასგვარი იდეისა და პოზიციის კალეიდოსკოპს ემსგავსება. ის არც ისე დარწმუნებულია საკუთარი აზრების უნიკალობაში და სწორედ ამიტომ, მიდრეკილია თავი გააიგივოს სხვა ადამიანების ორიგინალურ იდეებთან.

ურანი ისედაც  არასტაბილურობის და მოულოდნელობების სიმბოლოა.  როდესაც ის მენტალურად ძალიან აქტიურ, მუტაბელურ ტყუპების ნიშანში ხვდება, ეს ტენდენცია კიდევ უფრო ძლიერდება. ხანდახან ინდივიდი მართლაც ვნებს საკუთარ თავს, როდესაც ცდილობს შეიცნოს ყველაფერი, რაც მოსალოდნელი ნორმის საზღვრებს სცდება და ამ მცდელობაში, ფაქტობრივად კარგავს მატერიის შეგრძნებას და ხელიდან უშვებს რეალურ პერსპექტივებს. ასე იმიტომ ხდება, რომ ის გაუაზრებლად შთანთქავს მთელ რიგ შეხედულებებს, რომელსაც მისი ყურადღება არამხოლოდ გადააქვს სასურველი პროგრესისგან, არამედ ცხოვრებისეულ მიზნებზე ორიენტირებულ რეალობასაც აშორებს.

საქმე ის არის, რომ ეს ინდივიდი ძალიან მარტივად შთაგონებადია.  ამის გაცნობიერებით, მან მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ჰიპნოზთან და ყველა იმ ტექნიკასთან, რომელიც ადამიანის გონებაზე სიღრმისეულ ზემოქმედებას ითვალისწინებს, რაც ზედმეტად სწრაფად მიიყვანს ცნობიერების ისეთ დონემდე, რისი მართვისთვის ის ჯერ მზად არ არის. მისი მენტალური აქტივობა იმდენად მაღალია, რომ სექსუალური სფეროც გონებრივი კვლვების პროცესს უფრო ჰგავს, ვიდრე ფიზიკური და ემოციური დაკმაყოფილების აქტს.

ზოდიაქოს წრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობისმოყვარე ნიშანში განთავსებული რეტროგრადული ურანი  ჭეშმარიტ მკვლევარს ბადებს, რომელსაც მრავალი ცხოვრების მანძილზე უჭირდა გადაწყვეტილების მიღება, რომელიმე კონკრეტული პოზიციის სასარგებლოდ. ახლა ის კვალავ აგრძელებს მიმართულებების, იმპულსებისა და სისწრაფის ცვლას, ის ბევრ ექსპერიმენტს ატარებს, თუმცა კი ისევ უჭირს რომელიმე ჩამოყალიბებულ პოზიციაზე შეჩერება. ის უამრავ ხალხს ეცნობა საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან და  ყოველი ახალი ნაცნობი მისთვის იმის განსახიერებაა, რასაც თავად სიამოვნებით გამოცდიდა. თუ ის საკუთარი ცნობიერების განვითარებაზე მუშაობს, ერთხელაც  ნათლად მიხვდება, როგორ უშლიდა ხელს თვითშეცნობაში ის  გონებრივი გიმნასტიკა, რომელსაც მრავალი ცხოვრების განმავლობაში.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top