საბავშვო ჰოროსკოპი – ქალწული ბავშვი

საბავშვო ჰოროსკოპი – ქალწული ბავშვი

ასტროლოგიაში ზოდიაქოს ნიშანს პლანეტა მზის მდებარეობა განსაზღვრავს. თუ თქვენი შვილი ქალწულია, ეს ნიშნავს რომ მისი დაბადების მომენტში მზე ქალწულის თანავარსკვლავედს გადიოდა. ამ სტატიაში მოცემულია ბავშვების დახასიათება მზის ნიშნის (ანუ ზოდიაქოს ნიშნის) მიხედვით.

წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

მარტორქა (უნიკორნი) იდუმალი და ველური,

მორჩილად ხრის ქედს ქალწულის წინაშე:

არანაირი ძალა არაა სულიერ სისუფთავეზე მეტი

და ნათელ აზრებზე და წყნარ მანერებზე დიდი.

თქვენი პატარას ცხოველი _ ეს პატარა, ბედნიერი მარტორქაა, რომლის მოთვინიერებაც (ლეგენდის თანახმად), შეიძლება მხოლოდ ფაქიზი ხელისა და წმინდა სულის მქონე ქალწულის მიერ. სტიქიები იძლევიან მინიშნებას იმაზე, რომ პატარა ქალწული _ ეს მოკრძალებული, ცოტათი მორცხვი ხასიათის, ანალიტიკური და აკურატული გონებითა და, ჩვეულებრივ, სრულიად საიმედო ქცევით ხასიათდება _ თუმცა, სულის სიღრმეში შეიძლება ამ ამოუცნობი მარტორქის გამო მოიწყინოს.

ორგანიზებულობა და აკურატულობა პატარა ქალწულში, ადრე – და თქვენი მხრიდან ყოველგვარი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე – ვლინდება. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ეს ბავშვი ხურავს თქვენ მიერ დატოვებული კარადის ღია კარს, ალაგებს თქვენ ჟურნალებს ანდა ქაღალდებს და მოჰყავს წესრიგში მაგიდა. ქალწულს მოსწონს საკუთარი პატარა კოლექციის დაწყობა სპეციალურად განკუთვნილ განყოფილებებში. ამიტომ პატარას შესთავაზეთ ძველი ფეხსაცმელების ყუთი ანდა, უკეთესია, პლასტიკური ყუთი პატარა განყოფილებებით. შესაძლებელია, რომ ცნობისმოყვარე, გამომცდელი ბავშვი იმაზე ბევრ “ქონებას” დააგროვებს, ვიდრე შესაძლებელია რომ თაროებზე დაალაგოს, და მაშინ  ზედაპირული უწესრიგობის შთაბეჭდილება შეიქმნება. შეეცადეთ გაერკვეთ იმაში, რაც უწესრიგობად გეჩვენებათ. ალბათობაა, პატარა ქალწულმა ზუსტად იცოდეს, რა და სად დევს, და შეუძლია ეწყინოს, თუ დაარღვევთ მის “ორგანიზაციას”. თუ რაიმე უნდა იყოს გადაადგილებული, ეცადეთ ბავშვმა ეს თავად გააკეთოს.

ოსტატობის (ხელსაქმის უნარის) განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ქალწულისთვის. ამ ბავშვისთვის დამახასიათებელია  სრულყოფისკენ მისწრაფება, და ის  ზოდიაქოს მთავარ “მშრომელ” ნიშანს წარმოადგენს. იმისთვის, რომ მიაღწიოს დასახულ მიზანს, დაძაბულად და მოთმინებით იმუშავებს, და დაჟინებულ ყურადღებას დაუთმობს ყველა დეტალს. მხოლოდ ერთია, ამ მიზანს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული, სასარგებლო მნიშნველობა; ის ფაქტი, რომ თქვენ მოგწონთ ეს სამუშაო, საერთოდ არ ნიშნავს, რომ ის მოსწონს ბავშვსაც _ თუ მხოლოდ თავად ვერ დაინახავს და არ დაეთანხმება დანიშნულებას და საკუთარ თავში არ შეიგრძნობს მისი შესრულების შესაძლებლობას. ქალწულზე, ხშირად, როგორც კრიტიკოსზე, ისე საუბრობენ და ეს შეიძლება სწორიც იყოს, მაგრამ ხშირად ისინი უფრო მეტად თვითკრიტიკულები არიან.

თუ თქვენი ბავშვი ვარაუდობს, რომ ვერ შეძლებს რაიმეს კარგად გაკეთებას, ის მის გაკეთებაზე საერთოდ იტყვის უარს. საკუთარ ძალებში დარწმუნებულება არ ხდება ადვილად, აქ საჭიროა თქვენი მხრიდან წახალისება და მოწონება. ქალწული უპირატესობას ანიჭებს სისუფთავეს და შეიძლება შეშფოთებული იყოს პირადი ჰიგიენისა და ჯანმრთელობის საკითხებით. ალბათობაა, ჰქონდეს დიეტისკენ მიდრეკილება, და ეს მისთვის სასარგებლოც იქნება, რამდენადაც კარგად დაბალანსებულ დიეტას შეუძლია დაეხმაროს და შეარბილოს ზოგიერთი გონებრივი დაძაბულობა, რომელიც ხშირად ამ ნიშნის დამახასიათებელია. პატარა ქალწულს შეუძლია იყოს პატარა მწვალებელიც! თქვენი პატარა შესაძლოა იყოს ერთ-ერთი იმ ბავშვთაგანი, რომელიც საკმაოდ პრეტენზიულია კვების მიმართ და თვლის, რომ საკვები არ უნდა იყოს შერეული.

ის მაინცდამაინც დიდი სიამოვნებით არ შეჭამს ახალ საკვებს, სანამ ერთხელაც მოულოდნელად არ გაიგებთ, რომ ეს ის საკვებია _ რომელიც ძალიან გემრიელია და მოსწონს, და აქამდე რატომ არ უმზადებდით?! და ეს იმ ბავშვისგან, რომელსაც ვერ აიძულეთ გაესინჯა ეს საკვები მაშინ, როცა უკანასკნელად შესთავაზეთ. შესაძლებელია, ამ დღეს თქვენი პატარა ქალწული  მეგობრებთან სტუმრად იყო, სადაც გაუმასპინძლდნენ ამ სადილით. თქვენი ტაქტიანი ბავშვი ზედმეტად ზრდილობიანია იმისთვის, რომ მასპინძლებისთვის გული ეტკინა, ასე რომ, გადაწყვიტა “უდრტვინველად დატანჯულიყო”, მაგრამ გასინჯა რა _ აღმოაჩინა, რომ ეს ძალიან მოეწონა! ეს ბავშვი დაიწყებს  “ნათებას” სხვებისთვის დახმარების გაწევით, – იზრუნებს რა სხვებზე, იგრძნობს საკუთარი თავის სარგებლიანობას. იპოვეთ შესაძლებლობა წაახალისოთ ეს, მაშინაც კი, თუ ის ძალიან პატარაა.

აღმოაჩენთ, რომ მისი უნარი კომპეტენტურად დაეხმაროს სხვებს, აჭარბებს თქვენს მოლოდინებს და სრულიად იმსახურებს თქვენ ძალისხმევას მოთმინებით ასწავლოთ პატარას _ რათა მან ეს ამოცანა სწორად შეასრულოს. მზრუნველობა შინაურ პატარა ცხოველებზე ბავშვის სასარგებლოდ იმოქმედებს. ალბათობაა, ინდივიდუალური სპორტი უფრო დიდ სიამოვნებას მიანიჭებს, ვიდრე ჯგუფური თამაში. თქვენი პატარა, ასევე, დიდ სიამოვნებას მიიღებს კითხვისგან, ასე რომ, წიგნები ხშირად უკითხეთ, – სანამ თავად არ ისწავლის კითხვას. პატარა ქალწულს სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს აუჩქარებელი საქმიანობა, რომელშიც ჩართულია ხელებით მუშაობა, _ მოდელების შექმნა, სხვადასხვა ხელობა და ა.შ. დიდი ალბათობაა, აღმოაჩინოთ, რომ პატარა კონსერვატორია და ფულთან მიმართებაში მომჭირნეა.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top