მინერალოგია – სარდიონი (სერდოლიკი)

მინერალოგია – სარდიონი (სერდოლიკი)

სარდიონი (სერდოლიკი) ქალცედონის ნაირსახეობაა და ჯერ კიდევ პალეოლითის დროიდანაა ცნობილი. მისი სახელწოდება ბერძნული სიტყვიდან მოდის და „ქვა სარდისიდან“ (ძველი ლიდიის დედაქალაქი) ნიშნავს. ზოგიერთი ვერსიით ლათინური სახელწოდებაა. მას „მზის ქვასაც“ უწოდებენ. ქვის ღია შეფერილობა რკინასთან შეერთებით მიიღება.

ძველ ეგვიპტეში მას მზის ჩასვლას ადარებდნენ. სარდიონისგან ამზადებდნენ: თილისმებს, ქანდაკებებს, თასებს, ბეჭდებს. ჩვენს დროში არცთუ ძვირფას ქვად ითვლება, თუმცა ძველად ალმასისა (ბრილიანტის) და ზურმუხტის გვერდით აყენებდნენ. საუკეთესო ხარისხის სარდიონს გობის უდაბნოს ტერიტორიაზე მოიპოვებენ.

სამკურნალო თვისებები

ეგვიპტელი მკურნალები დაფხვნილ სარდიონს დამამშვიდებლად და ძალების აღმდგენად იყენებდნენ. აიურვედაში წერია, რომ ნარინჯისფერ სარდიონს ნერვული ქსოვილების აღდგენა, ენდოკრინული სისტემის მოწესრიგება, სისხლის მიმოქცევისა და კანის ფერის გაუმჯობესება შეუძლია.

თანამედროვე ლითოთერაპევტები თვლიან, რომ სარდიონი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, იმუნურ სისტემას აუმჯობესებს, თავის ტკივილს ხსნის, კანისა (იარები) და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების შემთხვევაშიც ეფექტურია. ყვითელი სარდიონი დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის, თირკმელების ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

სარდიონის სამედიცინო ჩვენებებს შორის აღსანიშნავია ფიზიკური ენერგიის, პოტენციალის მატება, მაგრამ ნელა და სტაბილურად. მრავალწლიანი კვლევის შედეგად გამოვლინდა სარდიონის ეფექტური ჩვენებები ნერვული სისტემაზე, სისხლის შემადგენლობასა და მადის გაუმჯობესებაზე.

ფირუზით, ლაზურიტითა და სარდიონით გაწყობილი ეგვიპტური გულსაკიდი. ძვ. წ.აღ-ით 1334 -1328 წწ. ამჟამად კაიროს მუზეუმში ინახება.

მაგიური მახასიათებლები

ეგვიპტელები სარდიონს ქალღმერთ ის(ზ)იდას ქვად თვლიდნენ და სჯეროდათ, რომ საფრთხისგან იცავდს როგორც ამქვეყნად, ასევე გარდაცვალების შემდეგ.

არაბები მასზე ყურანიდან ამოღებულ ნაწყვეტებს იტანდნენ და თავს ასე იცავდნენ შურისა და გათვალვისგან.

ძველ საბერძნეთში საქორწინო რიტუალის შემადგენელი ქვა იყო. ხოლო აღმოსავლეთ კულტურებში ითვლება, რომ ცი-ს ენერგიის დასტაბილურებას ხელს უწყობს.

სარდიონით გაწყობილ სამკაულს ხმარობენ რისხვის შესამცირებლად და განწყობის ასამაღლებლად. მიჩნეულია, რომ სარდიონი მფლობელს თავიდან აცილებს უსიამოვნებებს, ჩხუბს, ენერგიისა და ძალის გაფლანგვისგან იცავს, ხელს უწყობს გამდიდრებას და მფლობელს ძალებს (მათ შორის შემოქმედებით) მატებს.

განსხვავებული ვერსიით, სარდიონი სასიყვარულო თილისმად ითვლება. ის დადებითად მოქმედებს სასიყვარულო ურთიერთობაზე, ნდობას აძლიერებს. მუქი წითელი ფერის სარდიონი კი სექსუალურ ენერგიაზე მოქმედად ითვლება (მისი მფლობელის შარმი და მიზიდულობა იზრდება).

სარდიონი როგორც თილისმა: განწყობას ამაღლებს.

ასტროლოგია: პლანეტებიდან – მზე და მერკური. სარდიონი ქალწულის ნიშნის ქვად ითვლება. ასევე შეეფერება ტყუპებს, ვერძებს, ლომებს და თხის რქებს. ნაკლებად სასურველია კირჩხიბებისთვის.

ჩაკრები: ჭიპის (სვადჰისტანა) – სექსუალურობა, რეპროდუქცია, ღიაობა გრძნობებში.

ენერგია: იანი

დამატებითი ინფორმაცია: კარნეოლი – ნარინჯისფერ-წითელი, ხოლო სარდერი – მუქი წითელი, წაბლისფერი სარდიონის მეორენაირი სახელწოდებაა.

ძირითადად მომზადებულია ჯასპერ სტოუნის მასალებზე დაყრდნობით.

სტატიის ავტორი: თამთა

ერთ-ერთი ვერსიით, სარდიონი გამდიდრებას უწყობს ხელს. ფენ-შუიში "ხე სარდიონით" სიმდიდრისა და სიუხვის მოსაზიდ თილისმად გამოიყენება.


About Tamta

Scroll To Top