რეტროგრადული ურანი IV სახლში

რეტროგრადული ურანი IV სახლში

ამ მდებარეობისას, ინდივიდი ძლიერ ემოციურ მღელვარებას განიცდის. მას სურს განერიდოს ყველაფერს, რაც „დაბადებიდან ეკუთვნის“, იქნება ეს რელიგია, რომლითაც აღიზარდა, მორალური და ეთიკური ფასეულობები, რომელსაც ასწავლიდნენ თუ გენეტიკურად გადმოცემული თვისებები. და რაც უფრო მეტად კონცენტრირდება მისი აზრები ამ საკითხებზე, მით უფრო ძლიერდება თავდაპირველი კონფლიქტის ვიბრაცია. საკუთარი თავისუფლების დასამტკიცებლად, ის ეძებს ინდივიდუალობას, თუმცა მხოლოდ ოჯახური სტრუქტურის ჩარჩოებში და ორგანიზაციულ საზღვრებში. ამრიგად, ის თავისუფლების ილუზიით ცხოვრობს საკუთარ თავში შექმნილი საპყრობილის კედლებში.

ის დიდ დროს ატარებს III ფაზაში, რომლის განმავლობაშიც ამოწმებს ყველაფერს, რაც უკვე გადაიტანა. ემოციურ დონეზე, დროის მისეული კონცეფცია ძალიან განსხვავდება ქრონოლოგიური რეალობისგან. მაშინაც კი, როდესაც I ფაზას განიცდის, თავისი დამცველი ჯავშნიდან მხოლოდ იმიტომ ხტება წინ, რომ უკან მიიხედოს და კმაყოფილი დარწმუნდეს, რომ ჯავშანი უკან მიჰყვება.

კარმულად, ის ხშირად ეჭვდება საკუთარ შესაძლებლობებში, რაც პერიოდულად უკიდურესი თავდაჯერებით იცვლება. ამიტომ, ის თითქმის ყოველთვის უკიდურესობებში მერყეობს და სასოწრაკვეთილი ეძებს ისეთ ადგილს, სადაც თავს ემოციურად კომფორტულად იგრძნობდა. ამრიგად, სანამ  ზუსტად არ დარწმუნდება, სად იმყოფება, ის მჭიდედ ებღაუჭება იმ ბორკილებს, რის მოცილებასაც, როგორც ამბობს, ცდილობს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top