რეტროგრადული მერკური VIII სახლში

რეტროგრადული მერკური VIII სახლში

აქ მერკური ძლიერ აღგზნებულია პლუტონისეული გადატრიალებებით, რაც ინდივიდის ცხოვრების გარკვეული ეტაპების დასასრულს წარმოადგენს. ის ბევრ დროს ატარებს III ფაზაში, როდესაც თავიდან აფასებს იმ გზებს, რომელზეც, ცნობიერების გაცილებით მაღალი დონეზე, თავიდან დაიბადა. ამ მდებარეობის ადამიანი უჩვეულოდ ღრმა მოაზროვნეა,  აზრობრივი პროცესები პირდაპირ მისი არსის ცენტრისკენ არის მიმართული.

ის შეიძლება განიცდიდეს სექსუალურ პრობლემებს, რადგან აზროვნების სიღრმე აიძულებს მუდმივად იკვლიოს ფიზიკური თვითგამოხატვის ფასეულობა.  ის არ მიიღებს ზედაპირულ პასუხს თავის კითხვაზე. ამის ნაცვლად, ის ცდილობს გაიგოს ძირითადი მიზეზი ყველაფრისა, რაც არსებობს. როგორც წესი, ის გაურბის ახლო ურთეირთობებს სხვა ადამიანებთან. მაშინაც კი როდესაც ადამიანს ზედმეტად უახლოვდება, თავისი აზრების უმრავლესობას თავისთვის ინახავს. ის ჩუმად აკვირება ყველაფერს, რაც გარშემო აკრავს.

მას ძიების მემკვიდრეობა მოყვება ამ ცხოვრებაში. ის ყოველთვის ყველაზე ღრმა მნიშვნელობებს ეძებს. ხანდახან ფიქრობს, რომ საზოგადოებისგან გაუცხოებულია და თუ მისი სული არც ისე განვითარებულია, ის მარტივად შეიძლება იქცეს დესტრუქციული ფიქრების პროდუქტად. თუ მას მათლა უჩნდება მსგავსი აზრები, ინდივიდი მიდრეკილია მელანქოლიური ფიქრების გაზვიადებისკენ, განსაკუთრებით III ფაზაში, როდესაც უნივერსალური ცნობიერების აზრებს შთანთქავს.

მან უნდა ისწავლოს წარსულის მისებური ხედვის ტრანსფორმაცია უფრო შესაბამის ფორმებში, რაც კომბინირებული იქნება კონსტრუქციულ ქმედებებთან აწმყოში.

კარმული თვალსაზრისით, ის აღადგენს კაცობრიობის აზროვნებას. მისთვის აუცილებელია, ისწავლოს იმ რჩევების ყურადღებით გათვალისწინება, რასაც თვითონ სხვებს აძლევს. საბოლოო ჯამში, ეს თავად მისთვის განკუთვნილი ინსტრუქციაა.

 

მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“


About Qet

Scroll To Top