სატურნის შეერთება
„დროის დინება თავისთავად ნელდება. პრობლემა ის არის, დროულად შეამჩნიო“
სატურნთან შეერთება კუმშავს, ყინავს პლანეტის პრინციპს და აქ კარმული მოთხოვნა მდგომარეობს მის ღრმად დამუშავებაში. კერძოდ, პლანეტის პრინციპების განთავისუფლება ზედაპირული, ეგოისტური პროგრამებისგან, რომელიც მოითხოვს კონკრეტულ გადასახადს ნებისმიერი უმნიშვნელო ძალისხმევისგან. მაგალითად, სატურნის მერკურთან შეერთება იძლევა ადამიანს, რომელსაც ცუდად ესმის გაუაზრებელი მოვლენები და ფუჭად ებრძვის ამ თვისებას. თუ ის ეცდება დააიგნოროს სატურნის ინტენსიური ზეწოლა (რაც ძალიან დამახასიათებელია დაუმუშავებელი შეერთებისთვის), რომელიც აიძულებს დიდხანს და ყურადღებით იფიქროს, მისი რაციონალური აზროვნება ბუკვალურად გაჭედავს, დაკარგავს ყოველგვარ წარმოდგენას და საკუთარ ტყავზე იწვნევს აბსოლუტის შემოქმედებას, სხვადასხვა აბსურდული და ტრაგიკული სიტუაციების სახით.
სატურნის შეერთება, დამუშავების საწყისს ეტაპზე, მოითხოვს საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და პლანეტის პრინციპების გააზრებას საკუთარი ცხოვრებისა და ფილოსოფიის ჩარჩოებში, რაც ხშირად მოტივირებულია გარე ფაქტორების მხრიდან ხანგრძლივი შეზღუდვებით. დამუშავების შემდეგი ეტაპები არც ისეთ მკაცრ პირობებში გრძელდება, როგორც თავდაპირველ სტადიაზე, თუმცა აქ ადამიანს მოეთხოვება საკუთარი ნებით შეეგუოს და დაემორჩილოს პლანეტის პრინციპებს. განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში, როდესაც პლანეტა აქტიურდება, რაც იძლევა ნაყოფიერ შედეგებს და მნიშვნელოვან გარღვევას იმ სფეროებში, რომელსაც მართავს პლანეტა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავიდან ამის დაჯერება რთულია, რადგან სატურნთან შეერთება, განაპირობებს არამხოლოდ უნარების არ არსებობის შთაბეჭდილებას, არამედ ერთგვარ უარყოფით სიდიდეს, არასრულფასოვნების კომპლექსს და იმავდროულად, ადამიანში ბადებს უკიდურესად ძლიერ და ღრმა შინაგან სწრაფვას, აითვისოს პლანეტის პრინციპები.
პლუტონის შეერთება „ადამიანის დევნისას, ბედისწერა მიზნად არ ისახავს, მას დაეწიოს“
პლუტონთან შეერთებისას, პლანეტის მართულ სფეროში ადამიანი მუდმივად გრძნობს ბედისწერის სუნთქვას. ძლიერი ენერგეტიკის შემთხვევაში, ამ სუნთქვას გრძნობენ მისი გარშემომყოფებიც. განსაკუთრებით ისინი, ვინც პლანეტის პრინციპებს ააქტიურებს. ბედისწერის აზრი გამოიხატება პლანეტის პრინციპების გასუფთავებითა და განახლებით. იმ ფორმებით, როგორც ისინი მატერიალიზდებიან ადამიანის ბედში. რეალიზება კი ხდება არამხოლოდ ინდივიდის ნათალური რუკით, არამედ მისი პირადი არჩევნებითა და გადაწყვეტილებებით ცხოვრების განმავლობაში.
დაბალ დონეზე, ადამიანს ეჩვენება, რომ პლანეტის მართულ სფეროში ყველგან უბედურება და აუნაზღაურებელი დანაკარგები ჩაუსაფრდნენ. თუმცა აქ მან მართლაც უნდა გამოიმუშაოს მორჩილება და ისწავლოს შესაბამისი დინებების მაღალ ვიბრაციებზე მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უსიამოვნო შედეგები ელის. ჰარმონიული პლანეტის (ან მთლიანობაში რუკის) შემთხვევაში, ეს შედეგები გავრცელდება არა თავად პიროვნებაზე, არამედ მის ახლობლებზე.
პლუტონთან შეერთების დამუშავების თავისებურება იმით გამოიხატება, რომ პლუტონი არასდროს თვლის ადამიანს საკმარისად “სუფთად”. ცხოვრების სფეროში, სადაც პლანეტის პრინციპები აქტიურდება, ინდივიდი ძალიან მძაფრად გრძნობს ამას. დამუშავება კი აქ გამოიხატება იმ ინსტრუმენტების შეცვლით, რომლითაც სარგებლობს პლუტონი: ნაგვის მანქანა და ბაკი, ცოცხი და აქანდაზი თუ ფუნჯი და ფურცელი.
მაღალ დონეზე, პლუტონი ღრმად აღწევს იმ სახლის ეგზისტენციალურ პრობლემებში, სადაც ხდება შეერთება. ასევე იმ სფეროებში, რომელსაც მართავს პლანეტა. ადამიანს ეძლევა მისი პრინციპების ფაქიზად დამუშავების შესაძლებლობა და უნარი, უმნიშვნელო ზემოქმედებით მოაგვაროს კარმული პრობლემები შესაბამის სფეროებში.
Het Monster
მაგების ასპექტი. მათ იდეებს შეუძლიათ სიღრმისეული გარდაქმნები მოიტანონ სამყაროში. ეს უკიდურესად სერიოზული ადამიანები ხშირად მალავენ თავიანთ ნამდვილ ზრახვებს და გეგმებს.
თუ შეერთება დაზიანებულია _ინტრიგები, ფარული მტრები, ეგოისტური მოტივები, სწრაფვა აბსოლუტური ძალაუფლებისკენ.
კატრინ ობიე
წარმოუდგენელი გამჭრიახობით და მენტალური შესაძლებლობებით დაჯილდოებული ადამიანია. ამავე თვისებების გამო, მას ძალიან უჭირს ადამიანებთან უშუალო ურთიერთობა. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, არც ისე გატაცებით მიილტვის მათკენ. მას თავის ოლიმპოზე მარტო ყოფნა და განსჯა ურჩევნია.
ფრენსის საკოიანი
სატურნის პატივმოყვარეობა შეთავსებულია პლუტონის ძალაუფლებისადმი სწრაფვასთან. ეფექტურად იყენებენ მიწის წიაღისეულს და ბუნებრივ სტიქიებს. გარშემომყოფებზე გავლენის მოხდენის უდიდესი უნარი აქვთ, რაც წარმოადგენს კიდეც მათ ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს, რისთვისაც არავითარ ძალისხმევას არ დაიშურებენ.
სერგეი შესტაპალოვი
ძალაუფლების, თვითდამკვიდრების, დიქტატის და ავტორიტარიზმის ასპექტი. ეს ჯიუტი და ეგოისტი ადამიანი ყველას თავს ახვევს თავის შეხედულებებს, თავად კი თითქმის არასდროს მიდის კომპრომისზე. უგუნურება. სულელური ქცევები. ფიზიკური დაზიანების საფრთხე.
დადებითი მხარე _ძლიერი ნება, ამტანობა, გამბედაობა.
სხვა წყაროები
სატურნი განასახიერებს დაბრკოლებებს და შეზღუდვებს, რომელიც აკავებს პროგრესს იქამდე, სანამ გარკვეული გაკვეთილები არ იქნება გათავისებული. როდესაც ის პლუტონს უკავშირდება, ცხადია, ეს „გაკვეთილები“ შინაგან ტრანსფორმაციას შეეხება. ბუნებრივია, ამ ასპექტს უამრავი იმედგაცრუება მოაქვს, რადგან ადამიანის გეგმებს ყოველთვის რაღაც ამოუხსნელი ბარიერები ეღობება, რისი კონსტრუქციულად გადაწყვეტა მათ არსში შეღწევას მოითხოვს. ამისთვის კი ადამიანმა მთელი თავისი შინაგანი რესურსი უნდა დახარჯოს.
მოთმინება ის თვისებაა, რომელიც წარმატების გზაზე ყველაზე დიდ დახმარებას გაუწევთ. როგორც წესი, მათ ბევრი დრო სჭირდებათ და გარკვეულ ფრუსტრაციაც უნდა გაიარონ, სანამ მიზანს მიაღწევენ. საქმე ის არის, რომ სწორედ ეს ხდება აუცილებელი ტრანსფორმაციის მთავარი ბიძგი. და მათ არაერთხელ მოუწევთ მსგავსი მწარე გამოცდილების მიღება ცხოვრებაში.
ბევრია დამოკიდებული იმაზე, რამდენად მოახერხებენ საკუთარი ძალების პრაქტიკულად გამოყენებას. მათ ძლიერ იზიდავთ ძალაუფლება და მაღალი საზოგადოებრივი სტატუსი, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ისეთ პოზიციებს ესწრაფონ, რომელიც „ძალაუფლების ატრიბუტიკას“ მისცემს (ჩინი, კაბინეტი, პოსტი), უკეთესი იქნება ძალაუფლების და არსს ჩასწვდნენ და მისი სქემა გაითავისონ, რასაც ეს ასპექტი მოითხოვს.
მათ იდეებს დიდი გავლენა აქვთ მთელს სამყაროზე თუ არა, გარემომცველ საზოგადოებაზე მაინც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დადგენილი სტრუქტურებით და სოციალური სისტემების მეშვეობით მუშაობენ. ეს იმიტომ, რომ თავადაც მშვენივრად გრძნობენ თავს ორგანიზაციულ სტრუქტურაში, მყარი ფუნდამენტის შეგრძნებით. ეს კონსერვატული ბუნების ხალხი დიდ პატივს სცემს ტრადიციებს და სოციალურ ქცევის წესებს.
პლუტონის სტიქიურ ხასიათს სატურნი აკავებს, ამიტომ გარეშე თვალისთვის ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა ხშირად ხდება ხოლმე „შინაგანი აფეთქებები“, რომელიც ნატივის „დაზღვევის პოლისებს“ ანადგურებს და შინაგანი მღელვარებით მოიცავს. სწორედ ეს ხდება ცვლილებების ძალა. გარდაქმნა მოდის შიგნიდან და კარგი იქნება, თუ ადამიანს სულიერი განვითარება ეყოფა კათარზისისთვის.
უკიდურესად ჩაკეტილი, პრივატული, გულჩათხრობილნი არიან. ემოცია ნიშნავს მერყეობას, არასტაბილურობას, რასაც მაქსიმალურად თავს არიდებენ. კარგი იქნება თუ ემოციებისადმი უფრო ჯანსაღ მიდგომას განივითარებენ. საქმე ის არის, რომ რეპრესირებული, ქვეცნობიერში განდევნილი ემოციები დესტრუქციულ ძალას აძლევს პლუტონს, რომელიც, დროთა განმავლობაში, სულ უფრო მწვავედ შეახსენებს მათ არსებობას.
პირად ურთიერთობებში ძალიან სანდო და საიმედო პარტნიორები არიან. მათ ტრდიციული დამოკიდებულება აქვთ ქორწინების მიმართ. ამიტომ, საქორწინო პარტნიორი ბრძნულად და ფრთხილად უნდა შეარჩიონ. ემოციებს ნამდვილად არ დემონსტრირებენ, რაც გარკვეული ტიპის ადამიანებისთვის სავსებით მისაღები შეიძლება იყოს, თუმცა მათ თავი უნდა არიდონ ურთიერთობის მკაცრ საზღვრებში მოქცევის ტენდენციას, რითაც მისი განვითარების საშუალებას სპობენ. ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ მათი პარტნიორი დამოუკიდებელი ადამიანია და პირადი თავისუფლება უნდა მიანიჭონ. უსაფრთხოება, რომელიც პარტნიორის „გიჟის დამაწყნარებელი პერანგით“ მიიღწევა, ყალბი უსაფრთხოებაა, რაც არასდროს უნდა დაივიწყონ ამ ასპექტის მფლობელებს, რომლებიც ასე მიდრეკილნი რიან მბრძანებლობისა და დომინირებისკენ.
ეს ადამიანი უკიდურესად ამბიციურია, როდესაც საქმე მის პირად რეპუტაციას და გავლენას ეხება. სხვებზე დომინირებისკენ ფარულ მისწრაფებას, შეუძლია მოუტანოს როგორც სიკეთე, ისე ბოროტება. საკუთარი მიზნების მისაღწევად, მზადაა ბევრი გადაიტანოს და მსხვერპლიც გაიღოს. გარშემომყოფებს ინტუიციურად შეიცნობს და მიღებულ ცოდნას საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად იყენებს. ეფექტური საქმოსანია. მარტივად აღწევს აღიარებას და გარშემომყოფთა აღფრთოვანებასაც. თუმცა საკმარისია ჰკითხოთ, რას აპირებს და რა გეგმები აქვს, მყისვე უნდობლობით და ეჭვით შემოგხედავთ. თუ საქმეში თავს ჩართულად ვერ გრძნობს, შინაგანად კომპლექსდება და შეპყრობილ მდგომარეობებს ავლენს.
უკიდურესად ამტანი და პასუხისმგებლობიანია. მშვენივრად გრძნობს შინაგანი ძალების რეზერვს. კარგად ესმის მარადისობის კანონები. გამოირჩევა ფინანსური უნარებით. ხშირად ინტერესდება გენეოლოგიით, ისტორიით და ბუნებრივი კატაკლიზმებით. ცივი გრძნობებით და სასტიკის ინსტინქტებით ხასიათდება. ხანდახან ქაოტურად მოქმედებს, უცნაური იდეები აწუხებს და მუდმივად გრძნობს ძლიერ შინაგან მისწრაფებას ავანტურებისადმი.
შეუძლიათ მათთვის ბოძებული ძალები ბუნებრივი დ სოციალური პროცესების სტრუქტურაში შესაღწევად გამოიყენონ. ადამიანებსა და სოციუმზე პიროვნული გავლენის მოთხოვნა იმდენად ძლიერია, ცდილობენ, ნებისმიერ ფასად, ჩაერიონ და სასურველი მიმართულებით წარმართონ პროცესები.
მაქსიმალურად თავი უნდა არიდონ სისასტიკის გამოვლენას; ასევე მიდრეკილებას სხვადასხვა ტიპის კატასტროფებისკენ. პერიოდული იმედგაცრუებები მათ ქვეცნობიერში ღრმად ფესვგადგმულ პრობლემებს ააქტიურებს და ასე ვთქვათ, ზედაპირზე ამოაქვს, რასაც მოჰყვება სრულიად არაპროგნოზირებადი ქცევები. ადრე თუ გვიან, ისინი ახერხებენ დანაკარგების ანაზღაურებას. კითხვა ის არის, რის ფასად უჯდებათ ეს ყველაფერი.