რეტროგრადული ურანი VIII სახლში

რეტროგრადული ურანი VIII სახლში

აქ ინდივიდი სხვების ფასეულობების შეცვლას განიცდის. პირადი მიჯაჭვულობები მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების მიმართ მეტად რთულია, რადგან იდეალების მუდმივი მუტაცია ართულებს მდგრადი საიმედოობის შეგრძნებას. მიუხედავად იმისა, რომ სხვების შესწავლით, ინდივიდის ცნობიერების ჰორიზონტები მნიშვნელოვნად ფართოვდება, მას ძალიან უჭირს უწყვეტი კონტაქტის შენარჩუნება მათთან, ვინც ამ ინფორმაციას აძლევს.

ხშირად, ცხოვრების პირველ ნახევარში უჩვეულო სექსუალურ გამოცდილებას იღებს, რაც საბოლოო ჯამში, მისი სწავლის ინსტრუმენტი ხდება, უმაღლეს სექსუალურ ცნობიერებამდე მისასვლელად. ამ მდებარეობის ზოგიერთი ადამიანი მწარე სექსუალურ გამოცდილებასაც განიცდის, რასაც თან ახლავს სრული ასექსუალობის პერიოდები.

ეს ინდივიდი ყოველთვის ღრმა გაგებისკენ ისწრაფვის, განსაკუთრებით სიკვდილ-სიცოცხლის სფეროებში. ამიტომ, ის ძალიან საინტერესო ადამიანია სხვებისთვის. თუმცა მან უნდა ისწავლოს საკუთარი იდეების ღიად და ტაქტიანად გამოხატვა.

კარმული მოთხოვნა აქ სხვა ადამიანების დამოუკიდებელი ფასეულობების გაგებაა, რომ ინდივიდმა საკუთარი ფსიქოლოგიური სივრცეების გადალახვა ისწავლოს. წარსულ ცხოვრებებში მან უდავოდ განიცადა უკიდურესად მესაკუთრული პოზიციის პერიოდები. მიმდინარე ცხოვრებაში, ეს მდებარეობა ასწორებს ამ ტენდენციას მთელს ჰოროსკოპში.  VIII სახლის ინტროსპექციული ტენდენცია, რეტროგრადული ურანის გარკვეულ ასექსუალურ ხასიათთან ერთად, ხანდახან განდეგილის ტიპსაც ბადებს, რაც ადამიანს საკუთარი სიღრმისეული მოთხოვნების კვლევის საშუალებას აძლევს.

აქ გამოხატული რეტროგრადული ფაზები, როგორც წესი, დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, ვინც ინდივიდს გარს აკრავს, ასევე სახლის კუსპიდის ნიშანზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინდივიდი რეტროგრადული ურანის საყვარელ I ფაზას და ამ სახლისთვის თვისებრივ II ფაზას განიცდის. ამრიგად, ნიშანი და გარეფაქტორები კომბინირებულად განაწყობენ ინდივიდს მოცემული მომენტისთვის შესაფერის  ფაზაზე.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top