როგორ დავკარგოთ ბიჭი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ დავკარგოთ ბიჭი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი

მთავარი სამიზნე: მამაკაცური თავმოყვარეობა. მარად ახალგაზრდა გული.

ყოველთვის,როდესაც პრობლემები წარმოექმნება,არ დაიშუროთ კეთილი რჩევა-დარიგებები. წაუკითხეთ მორალი და ნოტაციები. მოექეცით როგორც პატარა ბიჭს და არა ზრდასრულ მამაკაცს. როდესაც სამსახურში წასასვლელად ემზადება,შეახსენეთ,რომ გარეთ ცივა,ქუჩები მოყინულია,მანქანები სიპ გზაზე სრიალებენ და ფრთხილად უნდა გადავიდეს ქუჩებზე. საზოგადოებაში,ყველას გასაგონად,აუკრძალეთ ნაყინის და ცივი სასმელების მირთმევა; შეუსწორეთ ჰალსტუხი და შარფი; ეამბორეთ შუბლზე… ერთი სიტყვით,მზრუნველი დედილოს როლი მოირგეთ. ასეთ მოპყრობას ვერძი დიდხანს ვერ აიტანს და ერთხელაც მოუნდება, თავი დააღწიოს ქალს, რომელმაც მისი მეურვეობა გაბედა.

თავიდან ის შეეცდება ყველა შესაძლო მეთოდით დაგიმტკიცოთ,რომ ნამდვილი მამრია და არა პატარა ბავშვი; რომ თქვენი მზრუნველი საქციელით მას უხერხულ მდგომარეობაში აგდებთ. ამისათვის ვერძი მიმართავს “ლოგინში გადარწმუნების” ტაქტიკას. თქვენც მოწყენილი ხმით უთხარით,რომ ორივეს მგზნებარე ვნებები ჩაგიცხრათ, სათუთად ჩაუკეცეთ გვერდებში საბანი,ზურგი შეაქციეთ და „თქვენთვის” ჩაიბურტყუნეთ,რომ ხვალისთვის უამრავი საქმე გაქვთ.

ერთ მშვენიერ დღესაც სადღესასწაულოდ ამცნეთ,რომ,რადგან თქვენ თანასწორუფლებიანი პარტნიორები ხართ, სარეცხის და სამზარეულოში ტრიალის ვალდებულება მასაც ეკისრება. თუ ამდენი ხანი მარტომ ზიდეთ  ოჯახის მძიმე ჭაპანი,ამიერიდან დროა ისიც გაისარჯოს სახლისთვის. გასამხნევებლად შეგიძლიათ დააყოლოთ,რომ ქალური საქმეები,ქალზე უკეთესად თუ არა,არანაკლებ კარგად გამოუვა.

როდესაც აუზზე ან კინოში დაგპატიჟებთ, უთხარით, რომ მსგავსი გასართობები ახალგაზრდებისთვისაა, თქვენი დრო კი,ეჰ,უკვე წავიდა. ნახავთ, რა სწრაფად იპოვის ვერძი ისეთ ქალს,რომელიც მას საკუთარი მამაკაცური ღირსების რწმენასა და ახალგაზრდობის შეგრძნებას დაუბრუნებს.

თუ გაიგო,რაც გაუკეთეთ,მთელი ცხოვრება  ნაწყენი იქნება თქვენზე და არასდროს გაპატიებთ.

და საერთოდ,აჯობებდა, პირდაპირ გეთქვათ მისთვის,რომ დაშორება გსურდათ. ის გაგიგებდათ! ვერძს არ ახასიათებს საკუთარი სიყვარულით ან თუნდაც არსებობით თავის მობეზრება.

 

 

კურო

მთავარი სამიზნე: სიმშვიდე. ეჭვიანობა.

თუკი აქამდე მშვიდი და გაწონასწორებული იყავით,ახლა გაგიჟდით და გადაირიეთ. როდესაც თქვენით უკმაყოფილო კურო შენიშვნებს მოგცემთ, იყავით დაბნეული,უყურადღებო და ნერვიული. დაადანაშაულეთ თქვენს ასეთ მდგომარეობამდე მიყვანაში; უთხარით,რომ ნერვებს გიშლით.

მოუწყვეთ ეჭვიანობის სცენები,ყოველთვის, როდესაც მდედრობითი სქესის წარმომადგენელს გამოელაპარაკება. იმ შემთხვევაშიც კი თუ ფარმაცევტ გოგონას წამლის რეცეპტს ეკითხება,დემონსტრაციულად გაღიზიანდით და შემდგომ ხშირ-ხშირად წამოაძახეთ ხოლმე „თვალებით ღალატი”. თავიდან  შეიძლება მოგეჩვენოთ,რომ თქვენი უმსგავსო ქცევებით თქვენსავე მიზნებს ეწინააღმდეგებით,რადგან მსგავსი რეაქციები მის მამაკაცურ თავმოყვარეობას აამებს. დარწმუნებული იყავით,რომ ასეც იფიქრებს: თქვენ ის ძალიან გიყვართ,მისი დაკარგვის გეშინიათ და ამიტომაც გაუბერეთ. არ დაიბნეთ! შეუქმენით გაუსაძლისი პირობები,ისეთ ზომამდე მიიყვანეთ,რომ იფიქროს „საჩხუბარ მიზეზს მაინც მივცემო”. კუროც ადამიანია და მის ნაქებ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ერთხელაც ეს „განსხვავებულიც” აივსება და კურო დაასკვნის,რომ გვერდზე ფლირტი ან რომანი ვეღარ გააუარესებს თქვენ ისედაც საშინელ ურთიერთობას.

შეგიძლიათ საპირისპირო ტაქტიკასაც მიმართოთ: ეფლირტავეთ და ეპრანჭეთ სხვა მამაკაცებს. თუ ღიად ფლირტი არ გეხერხებათ,მაშინ ისე მოიქეცით,რომ თქვენი განზრახვები ეჭვს არ იწვევდეს. სთხოვეთ რომელიმე მეგობარს თქვვენი თაყვანისმცემლის როლი შეასრულოს და კუროს თანდასწრებით ქათინაურებით აგავსოთ. ეჭვიანობისგან გაცოფებული კურო გრანდიოზულ სკანდალს მოგიწყობთ,მაგრამ თუ მიზნის მიღწევა გსურთ,არ აჩვენოთ შიში და გააგრძელეთ „რომანი”.

აი,მაშინ ის იძულებული გახდება მიგატოვოთ. თქვენს „ღალატს” მისი ერთგული და მგრძნობიარე გული ვერ გადაიტანს. ეს კომფორტის მონა საერთოდ ვერ იტანს დამამძიმებელ ურთიერთობებს და გაურბის ყველაფერს,რასაც მისთვის ტანჯვა მოაქვს.

ეს ორი ძირითადი ტაქტიკა მუშაობს ეფექტურად,თუმცა ჩვენ დაბეჯითებით გირჩევთ,გამოიყენოთ პირველი.

სავარაუდოდ,კურო არც ისე მარტივად აუღებს ალღოს თქვენს ჩანაფიქრს. გრძნობები რომ არსებულ რეალობას შეუსაბამოს,დინჯ კუროს დრო სჭირდება. მაგრამ თუ განზრახვას მიგიხვდათ,მისთვის ეს იქნება ბლაგვი საგანი პირდაპირ თავში. წამითაც არ დაეჭვდეთ,რომ შურს იძიებს. კუროსთვის კი შურისძიება ტკბილიააა!.. 15 წლის შემდეგაც გამონახავს მეთოდს,როგორ გატკინოთ გული და ასე შეგახსენოთ,რომ ოდესღაც არსებობდა თქვენს ცხოვრებაში.

 

 

ტყუპები

მთავარი სამიზნე: ნერვები.

როდესაც ინფორმაციას მოწყურებული ტყუპები  ხარბად დაეწაფება პრესას,გამოგლიჯეთ გაზეთები ხელიდან,შეათრიეთ სამზარეულოში და სალათების კეთების უსაინტერსოეს პროცესს დაასწარით. აუკრძალეთ მეგობრებთან შეხვედრა,აჩრდილივით სდიეთ კუდში,დაუდარაჯდით საპირფარეშოსთან და ყოველ ორ წუთში სიყვარულით გამთბარი ხმით ჰკითხეთ: „რას აკეთებს?”  წუთითაც არ დატოვოთ მარტო. თავი მოაბეზრეთ საყვედურებით,გააღიზიანეთ და ნერვები მოუშალეთ.

თუ ეს წვრილმანი ზეწოლა საკმარისი არ აღმოჩნდა,აიძულეთ წამოგყვეთ სადილზე თქვენს მშობლებთან,რომელთაც ვერ იტანს. მის პროტესტს კატეგორიული ტონით უპასუხეთ,რომ ოჯახური სადილები ამყარებს ნათესაურ კავშირებს და ასეთ ბედნიერ წუთებს თავი არ უნდა აარიდოს.

შეგიძლიათ გული გადაუშალოთ,რომ თქვენი  დედა ახალგაზრდობაში ნერვული დეპრესიით იტანჯებოდა და ფსიქიატრიულ კლინიკაშიც  მკურნალობდა. შემდეგ,ყოველ ხელსაყრელ მომენტში მიანიშნეთ,რომ გენეტიკურად მიდრეკილი ხართ ასეთი დაავადებებისკენ და თუ მას თქვენი საგიჟეთში გამომწყვდევა სურს,ასევე გააგრძელოს და არაფერი არ დაგიჯეროთ.

იყავით მზრუნველი და ბუზღუნა. დაიწყეთ დღე ნოტაციების კითხვით,საღამოს დასაძინებლად ადრე დაწექით და თქვენი საქციელი ნევროპატოლოგის რეკომენდაციით ახსენით, რომელსაც მიაჩნია, რომ ფიზიკური სიყვარული უარყოფითად აისახება თქვენს ნერვულ სისტემაზე. დარწმუნებული იყავით,ტყუპები მალე ავადმყოფ ნევროსტენიჩკად ჩაგთვლით და გადაწყვეტს,დროზე მიგატოვოთ,სანამ გვიან არ არის.

თუ ტყუპები  განზრახვას მიგიხვდათ,ჯერ გაბრაზდება,შემდეგ დაასკვნის,რომ თქვენ საკმაოდ ცინიკური იუმორის გრძნობა გაქვთ და,რადგანაც ეს ხუმარა ნიშანი ძალიან აფასებს ამ თვისებას, გადაწყვეტს ამავე ჟანრში გაგეხუმროთ. ოოო,აი,აქ კი უკვე ფრთხილად!  ტყუპები საერთოდ ვერ ერკვევა მეთოდებში.

 

 

კირჩხიბი

 მთვარი სამიზნე: დედა. ოჯახი.

ყოველთვის,როდესაც თავის დედუკას გაიხსენებს და მის კულინარულ უნარებს ცამდე ქებით განადიდებს,მკაცრი ტონით შესთავაზეთ მის ფრთისქვეშ დაბრუნება. არც კი გაეჯიბროთ მის წმინდან დედილოს ბატის კომშით ფარშირების ოსტატობაში; პირიქით,ეცადეთ საჭმელად უვარგისი კერძები მოამზადოთ. მისი საყვარელი თეთრი პერანგი კი უხარისხო სინთეტიკის წითელ წინდებთან ერთად გარეცხეთ. თუ მარწუხებიანმა თქვენი რჩევა ყურად იღო და სასადილოდ მშობლიურ სახლში სტუმრობას მოუხშირა,მოუწყვეთ სკანდალები,სულ წუთებში გამოუთვალეთ დედიკოსთან გატარებული დრო. უყვირეთ და ვულგარული ლექსიკით აუხსენით,რომ აჯობებდა დედამისისნაირ ყეყეჩზე დაქორწინებულიყო და ისეთივე გონებაჩლუნგი შვილები ეყოლებოდა,როგორიც მისი ხელმოცარული ძმა და უნიჭო დაა. არ მოგერიდოთ მისი ნათესავების შეურაცხყოფა. იქედნურად ჩაუკაკლეთ,როგორ დაინახეთ მამამისი ვიღაც მსუბუქი ყოფაქცევის წიწკვთან საკმაოდ პიკანტურ სიტუაციაში, დედამისი კი უკანასკნელი სულელია,სულ რომ ტვინს ტ**ავს იმის მტკიცებით,რა სამაგალითო ოჯახი აქვს.

არასოდეს მოიცალოთ მისთვის. დახარჯეთ მთელი დრო კოსმეტოლოგთან, სტომატოლოგთან, სტილისტთან, ვიზაჟისტთან, მასაჟისტთან და ქალაქის წამყვან კუტურიეებთან ვიზიტებში. ნელნელა და მეთოდურად მიიყვანეთ გაცოფების ზღვრამდე.

ბოლო აკორდი!  გადადეთ,გაცნობის იუბილის აღსანიშნავად,რესტორანში წინასწარ დაჯავშნული რომანტიული ვახშამი სანთლების შუქზე. უთხარით,რომ კლასელი მეგობრები შეგხვდნენ და სამსახურის შემდეგ მათთან ერთად მაკდონალდსში მიდიხართ. ნუ დაუმალავთ სიმართლეს,გულწრფელად აღიარეთ,რომ თქვენ უფრო საინტერესო ვარიანტი აირჩიეთ,რომ სხვებთან უკეთესად ერთობით,ბოლოს და ბოლოს,მათთან სალაპარაკო თემა მაინც გაქვთ!

როდესაც კირჩხიბი მიხვდება,რომ თქვენს შორის კავშირი გაწყდა,ის გადაწყვეტს, მიატოვოს ქალი,რომელმაც ასე გააუბედურა.

კმაყოფილი ხართ??? უგულო სადისტო!!!

ძალიან ფრთხილად და დამაჯერებლად უნდა იმოქმედოთ. თუ კირჩხიბმა თქვენი ეშმაკობა იეჭვა,თავს დამცირებულად იგრძნობს. ჯერ ერთი,თქვენს დასანახად ისე დაიტანჯება, აუცილებლად გაგიჩნდებათ დანაშაულის გრძნობა,რისგან განთავისუფლება ძალიან რთულია. მაგრამ დიდი ალბათობით,კირჩხიბმა თუ თქვენი გამწარება გადაწყვიტა,მაშინ  ჯიბრზე არსადაც არ წავა,კუბოს კარამდე ჩაგაფრინდებათ თავისი მარწუხებით და ცხოვრებას ნამდვილ ჯოჯოხეთად გიქცევთ.

 

 

  ლომი

მთავარი სამიზნე: სიამაყე. ავტორიტეტი.

ყოველთვის,როდესაც პუბლიკის წინაშე თავისი ნანადირევით (ანუ თქვენით) თავის მოწონებას განიზრახავს,ისე გამოეწყვეთ,ნაგვის გადასაყრელადაც რომ არ გაისვლებოდეს. მოგიწევთ დილიდან დაღამებამდე ორთოპედიული ჩუსტებით,დაჭმუჭნული ხალათითა და სხვადასხვა ბუნებრივი ნიღბით სახემოთხვრილს დეფილირება. აღკვეთეთ მისი აღშფოთება არგუმენტირებულად: სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს!

აიძულეთ,გიყიდოთ ძვირფასი სამკაულები და არასოდეს ატაროთ,როდესაც სადმე ერთად წახვალთ. იმის ნაცვლად,რომ ღირსეულად წარმოაჩინოთ ხალხში,შეარცხვინეთ. ღიად დაუპირისპირდით მის ბრწყვინვალე აზრებს. აიძულეთ ისეთ ქალზე დაიწყოს ფიქრი,ვინც მას ღირსეულად წარადგენდა საზოგადოებაში.

იმისათვის,რომ ლომი ბოლომდე მოტეხოთ,საჭიროა დაამსხვრიოთ მისი ავტორიტეტი. დაიწყეთ ფლირტი თქვენს შეფთან და ღიად აღფრთოვანდით მისით. მის გასაგონად,გაახმოვანეთ თქვენი რომანტიული ფიქრები,რომ შეფთან სამსახურზე გაცილებით მეტი რამ გაკავშირებთ. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ლომს საშუალება,თქვენს ღალატში დარწმუნდეს. დაეთანხმეთ ხოლმე მის აზრებს და დაამატეთ,რომ თქვენი უფროსიც ასე ფიქრობს და რადგან მან თქვა,წყალი არ გაუვა,ჭეშმარიტება იქნება!  დაუპირისპირდით ასევე შეფის ავტორიტეტით. სხვა მამაკაცის აღიარებით,ლომი ისე შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს,თქვენთან საუბრის სურვილი აღარ ექნება და მალე დანახვასაც აღარ მოისურვებს.

თუ შეამჩნია,რომ ფარული მიზანი გამოძრავებთ და მისით მანიპულირებთ,რომ მის თავიდან მოსაცილებლად ტყუილებამდე და თვალთმაქცობამდე დაეშვით,შესაძლოა შეგიძულოთ. აი,მაშინ მართლა ძალა არ დაზოგოთ,რომ თქვენგან წავიდეს,რადგან როდესაც ლომს ვინმე სძულს,ისეთ მძლავრ უარყოფით ენერგიას ასხივებს,ადრე თუ გვიან,გაგანადგურებთ.

 

ქალწული

მთავარი სამიზნე: აკურატულობა. წესრიგი.

უპირველეს ყოვლისა,იქეცით არეულობის ჩემპიონად. მიყარ-მოყარეთ ყველაფერი; მორთეთ სკამები ტანსაცმლით, იატაკი_წინდებით, ნიჟარა_დაურეცხავი ჭურჭლით. ჩატოვეთ აბაზანაში თეთრეული ასე, 4-5 დღით. მის შენიშვნებზე შთაგონებული სახით მიაშტერდით გამსკდარი კონსერვისგან იმპრესიონისტულ ჟანრში მოხატულ ჭერს და აუხსენით,რომ ეს ფეთხუმობა კი არა,შემოქმედებითი ქაოსი და თქვენი შთაგონების წყაროა. სავარაუდოდ,თქვენი „წესიერი” თავად დაიკაპიწებს ხელებს,მაგრამ  ამან არ დაგაბნიოთ. კატეგორიულად აუკრძალეთ დალაგება და ნერვულად შეუღრინეთ,რომ მუზას გიფრთხობთ!

ვინაიდან ქალწული ძალზედ გაწონასწორებული და თავაზიანი ბუნების  ქმნილებაა,ის არ მოგიწყობთ ბაზრის იაფფასიან სცენებს. თუმცა დარწმუნებული იყავით,რომ ნერვები უკვე საკმაოდ მოჭიმული აქვს. ის გამოძებნის,მისი აზრით,ოპტიმალურ ვარიანტს: ურთიერთობაში შესვენებას აიღებს და დროებით გაგეცლებათ,რათა საშუალება მოგცეთ საკუთარი შეცდომები გაიაზროთ და დაჭკვიანდეთ.

თქვენ ხომ გინდათ „კეთილისმსურველებისგან” შეიტყოს,რომ სხვას ხვდებით?

ამ ეგზომ უსიამოვნო ამბის გაგების შემდეგ ქალწული უკანვე მობრუნდება. თქვენ ის აუცილებლად უნდა მიიღოთ და ყოველდღე ცხვირიდან ძმრად ადინოთ  „მიტოვება”. დაუღალავად უმეორეთ,რა ნაძირალაა,რომ მიგაგდოთ და მარტო დაგტოვათ,ასეთი საწყალი და უმწეო. მან უნდა იგრძნოს თავისი დანაშაული და პატიება ითხოვოს! თქვენც მოუსმინეთ და გააგრძელეთ ბრალდებები. ჩაიხვიეთ,როგორ გაგაუბედურათ. შეგიძლიათ ისიც უთხრათ,რომ ცხოვრების გამრავალფეროვნება გსურთ და ამ მუდო დეგენერატს ვეღარ აიტანთ,რადგან მას მხოლოდ ავეჯიდან მტვრების გადაწმენდა და გაზეთების სორტირება აინტერესებს.

მის შენიშვნებზე დამცინავი გულგრილობით გაიღიმეთ. კრიტიკა ერთ ყურში შეუშვით და მეორედან გაუშვით ან საერთოდ,მხრები აიჩეჩეთ და ზურგი შეაქციეთ. სულ მალე თქვენი წესიერი გადაწყვეტს მიგატოვოთ. ამჯერად უკვე საბოლოოდ!

შესაძლოა თქვენთვის ჭკუის სწავლებაც უნდოდეს,მაგრამ უფრო დიდ იმედგაცრუებას განიცდის,რაც მის ცხოვრებაში სამუდამო მტკივნეულ კვალს დატოვებს. ამიერიდან ქალებთან ორმაგად ფრთხილად მოიქცევა. თქვენ კი მის მეხსიერებას შემორჩებით,როგორც ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ქალი.

 

სასწორი

მთავარი სამიზნე: ჰარმონია. „რას იტყვის ხალხი“.

არ მოასვენოთ საქმეების გარჩევებითა და სკანდალებით.რა თქმა უნდა,ის ეცდება სიტუაცია შეამსუბუქოს,მაგრამ უკან არ დაიხიოთ! სანამ თქვენი შეცბუნებული სასწორი ერთი კონფლიქტის ჩაფარცხვას ცდილობს გულმოდგინედ,მეორეს მიზეზი ეძებეთ.

დასცინეთ მერყეობის გამო და ყოველ ჯერზე ხაზგასმით აღნიშნეთ,როგორი ნამდვილი მამაკაცია და ყოველთვის დარწმუნებით იცის,რა უნდა. არ გეხერხებათ მინიშნებები? მაშინ პირდაპირ ხიეთ,რომ დღითიდღე სულ უფრო ემსგავსება ქალს და ის დროა,სპეციალისტს მიმართოს. იმავდროულად,თავი კვირაში ერთხელ დაიბანეთ,ჩაიცვით ფეთხუმივით და დაწექით ლოგინში ცხიმიანი მკვებავისგან სახეალაპლაპებული.

უარი თქვით ლამაზად გაწყობილ სუფრაზე. თეფშებს მაინცდამაინც დიდი მონდომებით ნუ გარეცხავთ. სადილში სულ ბუზის ჩაგდებას თუ ვერ ბედავთ,მაშინ მის თვალწინ სუპიდან გრძელი თმა ამოიღეთ. სასწორი არც ამაზე მოგიწყობთ სკანდალს. უფრო შეშფოთდება და ტაქტიანად მიგანიშნებთ ჰიგიენური წესების დაცვის აუცილებლობაზე,რაზეც დაბეჯითებით უნდა უპასუხოთ,რომ ასეთ წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევთ. უწოდეთ პრეტენზიული და შარიანი ჯიჯღინა. მას დანაშაულის გრძნობა გაუჩნდება,რომელიც ყოველ ჯერზე გაღვივდება,როდესაც თქვენთვის კვლავ შენიშვნის მოცემა მოუნდება.

მის კულტურულ ნაცნობებთან სტუმრობისას,დემონსტრაციულად უფათურეთ ხელები საჯდომზე. სუფრასთან მიიქციეთ საყოველთაო ყურადღება პირის წკლაპუნით. მოიკრიბეთ გამბედაობა და მოიწმინდეთ წვინტლები ხელით ნაქარგი,ახლად გაკრახმალებული ხელსახოცით. მას თქვენი ისე შერცხვება,გადაწყვეტს… ააარა,დაშორებას მაინც არა. გადაწყვეტს,თქვენთან ერთად სტუმრად აღარ იაროს და აი,თქვენ შესანიშნავი მიზეზი მორიგი სკანდალის მოსაწყობად,ვულგარული ბრალდებებით და ნახევრადგარეცხილი თეფშების ლეწვით. დაადანაშაულეთ ყველა შესაძლო ცოდვაში. უთხარით,რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს,რადგან თქვენთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენის რცხვენია.

მისი თანდაყოლილი ჰარმონიულობისა და წონასწორობის მოთხოვნა დიდხანს ვერ აიტანს ასეთ ზეწოლას და აღშფოთებულ გადაწყვეტს გაეცალოს ესოდენ დისჰარმონიულ და დესტრუქციულ არსებას.

თავიდან სასწორი თქვენი ცინიკური ქცევების მიზეზების ძიებას საკუთარ თავში დაიწყებს. ბევრ უძილო ღამეს გაატარებს იმაზე ფიქრში,რა ეშლება. საკმაოდ დიდი ხანი გავა,სანამ მიხვდება,რომ თვითონ არაფერ შუაშია და მაშინ თქვენ ყველაზე სასტიკ ადამიანად ჩაგთვლით დედამიწის ზურგზე.

 

მორიელი

მთავარი სამიზნე: ეჭვიანობა.

იმოქმედეთ განსაკუთრებული სიფრთხილით,მაქსიმალურად გამოიყენეთ ქალური ინტუიცია ,რადგან როდესაც მორიელს შურისძიება წყურია,ყველაფერზე  წამსვლელია და განსაკუთრებით საშიში ხდება.

ყოველთვის, როდესაც თქვენს ლოგინს მოუახლოვდება,დაიწყეთ წუწუნი თავის ტკივილებზე,გულის რევაზე და ა.შ. თავიდან მას შეაშფოთებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასწრაფო წესით ექიმთან მიგავლენთ გამოკვლევებზე. როდესაც ანალიზები აჩვენებს,რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი ხართ და ყველაფერი წესრიგში გაქვთ,ძალიან გაჯავრდება და შურისძიების წყურვილით აღივსება.

თქვენგან მასხრად აგდების საპასუხოდ,ისეთ საყვარელს იპოვის,რომელსაც არ აწუხებს თავის ტკივილები და გულისრევები. თქვენ კი იმის ნაცვლად,რომ აღშფოთდეთ,დემონსტრაციულად გამხიარულდით მისი ბედნიერებით. დაბნეული მორიელი გადაწყვეტს,რომ კრამიტი დაგიცურდათ და როდესაც ამ საინტერესო ვარაუდს თქვენც გაგიზიარებთ,სასწრაფოდ აკრიფეთ ნივთები და მოუსვით უკანმოუხედავად,ყოველგვარი საკონტაქტო ინფორმაციისა და მისამართის დატოვების გარეშე. ეს ყველაზე ხელსაყრელი მომენტია გასაქცევად და თავის საშველად,რადგან მას არავითარი სურვილი არ გაუჩნდება,უკან სდიოს და ძალები დახარჯოს ჭკუიდან გადასულ იდიოტკაზე.

ასევე შეგიძლიათ გამოუტყდეთ,როგორ დაგღალათ მისმა რთულმა ხასიათმა. დასცინეთ,როდესაც პრობლემები შეექმნება; უთხარით,რომ ნამდვილ მამაკაცს ასეთი რამ არ ემართება. ბოლოს და ბოლოს, შეიქმენით ისეთი იმიჯი,თითქოს N რაოდენობის შემთხვევითი საყვარლები გყავთ. ეს კი მისთვის ნამდვილად ბოლო წვეთი იქნება.

 

 მშვილდოსანი

მთავარი სამიზნე: თავისუფლება.

დაიწყეთ დილა ზუზუნით. იწუწუნეთ ყველაფერზე. მიეცით მილიონი დავალება. წამოუყენეთ ულტიმატუმები. მაგალითად,დაუმალეთ ფეხსაცმელები და იმ პირობით დაუბრუნეთ,თუ თაროს ჩამოკიდებს ან ჭურჭელს დარეცხავს. თუ შეატყობთ,რომ რომელიმე ტელეგადაცემის ყურება უნდა,მიუჯექით გვერდით,გადაურთეთ Discovery ზე და უთხარით,რომ მთელი კვირაა ერთ უსაინტერესოეს გადაცემას ელით,ფოლაქების დამზადებაზე. ან სულაც  საპნის ოპერებს აყურებინეთ; უთხარით,როგორ ოცნებობთ,რომ ის სერიალის გმირ ხუანს ჰგავდეს. აკომენტარეთ მიმდინარე სიუჟეტი. მიანიშნეთ,რომ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა,ის ნამდვილი მამაკაცივით და რომანტიული საყვარელივით მოქცეულიყო. ძალიან მალე  მშვილდოსანი დაასკვნის,რომ  მაგრა გაჟრიალებთ და გადაწყვეტს,დროებით გაგეცალოთ,სანამ აზრზე მოხვალთ. თუ ის ზემომთმენი კაცია,მაშინ მეორე ტელევიზორს შეიძენს,რომ თქვენს ტვინის ბურღვას აღარ უსმინოს. ეს უკვე კარგის ნიშანია.

იმისთვის,რომ საბოლოოდ გამოიყვანოთ წყობიდან შეგიძლიათ ახლობლების წრეში რამდენიმე პიკანტური დეტალი გაუხმაუროთ თქვენი ინტიმური ცხოვრებიდან. როგორც კი ჭორები მის ყურამდე მიაღწევს,მშვილდოსანი გაცოფდება და საერთოდ გაწყვეტს თქვენთან კავშირს.

სინანულით მოიგონეთ თქვენი პირველი დიდი სიყვარული. დაადანაშაულეთ დედათქვენი,რომ მომავალი გაგიუბედურეთ თავისი აკრძალვებით,თორემ ვინ იცის,რა ბედნიერი იქნებოდით ახლა „იმასთან”,ზოგ-ზოგიერთები უშნოდ რომ არ ჩარეულიყვნენ. დარდით ჩააცქერდით თვალებში მშვილდოსანს და ხმამაღლა გაიხსენეთ,როგორ ბრწყინავდნენ „მისი” თვალები პირველი კოცნის დროს. ცოფდება? ძალიანაც კარგი,თქვენც ეგ არ გინდათ?!

ბოლოს და ბოლოს,მშვილდოსანი ხმამაღალ ნოტებში გირჩევთ, წაეთრიოთ იმ თქვენს ყოფილთან,თუ ასე ძალიან გენატრებათ. შემდეგ თავის ჩემოდანსაც ჩაალაგებს და სამუდამოდ გაქრება.

იმოქმედეთ ტაქტიანად. მშვილდოსანმა თუ რამე იეჭვა, ძალიან სასტიკად გაგამწარებთ და შემდეგ  თქვენი სახელის ლაფში ამოთხვრაზეც იზრუნებს.

 

 

 თხის რქა

მთავარი სამიზნე: ზზზერიოზულობა!

თხის რქას უყვარს დროდადრო „თავისიანებთან”  მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და ასეთ დროს თავისი რჩეულისგან ჭკვიანურ რეპლიკებს და რჩევებს ელოდება. ზუსტად ეს მოლოდინი გაძლევთ მრავალფეროვან არჩევანს ნერვების მოსაშლელად. აი,წარმოიდგინეთ,ის განწყობილია სერიოზული საუბრისთვის,საკუთარ გულისნადებსა და გეგმებს გიზიარებთ და თქვენგან რჩევებს ელოდება. თქვენ კი ამ დროს ისვრით ფრაზებს ელაჩკა შუკინას ლექსიკონიდან, ნუ,წიპა: „კალასალ’ნაჰ!” დაძაბეთ გონება და შეეცადეთ რაიმე ჭკვიანური არ წამოროშოთ. ისაუბრეთ ახალი სტილის ქვედაბოლოებზე, მოდურ მაკიაჟსა და ექსტრავაგანტულ ვარცხნილობებზე.

გახდით განსაკუთრებულად ეროტიული და ცელქი. ყოველ „სალაპარაკო მაქვს”-ზე,ლოგინში შეათრიეთ. თხის რქა ჭკუით მოგებას შეეცდება და შესაძლოა სერიოზულ საუბარზე რომელიმე კაფეში ან ბარში დაგპატიჟოთ,მაგრამ თქვენც ხომ არ ხართ სულელი? შესთავაზეთ ფეშენებელური დაწესებულების(თხის რქა იაფფასიან ადგილებში არ დაბრძანდება) საპირფარეშოს სექსით „კურთხევა”.  თავიდან  კი მოეწონება,მაგრამ მალე თავის არიდებას დაიწყებს. მსგავსი ექსპერიმენტები დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს და დამღლელია.

არის კიდევ ერთი პატარა,მაგრამ მუშა მეთოდი: გამოიკეტეთ ოთახში მარტო. მის გაოცებულ კითხვაზე: „რა დაგემართათ?”,უთხარით,რომ თურმე თქვენც მასზე არანაკლებ გყვარებიათ იზოლირება და პარტნიორისგან დასვენება.

* აღიარეთ,ხომ მართალი იყო,როდესაც ამბობდა,რომ სხვებთან ყბედობა დროის ფუჭი ხარჯვაა და მარტოობაში ფიქრი და ანალიზი ყველაზე ნაყოფიერია?

რამდენიმე დღის/კვირის/თვის შემდეგ,როდესაც თქვენს თავშესაფარს დატოვებთ,აღმოჩნდება,რომ გვერდზე ოთახში იზოლირებული თხის რქაც ზუსტად იმაზე ფიქრობდა,რომ თქვენთან ყოფნა აუტანელი გახდა და უნდა მიგატოვოთ.

გაითვალისწინეთ,რომ ასეთი საშინელი ტკივილის განკურნება საკმაოდ რთულია და ეცადეთ, რაც შეიძლება ჰუმანური იყოთ მის მიმართ. თხის რქა არ გისაყვედურებთ, ის არ დაიწყებს საქმეების გარჩევას და არც ცხოვრებას მოგიწამლავთ. უბრალოდ საერთოდ ამოგშლით მეხსიერებიდან. თქვენ მისთვის უბრალოდ აღარ იარსებებთ.

 

მერწყული

მთავარი სამიზნე: თავისუფლება. მეგობრები.

მაქსიმალურად შეუზღუდეთ ინდივიდუალური თავისუფლება.დაიქირავეთ დეტექტივი,რომელიც სიტყვასიტყვით ჩაგიკაკალავთ მის ყოველ ნაბიჯს და ერთ თითქოს მშვენიერ და უღრუბლო დღეს გულუბრყვილოდ ჰკითხეთ,რას აკეთებდა ელექტროტექნიკის მაღაზიაში,როდესაც თქვენ ფულს საერთო დასვენებისთვის აგროვებთ. ნუ მოგერიდებათ ხმამაღლა გამოთქვათ ეჭვი,რომელი მისი მეგობარი ახდენს მასზე ასეთ მავნე გავლენას,რომ თქვენს კეთილ რჩევებს საერთოდ აღარ ითვალისწინებს?

როდესაც მერწყულს რისხვის პირველი ტალღა გადაუვლის,ის ჩაფიქრდება საიდან გაქვთ ასეთი დაწვრილებითი ინფორმაცია,თუ თავად არაფერი უთქვამს. მსგავსი სიტუაციის რამდენიმეჯერ განმეორების შემთხვევაში, ის მიხვდება, რომ ხაფანგში გაება და დაუყოვნებლივ მოინდომებს თავის გათავისუფლებას.

მერწყულთან კონფლიქტის პროვოცირების საუკეთესო საშუალება მისი იდეალებისა და ღირებულებების დაცინვაა. უწოდეთ მას საღ აზროვნებას მოკლებული უტოპისტი და  თვალებდაფსებული მიამიტი. გამოხატეთ მკაფიო უპატივცემულობა მისი აზრების მიმართ. მუდმივად თავს მოახვიეთ თქვენი შეხედულებები. მიეცით მითითებები,რა და როგორ უნდა აკეთოს. გააღიზიანეთ ბობოქარი ვნებებით. არცერთი მერწყული არ აიტანს ამჩატებულ და უშნოდ ატეხილ ქალს!

არ დამალოთ უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება იმ საზოგადოებისადმი,რომელშიც ის ტრიალებს. ღიად აკრიტიკეთ მისი მეგობრები. უთხარით,რომ მხოლოდ დებილი თუ გამონახავდა  საერთო ენას ამ მუხრუჭებთან.

გაუჩხრიკეთ ჯიბეები და ყოველთვის,როდესაც რაიმე საეჭვოს წააწყდებით,მოითხოვეთ ახსნა-განმარტებები. საღამო ჟამს ააფარეთ ცხვირზე „სიყვარულის სახელმძღვანელო”, „ქალის დაკმაყოფილების“ პარაგრაფში ჩადებული სანიშნით. სხვათა შორის აღნიშნეთ,რომ მსგავსი საკითხავები,არამხოლოდ წარმოსახვას ავითარებს,განათლებასაც იძლევა. თუ ეწყინა და პროტესტი გამოთქვა,უწოდეთ ჩამორჩენილი ბურჟუაზი და ფარისეველი კონსერვატორი. აი,ამას მერწყული ნამდვილად არ გაპატიებთ!

თუ მერწყულმა თქვენი გეგმა გაშიფრა,თქვენი თვალთმაქცობით ისე შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს,შეეცდება რადაც არ უნდა დაუჯდეს,ასეთივე სისასტიკით გიპასუხოთ. შურისძიების სურვილით გაცოფებული,მეთოდების არჩევას არ დაიწყებს. ასე რომ,ელოდეთ წელსქვემოთ და წაქცეულზე დარტყმებს. ყველაფერს დაფქვავს, რაც კი თქვენზე იცის. მისი ღირსებისა და მორალური პრინციპების იმედი ნუ გექნებათ!

 

თევზები 

მთავარი სამიზნე: რომანტიული და მგძნობიარე ნატურა

თქვენ უნდა გაითვალისწინოთ,რომ თქვენი პარტნიორი იმ მამაკაცთა კატეგორიას მიეკუთვნება,რომელიც ცხოვრებაში არა ლოგიკით,არამედ ინტუიციით ხელმძღვანელობს. ამიტომ საუკეთესო საშულება მის გასამწარებლად მისი წინათგრძნობისა და გუმანის დაცინვაა. როგორც კი თავის შეგრძნებებზე დაფუძნებულ რაიმე ვარაუდს გამოთქვამს,მოითხოვეთ მისგან მტკიცებულებები,განმარტებები და ინფორმაციის წყარო. ცხადია ის მცირედ შეშფოთდება და ეცდება არგუმენტები მოიყვანოს,მაგრამ არ დანებდეთ,მოითხოვეთ კონკრეტული ნივთმტკიცებები! შეახსენეთ ქალური ინტუიციის უპირატესობა,მამაკაცურთან შედარებით,ამით ძალიან მწარედ ატკენთ ლაყუჩებს.

ასევე ეფექტურად მუშაობს პრიმიტიულ-ვულგარული ქცევა_აგრესიისა და უხეშობის გამოვლენა თუნდაც ვერბალური ფორმით. აიძულეთ რაც შეიძლება ხშირად გამოიკეტოს თავის შინაგან სამყაროში. ოცნებეში ჩაძირული თევზები ნაზ და დელიკატურ ქალზე დაიწყებს ოხვრას და მალე მიხვდება,რომ თქვენნაირი ვულგარული არსების გვერდით არაფერი ესაქმება. თქვენ ხომ მუდმივად ფეხქვეშ უთელავთ ფაქიზ და სათუთ გრძნობებს.

აკრიტიკეთ შეუჩერებლად. დასცინეთ,რომ პატივმოყვარეობის ნასახიც არ აქვს. განსაკუთრებული სარკაზმით მოესიყვარულეთ მის „სამომავლო გეგმებს”. ბევრჯერ გაუმეორეთ,რომ ასეთი ქალოია ხასიათით ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს. გადაუძახეთ ნაგვის ყუთში ბავშობიდან შეგროვებულ სამახსოვრო ნივთების კოლექციას. მის უნიათო პროტესტს უპასუხეთ ცივი ტონით: საქმეს რომ აკეთებდეს,სათამაშოებისთვის დრო აღარ დარჩებოდა! მოუყევით ყველას როგორი დაბნეული და უმწეოა.

დაჭრილი თავმოყვარეობა მალე აიძულებს თევზებს,უკანმოუხედავად გაიქცეს თქვენგან იქ,სადაც მას აფასებენ.

იყავით დიპლომატიური,რომ ვერაფერს მიხვდეს. თუმცა როდესაც მის ტვინამდე დავა,რომ თქვენს ხელში სათამაშოდ იქცა,მაინც ილუზიებით კვებას გააგრძელებს და იმედოვნებს,რომ ოდესმე გადაიფიქრებთ ან სულაც,საერთოდ არ გსურთ მისგან თავის დაღწევა. მართლაც საბრალო სანახავია დაჭრილი თევზი,რომელიც ვერაფრით ხვდება,რით დაიმსახურა თქვენგან ასეთი მოპყრობა და თქვენს ცინიკურ ქცევებს წარსული ცოდვების გამო თავსდამტყდარ სასჯელად თვლის.


About Qet

Scroll To Top