ასტროლოგიაში ზოდიაქოს ნიშანს პლანეტა მზის მდებარეობა განსაზღვრავს. თუ თქვენი შვილი კირჩხიბია, ეს ნიშნავს რომ მისი დაბადების მომენტში მზე კირჩხიბის თანავარსკვლავედს გადიოდა. ამ სტატიაში მოცემულია ბავშვების დახასიათება მზის ნიშნის (ანუ ზოდიაქოს ნიშნის) მიხედვით.
წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)
ხისტი ნაჭუჭის ქვეშვფარავ
სინაზეს და სიყვარულს,
დაე, თქვენ საერთოდ არ გაშინებდეთ
ჩემი გაბრაზებული სახე.
თქვენ უნდა იცოდეთ,
რომ ყოველთვის ჩემი ხართ,
და არაფრის გამო და არასდროს
არ გაგიშვებთ მე.
წარმოიდგინეთ კიბორჩხალა _ პატარა არსებება მყარი ბაკანით, რომელიც, როცა აღმოაჩენენ, სწრაფად, გვერდულად მირბის ქვიშაზე, რათა დაიმალოს. სხვა დროს ის იწვდის თავის მარწუხს, იჭერს მსხვერპლს და მაგრად უჭერს. ახლა კი შეხედეთ ამ ვერსიას ამ არსებაზე, რომელიც დიდი, ნდობით განმსჭავლული თვალებით გიყურებთ ნახატიდან. თქვენი პატარა კირჩხიბი _ ძალიან მგრძნობიარე ბავშია, რომელსაც შეუძლია, ხანდახან, დაიმალოს იმის ქვეშ, რაც ხისტ გარეგნობას წარმოადგენს, რათა ასე დაფაროს საკუთარი წყენები ანდა ორჭოფობა. არ დაეჭვდეთ, მისი სულის სიღრმეში ცხოვრობს ძლიერი ემოცია.
პატარა-კირჩხიბი თავიდანვე დაიჭერს გრძნობებს და უპასუხებს მათ. ამ ასაკში სჭირდება მზრუნველი მშობლის ბევრი ნაზი მოხვევა და ურთიერთობისთვის “საუკეთესო” დრო. ალბათობაა, პატარა-კირჩხიბი განსაკუთრებულად ახლოს იყოს დედასთან (ანდა იმ ადამიანთან, ვინც დაბადებიდანვე ზრუნავს) და შეეწინააღმდეგოს სხვების მზურნველობას. საიმედოობა ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის _ საიმედოობა იმაში, რომ მასზე ვიღაც იზრუნებს დ გამოკვებავს, როცა მშიერია. მხოლოდ ერთია, თავიდანვე იგრძნობთ, რომ პატარა კირჩხიბი ზრუნავს თქვენზეც! გარშემო ის ინტუიციურად იჭერს თქვენს და, ასევე, სხვა ადამიანების გრძნობებს და პერსონალიზებას უკეთებს მათ.
თუ გაღიზიანებული ხართ, მაგალითად, შეიძლება ხილულად საერთოდ არც კი გამოავლინოთ ეს, თქვენი ბავშვი ამას იგრძნობს და შეიძლება იფიქროს, რომ მასზე ხართ გაბრაზებული. იყავით გახსნილნი, ისაუბრეთ მასთან გრძნობებზე. დაარწუნეთ, რომ თქვენც გაქვთ თქვენი განცდები, მაგრამ ისინი, შეიძლება, საერთოდ არ იყოს დაკავშირებული პატარასთან. თქვენ კირჩხიბს სჭირდება დაჯერებულობა, იმის ცოდნა, რაც ხდება. პირქუშობა, გაღიზიანებულობა, საკუთარ თავში წასვლა ანდა ცუდი ქცევა ხშირად თავდაუჯერებლობის ანდა გრძნობების არასწორად ინტერპრეტაციის ნიშნებს წარმოადგენს, – რომლებიც მან სხვებში დაიჭირა. პატარა თქვენი განსაკუთრებულობების (ხასიათის თქვენეული შტრიხების) მიბაძვის დიდი ოსტატი იქნება. ეს, დროდადრო, სახალისოც კი მოგეჩვენებათ, მაგრამ, შესაძლებელია, უხერხულად იგრძნოთ თავი, თუ ის სარკესავით აირეკლავს იმას, რაც საკუთარ თავში არ მოგწონთ.
პატარა კირჩხიბს, შესაძლებელია, სჭირდებოდეს დარწმუნება, რომ არაფერია იმაში საშიში, რომ ის ისეთი არაა, როგორიც თქვენ ხართ, და, რომ მას სხვა გრძნობები აქვს. აუცილებლად სჭირდება სხვა, ზრდასრულ ადამიანებთან თბილი, დადებითი კონტაქტები, რათა გამორჩეულად თქვენთან არ გააიგივოს საკუთარი თავი. ასეთი კონტაქტები აფართოებს მის დარწმუნებულობას. სახლი, ოჯახი და ტრადიციები ძალიან მნიშვნელოვანია კირჩხიბისთვის. ამ ბავშვს ეყვარება ყველაფერი ოჯახური, – სტუმრების მიღება, დღესასწაულები, საღამოები და სამუდამოდ დაიმახსოვრებს მათ. პატარა კირჩხიბს სჭირდება საიმედო, პირადი ადგილი სახლში, რომელიც ეკუთვნის მხოლოდ მას.
ალბათობაა, იქ შეაგროვებს და შეინახავს იმაზე დიდ საგნებს, ვიდრე თქვენ მოგეწონებოდათ. ნივთების შენახვა _ ეს კირჩხიბის საიმედოობისკენ სწრაფვის ნაწილია. ის ასევე ძალიან ეკონომიურად ეკიდება ფულს _ ეს ჩვეულებრივ, ზოდიაქოს ნიშნებიდან, მეტ-ნაკლებად, მომჭირნე ნიშანია. დაგჭირდებათ იმის გაცნობიერება, რომ ნივთების დაგროვება _ ეს შინაგანი მოთხოვნილების, ემოციონალური საიმედოობის გარეგანი სიმბოლოა. ამ ბავშვს აუცილებლად სჭირდება მოწონება, დაჯერებულობა და წყნარი საიმედოობა. ხოლო თქვენ ამის ჯილდოდ მიიღებთ ძალიან მოსიყვარულე, ნაზ, არაეგოისტ ბავშვს, რომელიც თქვენთან მჭიდრო კავშირს მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნებს.
სტატიის ავტორი: ნინო