საბავშვო ჰოროსკოპი – თხის რქა ბავშვი

საბავშვო ჰოროსკოპი – თხის რქა ბავშვი

ასტროლოგიაში ზოდიაქოს ნიშანს პლანეტა მზის მდებარეობა განსაზღვრავს. თუ თქვენი შვილი თხის რქაა, ეს ნიშნავს რომ მისი დაბადების მომენტში მზე თხის რქის თანავარსკვლავედს გადიოდა. ამ სტატიაში მოცემულია ბავშვების დახასიათება მზის ნიშნის (ანუ ზოდიაქოს ნიშნის) მიხედვით.

წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

ზღვის სიღრმეებიდან თეთრწვერა მთის მწვერვალებისკენ

ვისწრაფვი მე, დასვენება არ ვიცი.

მე _ ლიდერი ვარ! ჩემი გონება მომწიფებულია

ყველას თან იყოლებს,

ხან სიბრძნით, ხან კიდევ ხუმრობით კაშკაშებს.

ზღვის თხა ასოცირდება უცნაური, საოცარი ფანტაზიის სახესთან და ფანტაზია, შესაძლოა, თქვენი პატარა თხის რქის ხასიათის ნაწილი იყოს, თუმცა–ღა, ინდივიდუალობის ეს მხარე ხშირად სრულიად დაფარულია დომინანტი სერიოზულობით. მისი საკმაოდ თავისებური იუმორის გრძნობა, ალბათობაა, უმსუბუქებს ძლიერ და უჩვეულო დისციპლინირებულ სიმწიფეს. უცნაური ხუმრობები უფრო ხშირად საკუთარ თავზეა მიმართული, ვიდრე სხვებზე. ეს ბავშვი _ ჭეშმარიტად პატარა დიდია და ადრეული ასაკიდან თავადაც კარგად ეპყრობა ზრდასრულ ადამიანებს. მუდამ საკუთარ ასაკზე უფრო დიდი მოგეჩვენებათ… სანამ ნამდვილად არ გახდება დიდი. მოხუცი თხის რქები ხშირად ინარჩუნებენ ახალგაზრდობას და იუმორის გრძნობას იმ ასაკშიც კი, რომელშიც სხვები დიდი ხანია ამას მოკლებულნი არიან. შესაძლებელია, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ, როგორც კი თხის რქა მიაღწევს იმას, რაც გასაკეთებლად  მოაზრებული ჰქონდა, გრძნობს, რომ უკვე დაიმსახურა გამოფხიზლების და დასვენების უფლება!

ნებისმიერ შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ მოგიწიოთ პატარა თხის რქისთვის პასუხისმგებლობის სწავლება, რადგანაც მოვალეობა, საიმედოობა, დისციპლინა და ღირსების ძლიერი გრძნობა, ალბათობაა, ბუნებრივი გზით ჰქონდეს მიღებული, თითქოს ეს დაბადებიდან დაჰყვა. დროდადრო, შეიძლება ძალიან ბევრი იფიქროთ იმაზე, თუ როგორ აიძულოთ პატარას მოშვება და მხიარულება. ამ ბავშვს მუდამ ექნება მთა, რათა აფოფხდეს მასზე, _ პატივმოყვარეობა და სითამამე, გადაწყვეტილება შეასრულოს რაიმე და მიიღოს აღიარება _ ადრეული ასაკიდანვე ძალიან თვალში საცემი იქნება. თხის რქა მიზანს აღწევს, სხვა რამ შეუძლებელია! ის იქნება დაჟინებული და წარმატებული იქ, სადაც მისი თანატოლები ვერ მიაღწევენ წარმატებებს: უბრალოდ უარს იტყვის დათმობაზე.

თხის რქისთვის სხვა საგასაღებო სიტყვა, შეიძლება, იყოს “პრაქტიკულობა”. ქარაფშუტული ქმედებები მას არ იზიდავს. თუ თქვენი პატარა რაიმეს გაკეთებას აპირებს, ეს ნიშნავს, რომ მან გაიგო მიზეზი და დაინახა საქმის პრაქტიკული მიზანი. შესაბამისად, ექნება იმის შესაძლებლობაც, რომ დაძაბულად იმუშაოს და წარმატებული იყოს სკოლაში, მაგრამ საუკეთესო შედეგებს მიაღწევს, როცა შეძლებს შეძენილი ცოდნიდან პრაქტიკული სარგებლის დანახვას. ყურადღების გადამტანი საგნები უაზრობად მოეჩვენება, მაგრამ, ასეთ საგანშიც კი წარმატების მიღწევა, შესაძლოა პატივმოყვარეობის სტიმულმა და სტატუსმა გამოიწვიოს.

პატარასთვის საიმედოობა და დაჯერებულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უპირველესად ემოციონალური დაჯერებულობა და მოწონებაა, ასე რომ, საკუთარ თავს თვალყური ადევნეთ, რათა არ ჩათვალოთ მისი ჩვეულებრივი კარგი ქცევა ვალდებულებად და არ დაივიწყოთ მისი დასაჩუქრება მადლობებითა და წახალისებებით. ეს გადადის მომავალში და მატერიალურ საიმედოობაში. მომჭირნეობა მისთვის ბუნებით მინიჭებული გრძნობაა. პატარა თხის რქა დაიწყებს ფულის გადანახვას “შავი დღისთვის” და დააგროვებს საკმაო სიმდიდრეს იმისთვის, რომ რაიმე ჭეშმარიტად ღირებული შეიძინოს.

ამაში უარყოფითი მხარეცაა: ასეთი სერიოზულობა წარმოშობს მოუსვენრობას და მიდრეკილებას პესიმისტურად უყუროს საგნებს. თქვენ, ხშირად მოგიწევთ უჩვენოთ პატარა თხის რქას, რომ ცუდი დადებითის გარეშე არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მას კარგი ათლეტური შესაძლებლობები აქვს, შეიძლება ჯგუფში წარმოიშვას “მასხარას” (ანუ დაცინვის ობიექტი) პრობლემა.

ამიტომაც სპორტის ინდივიდუალური სახეობები უფრო მისაღებია.

დადებითი კუთხით _ ეს ბავშვი, რომლის წაყვანაც ყოველთვის ყველგან შეგიძლიათ, რადგანაც მას სანიმუშო ქცევები და კარგი მანერები აქვს.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top