საბავშვო ჰოროსკოპი – თევზები ბავშვი

საბავშვო ჰოროსკოპი – თევზები ბავშვი

ასტროლოგიაში ზოდიაქოს ნიშანს პლანეტა მზის მდებარეობა განსაზღვრავს. თუ თქვენი შვილი თევზებია, ეს ნიშნავს რომ მისი დაბადების მომენტში მზე თევზების თანავარსკვლავედს გადიოდა. ამ სტატიაში მოცემულია ბავშვების დახასიათება მზის ნიშნის (ანუ ზოდიაქოს ნიშნის) მიხედვით.

წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

ორი თევზი ცხოვრობს ჩემი გრძნობების ღრმა ოკეანეში:

თბილი ოცნებები _ ერთია, ხოლო თანაგრძნობა _ მეორე.

მე არავის დავტოვებ გაჭირვებაში, ყველაზე ვიზრუნებ.

ხედავთ ორ პატარა თევზუნას, რომლებიც ცურავენ სხვადასხვა მიმართულებით? ერთი მათგანი ბედნიერია, ხოლო მეორე ცრემლებს ღვრის. თქვენ პატარა თევზს ძალიან მგრძნობიარე და ემოციონალური სული აქვს, რომელიც ხშირადაა დაურწმუნებლობით აღსავსე: რომელი მიმართულებით მოუხვიოს? ერთ-ერთი მიზეზი ამისა მისი შინაგანი უნარია შთანთქას სიგნალები _ განწყობის, ემოციების _ ყველასგან ვინც მის გარშემოა, თითქოსდა, ის პატარა ზღვის ღრუბელი იყოს. ზოგიერთი ამ სიგნალთაგან წინააღმდეგობრივია. ცხოვრება სავსეა კონფლიქტებით, ხოლო თევზები არც ისე კარგად უმკლავდებიან კონფლიქტებს. თუ სხვა ადამიანები მოწყენილნი, გაბრაზებულები ანდა უბედურნი არიან, მაშინ თქვენი ბავშვისთვის რთული იქნება მათი გრძნობების გაუზიარებლობა. მისი საკუთარი გრძნობები ასვე ადვილად შედის ჩიხში, თუ ეს ხდება, მაშინ _ როგორც არ უნდა ეცადოს მათ შეკავებას _ ადვილად მოსდის ცრემლები.

თუ თქვენ თავად ხართ უფრო უემოციო ტიპაჟის ადამიანი, მაშინ ადვილი არ იქნება პატარა თევზის მგრძნობიარობის გაგება, მაგრამ გაიგეთ, რომ ეს არაა ცუდი თვისება. ეს ემპატიაა, სხვების მოთხოვნილებების უიშვიათესი გაგებაა. თქვენ მოგიწევთ პატარას თანდათანობით ასწავლოთ განკერძოების ზოგიერთი ილეთი _ როგორ განაცალკევოს საკუთარი გრძნობები სხვების გრძნობებისგან და გაიგოს, რომ ის მათზე პასუხისმგებელი არაა. თქვენი ბავშვი გამოავლენს ამაღლებულ მზაობას, დაეხმაროს სხვებს. სინამდვილეში მას, შეიძლება, აუცილებლად სჭირდება საკუთარი თავის საჭიროების დანახვა, საკუთარი ფასეულობის შეგრძნების გამო.

“კი, დედიკოს დამხმარევ!” _ შეიძლება გაიფიქროთ თქვენ. და არც ისე უსაფუძვლოდ, თუ ის შეიგრძნობს, რომ თქვენ ეს ნამდვილად გჭირდებათ, მაგრამ, უფრო მეტად, ის გთხოვთ თანაქმედითობას, მაგალითად, ბარტყებისთვის დახმარების გაწევაში, რომლებიც ბუდიდან გადმოცვივდნენ, პატარა დაჭრილი ცხოველების ანდა უიღბლო თანაკლასელის დახმარებისთვის, რომელსაც განსაკუთრებულ მეგობრად გაიხდის. ის იქნება თანამგრძნობი, გულისხმიერი და დახმარების გასაწევად გამუდმებულ მზაობაში. მას, ალბათობაა, განსაკუთრებით იზიდავდეს სულიერი გზა, შეიძლება გახდეს ძალიან რელიგიური. თუ თქვენ მხარს დაუჭერთ ამ უპირობოდ დადებით მხარეებს, მაშინ მომავალში აირჩევს პროფესიას, რომელიც დაკავშირებული იქნება ჯანმრთელობასთან, კურნებასთან ანდა დახმარების რაიმე სხვა ფორმის გაწევასთან, მაგრამ, მაშინაც კი, თუ ის გახდება სამხედრო ოფიცერი, მას პატივს მიაგებენ და ეცოდინებათ დაქვემდებარებულებთან მისი მზრუნველობითი ურთიერთობის შესახებ.

ამ ემპატიის მეორე მხარე შეიძლება გამოვლინდეს მსხვერპლთშეწირვისკენ მისწრაფებაში; თევზებმა შეიძლება დროდადრო თავები მოწამეებად შეიგრძნონ, თითქოსდა, ატარებენ იმ უსამართლო ტვირთს, რომელსაც სხვები არ იღებენ. ანდა, თუ ის მიდრეკილია უარყოფითისკენ, მაშინ, შეიძლება განვითარდეს ისეთი გრძნობები, რომელიც დაამახინჯებს მის ინდივიდუალობას პესიმიზმის და უარყოფითი ემოციების მიმართულებით. თქვენ პატარას აუცილებლად სჭირდება იმის სწავლა, რომ თავი აარიდოს უსიამოვნო სიტუაციებს და პრობლემებისთვის თავის ასარიდებლად იპოვოს კონსტრუქციული მეთოდები.

ფანტაზიის სამყაროს სიმდიდე შეიძლება იყოს დესტრუქციულიც, თუ ეს ძალიან შორს მიდის, მაგრამ თუ მას მიმართავთ, მაგალითად, ხელოვნებისკენ ანდა მუსიკისკენ, მაშინ ამან შეიძლება მიიყვანოს ნამდვილ შემოქმედებით გაცემასა და დიდ დადებით მიღწევებამდე. გრძნობების სიღრმეში და თანაგრძნობაში იმალება ამ ბავშვის უდიდესი გაუხნელი ძალა.

დაე, თქვენი პატარა დაესწროს მუსიკის, ცეკვის, ფერწერის ანდა ხელით რეწვის გაკვეთილებს. იპოვეთ მისთვის ბრწყინვალედ ილუსტრირებული ზღაპრებისა და ფანტაზიის წიგნები.

წაახალისეთ თეატრალური თამაშობები და მიეცით დრო ოცნებისთვის. ხანდახან მას ნამდვილად სჭირდება მარტო ყოფნა. თუ ის უხერხულობს, ძალიან გულმოდგინებით არ უბიძგოთ. მას თავიდან ადამიანების გაცნობა და ნდობის გამომუშავება სჭირდება. იყავით მგრძნობიარე ამ ბავშვის მიმართ და იპოვეთ დრო, რათა უჩვენოთ სამყაროს სასწაულები და სილამაზე. პატარასთან ერთად “ჩაისუნთქეთ ვარდების სურნელება” და ეს დაგეხმარებათ ორივეს (თქვენი და ბავშვის) საუკეთესო მხარეების გამოვლინებაში.

 სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top