რეტროგრადული იუპიტერი სასწორში

რეტროგრადული იუპიტერი სასწორში

აქ ინდივიდი რეტროგრადულ ფაზებს იმის მიხედვით  იცვლის, ვის გარემოცვაში იმყოფება და რა იდეებს აწყდება გარშემომყოფთა მხრიდან. სიმართლისა და სამართლიანობის კონცეფცია მას წარსული ინკარნაციებიდან გადმოჰყვა. ამიტომ, ის ყოველთვის არ გამოხატავს თავის აზრებსა და გრძნობებს, თუ მიაჩნია, რომ ამას სხვისთვის ტკივილის მიყენება შეუძლია.

ამ მდებარეობის ნეგატიური გამოყენებისას, აღინიშნება მტრული დამოკიდებულება, რაც ინდივიდს წინა ცხოვრებიდან მოჰყვება. ბევრ შემთხვევაში, უმაღლესი გონების იდენტობა ჭეშმარიტად ამ ინდივიდს არ ეკუთვნის. ის უფრო ყველა იმ ადამიანის იდეათა ნაზავია, ვისაც  წარსულში იცნობდა. როდესაც ის რეალურად იწყებს მიმდინარე ცხოვრების გაცნობიერებას, ინდივიდი ხვდება, რომ  სხვების პრობლემებს ამუშავებს. ის დიდ ძალისხმევას იჩენს ისეთი ცნობიერების ძიებაში, რაც იმ კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმარება, რომელიც რეალურად მისი საკუთარი არ არის. როდესაც ამას მიხვდება, ის შეძლებს განერიდოს ყველაფერს, რაც ადრე აშფოთდება; ის გაიგებს, რომ მოუსვენრობის უმეტესი ნაწილი, რომელსაც განიცდის, უშუალოდ მისგან არ მომდინარეობს. მისი შინაგანი შფოთვის წყარო  სხვა ადამიანების სურვილები იყო, მას მოეგვარებინა მათი პრობლემები. როდესაც ეს ადამიანი თავის პერსონალურ ეგოს თვალს გაუსწორებს, მაშინ მიხვდება, რომ ის არამხოლოდ იღებდა სხვების სურვილებს, არამედ ფაქტობრივად თავად იზიდავდა მათ.

გარდა ამისა, მას უყვარს საკუთარი თავის სხვის მდგომარეობაში ჩაყენება, რომ ამ ხელსაყრელი პოზიციიდან განივითაროს უფრო დაბალანსებული შეხედულებები.  მაგრამ რაც უფრო ხშირად იქცევა ასე, მით უფრო ნაკლებად ხვდება, რომ გულწრფელად მხარს უჭერს მათ. ის აგრძელებს კარმული გაკვეთილების ათვისებას, როგორ დააბალანსოს თავისი უმაღლესი გონება და არა იყოყმანოს განსხვავებულ შეხედულებებს შორის  და ის  უმაღლეს ბედნიერებას მიაღწევს მაშინ, როდესაც შეძლებს საკუთარი შეხედულებების კონცენტრირებას.

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top