რეტროგრადული იუპიტერი X სახლში

რეტროგრადული იუპიტერი X სახლში

აქ ინდივიდს სურს კეთილშობილი სახება წარუდგინოს სამყაროს  და იმავდროულად, მთლიანად შეინარჩუნოს აზროვნებისა და მოქმედების სრული თავისუფლება. ის მიმართულებას უფრო შეიცვლის, ვიდრე ძალისხმევას გამოიჩენს, რადგან მიზანდასახულობის უზარმაზარი მოთხოვნით გამოირჩევა. ის მკაფიო კონფლიქტს ამჩნევს იმას შორის:

  1. რასაც ხედავს
  2. რასაც, როგორც ჰგონია, სამყარო მისგან ელის
  3.  ვინ იქნებოდა საკუთარი სურვილის მიხედვით.

ეს აიძულებს იყოს უკიდუროსებობის შემოქმედი. ის მერყეობს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას და მათ უგულვებელყოფას შორის.

დადებითი ასპექტებისას, ეს მდებარეობა დიდ სიბრძნეს იძლევა, რაც სასარგებლო იქნება არამხოლოდ ინდივიდის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ცხოვრების გზაზე შეხვდება.

აღსანიშნავის, რომ I ფაზაში პლანეტარული ენერგია იმარჯვებს  სახლის ქცევით პატერნებზე, რადგან ინდივიდს შეუძლია X სახლის სიფრთხილის გადალახვა. სამაგიეროდ, III ფაზის განმავლობაში ამას ვერ ახერხებს და ძალზედ ინტროსპექციული ხდება. ყველაზე რთული გამოცდილება II ფაზაში ელის, სადაც პლანეტის და სახლის ენერგიები ერთმანეთს ებრძვიან. ამ დროის განმავლობაში, ის ძლიერ იმედგაცრუებას განიცდის, რასაც თითქმის პარალიზებულ მდგომარეობამდე მიჰყავს.  როდესაც თავის ქცევებს ბრძნული პოზიციიდან აფასებს, მას ეჭვი შეაქვს, რამდენად ღირებულია ის ყველაფერი, რისი კეთებაც უნდა და იმავდროულად, არ ტოვებს სულისკვეთება იმოქმედოს მოქმედებისთვის. ამრიგად, ის  ან არ მოქმედებს, მაგრამ უნდა მოქმედება ან ისე მოქმედებს, რომ არ უნდა ამის გაკეთება.

მას არ უყვარს უკან დახევა და იმ წერტილთან დაბრუნება, რომელიც უკვე გაიარა, თუმცა დროდადრო მაინც მოუწევს ამის გაკეთება, განსაკუთერებით თავის კარიერასთან მიმართებაში, რომ შეაგროვოს ის, რაც გაურკვეველი დატოვა. ის მოუთმენლად ელის თავის მიღწევებს და საბოლოო შედეგები უფრო აინტერესებს, ვიდრე ის ნაბიჯები, რაც მიზნამდე მიიყვანს. ის ყოველთვის იმ წესების თანახმად არ ცხოვრობს, რომელზეც ხმამაღლა საუბრობს, რადგან ღრმად არის დარწმუნებული, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას, თუმცა სხვებთან ურთიერთობაში არ უყვარს საკუთარი თავის ამ ფილოსოფიით შეზღუდვა.  გარდა ამისა, ის ძალიან უხერხულად გრძნობს თავს, როდესაც ვინმე ცდილობს რომელიმე კონკრეტულ ფილოსოფიას მიაკუთვნოს. ასეთ დროს მან შესაძლოა თავდაცვითი პოზიცია დაიკავოს, თავის იდეებსა და პოზიციებთან დაკავშირებით, რომლის შესაქმნელად დიდხანს და შეუპოვრად იბრძოდა.

ამ ინდივიდს უყვარს მართვა და ეს მართლაც ის არის, რაც უნდა აკეთოს, რათა გადალახოს კარმა, რომლის თანახმად, წინააღმდეგობის მიუხედავად, მან ყოველთვის უნდა დაიცვას ის, რისიც სწამს.  ზოგიერთ შემთხვევაში ის მთელი ცხოვრება ინარჩუნებს ერთსა და იმავე პოზიციასა თუ იდეას, რომელიც წინა ინკარნაციაში რაიმე დიდი მიღწევის მხარდაჭერის შედეგად აქვს განვითარებული.

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top