რეტროგრადული ურანი IX სახლში

რეტროგრადული ურანი IX სახლში

აქ ინდივიდი უკიდურესად საინტერესო თავგადასავალს განიცდის ცნობიერებაში. ერთ დონეზე ის I ფაზაშია, რომლის განმავლობაშიც, აღელვებული ითვისებს ახალ ფილოსოფიებსა და სულიერ ცნობიერებას, ყველაფრის შთანთქმის სურვილით, რაზეც გონება მიუწვდება. ის ილტვის ყველაფრის მიმართ, რასაც მისი უმაღლესი არსებობისთვის ფასი აქვს. მეორეს მხრივ, ძალიან სიღრმისეულ დონეზე, მას ამ ცხოვრებაში  მეტად ადრეული ეტაპების ინკარნაციაში განვითარებული სულიერი ცნობიერება შემოაქვს. ამრიგად, მას სავსებით შეუძლია თავისი ბიბლიური დროის წარსულის წმინდა ცოდნა განიცადოს, რაც უდიდეს სურვილს ანიჭებს, ასეთივე გაგება აწმყოშიც გადმოიტანოს.

მისი დიდებული ცხოვრებისეული გაგების წყაროები, როგორც ჩანს, ძალიან განსხვავდება სტანდარტულისგან, რადგან მისი თვითგამოხატვის მეთოდები მეტად უნიკალურია. ის დიდ სიყვარულს განიცდის ღმერთის/შემოქმედის იდეის და არა რომელიმე კონკრეტული რელიგიური ტრადიციის ოფიციალური ფორმატის მიმართ. ამიტომ, ის შეიძლება ებრძოდეს რელიგიურ ტრადიციებს, მაგრამ  შინაგანად ყოველთვის მძაფრად გრძნობს წესებს, რაც დიდ დახმარებას უწევს.

ხანდახან ის კარგავს აზროვნების ძაფს და იხლართება საკუთარ ფიქრებში, რადგან იმდენად ინტერესდება ყველაფრით, რომ უჭირს ყურადღების კონცენტრაცია ერთ სფეროზე.

კარმულად, ის სულიერ, ფილოსოფიურ, რელიგიურ და ემოციურ დამოუკიდებლობას სწავლობს. მან უნდა განავითაროს ცხოვრების თავისებური გაგება, მიუხედავად იმისა, რა არის მის თანამედროვე საზოგადოებაში მიღებული დანარჩენი სამყაროსთვის. მან ასევე ზუსტად უნდა მოხერხოს იმის დაცვა, რაც, როგორც თავად მიაჩნია, მისთვის მუშაობს. ლოგიკურია, რომ ის ხშირად გახდება მეგობრებისა და გარშემომყოფების კრიტიკის ობიექტი. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს საქორწინო კავშირის გაწყვეტასაც იწვევს. თუმცა მისი საბოლოო ჭეშმარიტება, საკუთარი იდენტობის უნიკალური  გრძნობიდან უნდა გამომდინარეობდეს და არა კომპრომისზე წასვლის მოთხოვნიდან, პერსონალური სიმპათიების დამსახურების მიზნით.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top