რეტროგრადული ურანი VI სახლში

რეტროგრადული ურანი VI სახლში

აქ ინდივიდს საშუალება ეძლევა მნიშვნელოვანი სიახლეები შეიტანოს და გამოხატოს თავის სამუშაო რუტინაში. მას შეუძლია ხელი მოჰკიდოს ყოფით საქმეებს და მათთან მუშაობის  უჩვეული მეთოდები აღმოაჩინოს.  ის ძალიან მგრძნობიარეა, რაც მის ცნობიერებას განსაკუთრებულ გახსნილობას ანიჭებს გარესამყაროს ზემოქმედების მიმართ, რომელიც მუდმივი აქტიურობისკენ უბიძგებს. ამიტომ, როგორც წესი, შინაგანად ის ყოველთვის აფორიაქებულია.

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ხშირად ამბობს ინდივიდი, რომ ის  სიმშვიდისკენ ისწრაფვის. სინამდვილეში, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი ყოველდღიური ცხოვრება ამაღელვებელი იყოს. ამრიგად, თუ მას მართლა სიმშვიდე სწადია, ის საკუთარი თავის მტერი ხდება. მას ძალიან სურს გაიგოს, რატომ აკეთებენ ადამიანები ყველაფერს გარკვეული ფორმით. სწორედ ამიტომ, ის ყოველთვის ცდილობს მიაკვლიოს გარშემომყოფთა მოტივებს.

კარმულად, ის ფიზიკური (მატერიალური) სიბრტყის დიადი ნოვატორია. წარსული ინკარნაციების შედეგად,  მას ბრწყინვალედ ესმის ფიზიკურ სამყაროში მიმდინარე პროცესების ურთიერთკავშირის სქემა. მიუხედავად რეტროგრადული პროცესის ფაზისა, რომელშიც მოცემულ მომენტში იმყოფება, ის მუდმივად ცდილობს გამოიყენოს თავისი ცნობიერება, რომ უფრო ეფექტურად ემსახუროს გარესამყაროს. ერთადერთი, რაც მან უნდა ისწავლოს _ როგორ შეინარჩუნოს ამ პროცესში სიმშვიდე და მობილიზაცია.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top