სატურნის და ნეპტუნის შეერთება

სატურნის და ნეპტუნის შეერთება

ავესალომ პადვოდნი

სატურნის შეერთება

„დროის დინება თავისთავად ნელდება. პრობლემა ის არის, დროულად შეამჩნიო

სატურნთან შეერთება კუმშავს, ყინავს პლანეტის პრინციპს და აქ კარმული მოთხოვნა მდგომარეობს მის ღრმად დამუშავებაში. კერძოდ, პლანეტის პრინციპების განთავისუფლება ზედაპირული, ეგოისტური პროგრამებისგან, რომელიც მოითხოვს კონკრეტულ გადასახადს ნებისმიერი უმნიშვნელო ძალისხმევისგან. მაგალითად, სატურნის მერკურთან შეერთება იძლევა ადამიანს, რომელსაც ცუდად ესმის გაუაზრებელი მოვლენები და ფუჭად ებრძვის ამ თვისებას. თუ ის ეცდება დააიგნოროს სატურნის ინტენსიური ზეწოლა (რაც ძალიან დამახასიათებელია დაუმუშავებელი შეერთებისთვის), რომელიც აიძულებს დიდხანს და ყურადღებით იფიქროს, მისი რაციონალური აზროვნება ბუკვალურად გაჭედავს, დაკარგავს ყოველგვარ წარმოდგენას და საკუთარ ტყავზე იწვნევს აბსოლუტის შემოქმედებას, სხვადასხვა აბსურდული და ტრაგიკული სიტუაციების სახით.

სატურნის შეერთება, დამუშავების საწყისს ეტაპზე, მოითხოვს საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და პლანეტის პრინციპების გააზრებას საკუთარი ცხოვრებისა და ფილოსოფიის ჩარჩოებში, რაც ხშირად მოტივირებულია გარე ფაქტორების მხრიდან ხანგრძლივი შეზღუდვებით. დამუშავების შემდეგი ეტაპები არც ისეთ მკაცრ პირობებში გრძელდება, როგორც თავდაპირველ სტადიაზე, თუმცა აქ ადამიანს მოეთხოვება საკუთარი ნებით შეეგუოს და დაემორჩილოს პლანეტის პრინციპებს. განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში, როდესაც პლანეტა აქტიურდება, რაც იძლევა ნაყოფიერ შედეგებს და მნიშვნელოვან გარღვევას იმ სფეროებში, რომელსაც მართავს პლანეტა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავიდან ამის დაჯერება რთულია, რადგან სატურნთან შეერთება, განაპირობებს არამხოლოდ უნარების არ არსებობის შთაბეჭდილებას, არამედ ერთგვარ უარყოფით სიდიდეს, არასრულფასოვნების კომპლექსს და იმავდროულად, ადამიანში ბადებს უკიდურესად ძლიერ და ღრმა შინაგან სწრაფვას, აითვისოს პლანეტის პრინციპები.

 

ნეპტუნის შეერთება

სულის უკვდავება დაუჯერებელია ისეთი ადამიანისთვის, ვისაც სული არ აქვს

ნეპტუნთან შეერთებისას, ადამიანს უჭირს კონცენტრაცია პლანეტის მართულ სფეროში: მას ეწყება მედიტაციური პროცესები, რომელთაც, დაუმუშავებელი ასპექტისას, ქვეცნობიერის უმდაბლესი პროგრამები აწარმოებენ და ამ გზით ცდილობენ პლანეტის პრინციპების გამოვლენა მთლიანად ნეპტუნს დაუქვემდებარონ. ნეპტუნი კი პლანეტის შესაბამის სფეროებში, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ყოველთვის წარმოშობს დამახინჯებულ ხედვებს, ცრუ მდგომარეობებს, მოტყუების ცდუნებებს. იმავდროულად, მისი გავლენისგან თავის დაღწევა საკმაოდ რთულია, რადგან დაუმუშავებელი შეერთებისას, ნეპტუნის უმდაბლესი პროგრამები ღრმად აღწევს პლანეტის პრინციპებში.

მაგალითად, ვენერა-ნეპტუნის შეერთებისას, ადამიანი ხშირად ხვდება ცრუ საზოგადოებრივ სიტუაციებში, ტყუის სოციალურ კონტაქტებსა თუ სასიყვარულო ურთიერთობებში. თუმცა მსგავსი მდგომარეობა მისთვის სიამოვნების ამოუწურავ წყაროს წარმოადგენს. სამაგიეროდ, ვენერა-ნეპტუნის დამუშავებული შეერთება იძლევა ხელოვნების ჭეშმარიტ მცოდნეს. შესაძლოა მხატვარსაც.

გაცილებით რთულია ნეპტუნის სატურნთან შეერთების დამუშავება, რადგან ნეპტუნის უმდაბლესი პროგრამა თვალს უხვევს სატურნს და ადამიანი პრაქტიკულად უუნარო ხდება კონცენტრაციის და თვითჩაღრმავების კუთხით, რაც აუცილებელია დისციპლინისა და შინაგანი პატიოსნების გამომუშავებისთვის.

ნეპტუნთან დამხმარე შეიძლება იყოს მხოლოდ პლუტონი, რომელიც, სხვათა შორის, XX საუკუნის მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში სექსტილში იდგა ნეპტუნთან. პლუტონი ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ნეპტუნის ილუზიების ცრუ მომხიბვლელობის გაფანტვა შეუძლია.

დამუშავებული ასპექტი ადამიანს აძლევს პლანეტის პრინციპების ჭეშმარიტად გაგების იშვიათ უნარს და უმაღლეს მედიტაციურ პროგრამებს, რომლის მეშვეობით ის შეძლებს გამოხატოს გამოუთქმელი _ ისეთი რამ, რასაც ყველა ვერ ხედავს და არ ესმის.

 

Het Monster

კარგ საერთო ჰოროსკოპში _ მუდმივობა, სულიერება, თანაგრძნობა გაჭირვებულების მიმართ. დამატებითი სიგნიფიკატორების შემთხვევაში, ნათელხილვა ან თითქმის წინასწარმეტყველური გათვლები. კარგი ასპექტია ხელოვანებისთვის. ხშირად კულისებს მიღმა მოღვაწეობა. ადამიანი ჩუმად და უხმაუროდ მიყვება თავის გზას და ბევრსაც აღწევს ამ მეთოდით.

 

კატრინ ობიე

სიმკაცრესთან შერწყმული ირაციონალიზმი. ინტუიციას ზურგს უმაგრებს ლოგიკა. ადამიანი სერიოზულად აკვირდება და აანალიზებს ყველაზე მიუწვდომელ  სფეროებს. მდიდარი წარმოსახვა და გონიერი განსჯის უნარი ჰარმონიულად თანაარსებობენ და ხელს უწყობენ ჭეშმარიტი შემოქმედების გაფართოებას.  ეს ადამიანი მარტივად აღწევს ისეთი უხილავი ნიუანსების არსში, რაც სხვებისთვის მიუწვდომელია. მისი ძალა გაგების წადილშია.

 

 

ფრენსის საკოიანი

ჩუმი და ჩაკეტილი ადამიანია. თუმცა თუ შეერთება დაზიანებულია, შეიძლება გაიძვერა მოთამაშედაც იქცეს ან დეპრესიას მიეცეს, ირაციონალურ შიშებს აჰყვეს. თუ სატურნი არ დამუშავდა, ადამიანს გაუჭირდება წინააღმდეგობა გაუწიოს საკუთარი ფსიქიკის გამანადგურებელ გავლენას, განსაკუთრებით თუ შეერთება XII სახლში ხდება ან მას რომელიმე პლანეტა მართავს (თხის რქის ან თევზების კუსპიდი). დაზიანებული შეერთებისას, ადამიანი მაქსიმალურად უნდა ერიდოს ნარკოტიკებს, ფსიქოტროპულ საშუალებებს და ყველა ტიპის ფსიქიკურ ზემოქმედებას, რომელიც ცნობიერების შეცვლას იწვევს.

 

 

სერგეი შესტაპალოვი

იმედგაცრუება. ღრმა სულიერი განცდები. მიდრეკილება დეპრესიის და სასოწარკვეთისკენ, მელანქოლიური განსჯებისკენ. ფარული დარდი, მარტოსულობა, ცდუნება. უმდაბლესი ფსიქოლოგიური პროგრამების წაქეზება. ტყუილები, თაღლითობა, უნდობლობა, ცბიერება, ფლიდობა, თვალთმაქცობა.

დადებითი მხარე _ შეიძლება მოგვცეს დიდი სულიერი ძალა, კონცენტრაციის უნარი, სულიერი სიმტკიცე და მაღალზნეობრიობა.

 

სხვა წყაროები

Pablo Picasso ♄ ☌ ♆_ ♉

ამ ადამიანს მშენივრად ეხერხება დაგეგმვა. კარგი მათემატიკური და პოლიტიკური უნარებითაც გამოირჩევა. ის შესანიშნავად ახორციელებს თავის იდეებს და შეუძლია  შემოქმედებითი არანჟირება გაუკეთოს ყველაზე ყოფით და მოსაწყენ საკითხებსაც კი. ხშირად დაჯილდოებულია ფერწერული ნიჭით. არც ისე იშვიათად იმყოფება შთაგონებულ მდგომარეობაში. თუ საკუთარი ინტუიციის და წარმოსახვის მართვას ისწავლის, ის იღბლიანი გამონაკლისი გახდება, რომელიც პრაგმატიზმს და იდეალიზმს აერთიანებს.

საზრიანი და მისტიურები არიან.  აინტერესებსთ ყველაფერი ამოუხსნელი, თუმცა მათი ცნობისმოყვარეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ პასიური ინტერესებით. ისინი არანაკლები დაჟინებით ცდილობენ ამოხსნან ამოუხსნელი, საკუთარი მომავალი ან აღიდგინონ მეხსიერება წარსულ ცხოვრებებზე. ძალიან ფაქიზი აღქმის ფსიქიკა აქვთ. მშვენივრად გრძნობენ პერსპექტივებს და საკუთარი გეგმების გაქანებას, თუმცა შესაძლოა გაურკვეველი ტიპის დაბრკოლებებს გადააწყდნენ პრაქტიკული შედეგების მიღწევისას. საერთოდ, ნეპტუნთან ყოველთვის რეკომენდებულია კულისებიდან მოქმედება.

დაბადებით ფატალისტები, ისწრაფვიან სიღრმისეულად განიცადონ  ცხოვრების ყოველი მომენტი. ისინი დაჯილდოებულნი არიან საკუთარი სულიერი პოტენციალის შემოქმედებითად გამოვლენის უზარმაზარი შესაძლებლობებით.  არც ისე იშვიათად მათ შორის ვხვდებით ნიჭიერ ნათელმხილველებს და პროგნოზისტებს.  უყვართ დეტექტივები, ბუნების საიდუმლოებები. ცდილობენ გაიფართოვონ საკუთარი აღქმა და ამისათვის მსხვერპლის გასაღებადაც მზად არიან.

მშვენიერი საქმიანი თვისებები აქვთ. იტაცებთ პოლიტიკა და შესაბამისი სულიერი განვითარების შემთხვევაში, საკმაოდ იღბლიანებიც არიან ამ ასპარეზზე. მათ უპრობლემოდ შეუძლიათ, დაუქვემდებარონ ადამიანები საკუთარ ნებას. საკმაოდ მომხიბვლელი, მაგნიტური და მიმზიდველი აურა აქვთ. სავსე არიან იდეალისტური და შემოქმედებითი სულისკვეთებებით, უყვართ წარმოსახვითი სახებების და ინტუიციური მიგნებების კრისტალიზება, კონკრეტული ფორმის მიცემა.

თუ შეერთება დაზიანებულია სხვა ასპექტებით, არეული, ქაოტური და არაპრაქტიკული აზრები აქვთ, რასაც დანაკარგები მოაქვს და ამუხრუჭებს მათ შემოქმედებით განვითარებას.   სიამოვნებით აკრიტიკებენ გარშემომყოფებს. არც ისე იშვიათად ზედმეტად მგრძნობიარე, წყენია და მოწყვლადი ხასიათი აქვთ. ხშირად მცდარი დასკვნები გამოაქვთ.  არაპროგნოზირებადი ქცევებით ხასიათდებიან, რადგან ვერაფრით ახერხებენ საკუთარი როლის ადეკვატურად შეთავსებას თანამედროვე საზოგადოებრივ ტენდენციებსა და ნორმებთან. არც ისე მარტვიად ენდობიან ადამიანებს. ყველაზე ცისარტყელას ფერებში შეთავაზებულ წინადადებსაც კი ეჭვის თვალით უყურებენ და რაციონალური ლოგიკით აანალიზებენ. შესაბამისად, მათი მოტყუება საკმაოდ რთულია. ხშირად იტანჯებიან,  ასე ვთქვათ,  პიროვნების გაორებისგან. ბევრს კარგავენ იმის გამო, რომ საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ რეალობაზე და მიდრეკილნი არიან სრულიად ირეალლური პროექტებისკენ.


About Qet

Scroll To Top