რეტროგრადული ურანი V სახლში

რეტროგრადული ურანი V სახლში

აქ ინდივიდი ცხოვრების ორიგინალური სტილის შექმნის მომხრეა, რაც იმ სამყაროსთან შერწყმის საშუალებას მისცემს, რომელშიც ცხოვრობს, საკუთარი უნიკალობისა და დამოუკიდებლობის განცდის შენარჩუნებით, რადგან მას ძალიან აშინებს საზოგადოების მიერ დაგებულ მახეში გაბმის პერსპექტივა. მას განსაკუთრებით უყვარს I ფაზა, სადაც შეუძლია თავი აარიდოს ყველაფერს, რაც მის პიროვნებას ტრადიციული ფორმით წარმოადგენს. მან ჯერ საკუთარი არატრადიციულობა და ინდივიდუალიზმი უნდა დაამყაროს. ის მეტად ორიგინალური მოაზროვნეა და  არც სხვების იდეების გაგება უჭირს. მისი მიჯაჭვულობის ფორმები საკმაოდ უნიკალურია. მას ურჩევნია უბრალოდ იცხოვროს საყვარელ ადამიანთან, ვიდრე ოფიციალურად დაქორწინდეს მასზე.

მისი ერთ-ერთი უდიდესი ნიჭი გარშემომყოფთა შთაგონება, მათი ორიგინალური იდეების გამოღვიძებაა. მაგალითად, თუ ვინმეს ორიგინალური იდეა დაებადა ცნობიერების ზღვარზე, მაგრამ იდეის უჩვეულობის გამო, მიავიწყდა, ამ ინდივიდის სიახლოვეს ეს იდეა აუცილებლად თავიდან გაიღვიძებს ახალი კვლევებისთვის.

კარმულად, ეს ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი სულია მთელს ზოდიაქოში, რადგან ის დაკავებულია არამხოლოდ პერსონალური უნიკალობით, არამედ ყველაფრით, რასაც ის ქმნის. რომელიმე ცხოვრებაში ის გრძნობდა, რომ ისეთ ფორმაში იყო გამომწყვდეული, რაც დიდად განსხვავდებოდა  იმისგან, რასაც შინაგანად განიცდიდა. ახლა ის მთელი ძალებით ცდილობს დარწმუნდეს, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნებს საკუთარ თავს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top