რეტროგრადული ურანი III სახლში

რეტროგრადული ურანი III სახლში

ეს მეტად  მოუსვენარი მდებარეობაა რეტროგრადული ურანისთვის. ინდივიდი მაქსიმალურად ცდილობს გამოირჩეოდეს გარემოში, რომელშიც ცხოვრობს.  ეს  ინდივიდი იმ ყველაფრის ნაერთს წარმოადგენს, რაც მის ტრადიციულ გარემოცვას აკლია.

მისი იდეები და პრინციპები მის უწესრიგო ქცევებთან შესაბამისობაში იცვლება. ის იმდენად სწრაფად იცვლის რეტროგრადულ ფაზებს, რთულია დააფიქსიროთ რაიმე რეალური ქცევითი შტრიხი მის ცხოვრების სტილში. თუმცა ის, უდავოდ, ზოდიქოს ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური მოაზროვნეა.  მის გამომგონებლობას სულაც არ აქვს მიზეზი ან განსაზღვრული მიზანი. ის არ არის შებოჭილი საზღვრებით, რაც სხვებს აკავებთ.

რეტროგრადული ურანის ეს მდებარეობა ართულებს კომუნიკაციას. ადამიანს უჭირს კონტაქტის დამყარება გარშემომყოფებთან, რადგან ის დაჟინებულ მოთხოვნას განიცდის, გამოხატოს საკუთარი ინდივიდუალობა ნებისმიერ ფასად.

ის ძალზედ ნიჭიერი მოსწავლეა. ამიტომ, სწავლის პროცესში, ის მიდრეკილია გადაახტეს გარკვეულ მასალას. ამ ჩვევის გამო, მისი შემეცნებაც ასეთივე ქაოტური ხდება  და არა დეტალური და თანმიმდევრული. ლოგიკურია, რომ მოგვიანებით, ინდივიდს ბევრ საკითხთან დაბრუნება უწევს, რასაც ადრე ზედაპირულად ჩაუქროლა.

კარმულად, ეს მდებარეობა გენიალობის ან თუნდაც სიგიჟის შტრიხს სძენს მთელ ჰოროსკოპს. ინდივიდი თავის ცხოვრებას იმის სწავლაში ატარებს, როგორ ისწავლოს და მართალია, მისი ცოდნის წყარო სხვადასხვა ადამიანის ცოდნისა და გამოცდილების, წიგნებიდან ამოკრეფილი ფრაზების ნაერთია  (მთელი ტექსტის წასაკითხად მოთმინება არ ეყო), მისი ცხოვრება, ცოდნის თვალსაზრისით, სავსეა უზარმაზარი სიმდიდრით.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top