რეტროგრადული ურანი ქალწულში

რეტროგრადული ურანი ქალწულში

აქ ინდივიდი რეტროგრადული პროცესის I ფაზას ამჯობინებს, როდესაც მომავლის გულმოდგინედ დაგეგმვის პროცესში, ცდილობს მენტალურად მოაწესრიგოს ყველაფერი საკუთარ თავში. მისი ნათლად აზროვნების უნარი მართლაც ფანტასტიკურია, თუმცა ის მიდრეკილია ნაჩქარევი დასკვნებისკენ. მან იცის „როგორ უნდა“ იყოს ყველაფერი და სწორედ ამიტომ, უნდა ისწავლოს მოთმინება, რომ შექმნას თავისი აღქმის შესაბამისი სამყარო.

მას დიდი ნერვული ენერგიის მარაგი აქვს და ყველაფერს დაუყოვნებლივ აკეთებს. თუმცა ძირითადად,  შემსრულებელია. პრობლემა ის არის, რომ ის იშვიათად ერთგულობს რამეს საკმარისად დიდხანს, რომ ბოლომდე მიიყვანოს საქმეები ან სრულ კმაყოფილებას მიაღწიოს.

ამ მდებარეობის ერთ-ერთი პოზიტიური შტრიხი მკაფიოდ გამოხატული გენიალობაა. არ არის გამორიცხული ნათელმხილველური უნარებიც. მას ყველაფრის მყისიერად შემეცნების უნარი აქვს, რადგან ძალიან სწრაფად აღწევს საგნების არსში, განსაკუთრებით როდესაც საქმე პრაქტიკულ სარგებელს ეხება, თუმცა ძალიან უჭირს საკუთარი თავის გაგება.

კარმულად, მას ამ ცხოვრებაში უამრავი იდეა მოაქვს, თუმცა მათი განხორციელების სწავლა მოუწევს. მან უნდა გადალახოს ერთი საკითხიდან მეორეზე გადაფრენის ტენდენცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოვრების ყველა სიხარულს ისე სწრაფად ჩაუფრენს, ყველაფერს ძალიან ადრეულ ასაკში გამოცდის („ნაადრევი დაბერება“) თუ ის თავის ცნობიერებას სულიერი საკითხებისკენ მიმართავს,  აღმოაჩენს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცნობიერების პატრონია მთელს ზოდიაქოში.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top