ავესალომ პადვოდნი
სატურნის შეერთება
„დროის დინება თავისთავად ნელდება. პრობლემა ის არის, დროულად შეამჩნიო“
სატურნთან შეერთება კუმშავს, ყინავს პლანეტის პრინციპს და აქ კარმული მოთხოვნა მდგომარეობს მის ღრმად დამუშავებაში. კერძოდ, პლანეტის პრინციპების განთავისუფლება ზედაპირული, ეგოისტური პროგრამებისგან, რომელიც მოითხოვს კონკრეტულ გადასახადს ნებისმიერი უმნიშვნელო ძალისხმევისგან. მაგალითად, სატურნის მერკურთან შეერთება იძლევა ადამიანს, რომელსაც ცუდად ესმის გაუაზრებელი მოვლენები და ფუჭად ებრძვის ამ თვისებას. თუ ის ეცდება დააიგნოროს სატურნის ინტენსიური ზეწოლა (რაც ძალიან დამახასიათებელია დაუმუშავებელი შეერთებისთვის), რომელიც აიძულებს დიდხანს და ყურადღებით იფიქროს, მისი რაციონალური აზროვნება ბუკვალურად გაჭედავს, დაკარგავს ყოველგვარ წარმოდგენას და საკუთარ ტყავზე იწვნევს აბსოლუტის შემოქმედებას, სხვადასხვა აბსურდული და ტრაგიკული სიტუაციების სახით.
სატურნის შეერთება, დამუშავების საწყისს ეტაპზე, მოითხოვს საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და პლანეტის პრინციპების გააზრებას საკუთარი ცხოვრებისა და ფილოსოფიის ჩარჩოებში, რაც ხშირად მოტივირებულია გარე ფაქტორების მხრიდან ხანგრძლივი შეზღუდვებით. დამუშავების შემდეგი ეტაპები არც ისეთ მკაცრ პირობებში გრძელდება, როგორც თავდაპირველ სტადიაზე, თუმცა აქ ადამიანს მოეთხოვება საკუთარი ნებით შეეგუოს და დაემორჩილოს პლანეტის პრინციპებს. განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში, როდესაც პლანეტა აქტიურდება, რაც იძლევა ნაყოფიერ შედეგებს და მნიშვნელოვან გარღვევას იმ სფეროებში, რომელსაც მართავს პლანეტა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავიდან ამის დაჯერება რთულია, რადგან სატურნთან შეერთება, განაპირობებს არამხოლოდ უნარების არ არსებობის შთაბეჭდილებას, არამედ ერთგვარ უარყოფით სიდიდეს, არასრულფასოვნების კომპლექსს და იმავდროულად, ადამიანში ბადებს უკიდურესად ძლიერ და ღრმა შინაგან სწრაფვას, აითვისოს პლანეტის პრინციპები.
ურანის შეერთება „მათი შემოქმედების დიდება იმხელაა, მხოლოდ მანიაში ეტევა“
ეს საკმაოდ რთული ასპექტია, რადგან ურანთან შეერთებისას, პლანეტის მართულ სფეროში ადამიანს, სურს თუ არა, მაინც უწევს დრო და დრო აბსოლუტის საცდელი კურდღლის როლის შესრულება. აბსოლუტის გზანი კი, როგორც ვიცით, შეუცნობელი არს, განსაკუთრებით დასაწყისში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ძლიერი ასპექტია და თუ ადამიანი მოახერხებს ბედისწერის რითმებზე მორგებას და შეძლებს კარმის ნიშნების ამოკითხვას, რომელთაც უხვად უგზავნიან, ის არამხოლოდ საკუთარ თავს და ახლობლებს დაიცავს, ასევე გამოავლენს სამყაროს უღრესად არასტანდარტულ ხედვას. მას ესტუმრება სრულიად გენიალური იდეები, თუმცა მათი მნიშვნელობა ბევრად გადაჭარბებულად იქნება შეფასებული_ ალმასის დამუშავების შემდეგ ხომ გაცილებით ნაკლები წონის ბრილიანტი რჩება.
თუ შეერთება ძლიერ დაზიანებულია, პლანეტაზე ზეწოლა შესაძლოა აუტანელი აღმოჩნდეს ადამიანისთვის. მას ძალიან გაუჭირდება იყოს სოციალურად მისაღები შესაბამის სფეროებში. მისი იდეები და ქცევები აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იქნება გარშემომყოფთათვის და მას ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტის ჩრდილი წამოადგება.
მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ საკუთარი ფანტაზიების დამიწება და მახვილი აზრების მოხვეწა, რაშიც დიდად დაეხმარებათ რუკის დადებითი ასპექტების გააქტიურება; სატურნის (ასევე X სახლის) დამუშავება ხელს შეუწყობთ არსებული რეალობის მიმართ პატივისცემის გამომუშავებაში; ხოლო ქირონის დამუშავება განავითარებს იუმორის გრძნობას.
Het Monster
ინტუიციით მიგნებული იდეების კონრეტულად გამოხატვის ნიჭი. დისციპლინირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა სულაც არ უშლით ხელს საკუთარი თავისუფლების შეგრძნებაში. თუ მთლიანი ჰოროსკოპი ჰარმონიულია, შეუძლიათ ბევრი მნიშვნელოვანი იდეა აჩუქონ კაცობრიობას. კარგი ასპექტია ბუნებრივი და ტექნიკური მეცნიერებისთვის, ასტროლოგებისთვის. თუ შეერთებას სხვა ასპექტი აზიანებს: სიჯიუტე, ავარიის საფრთხე, მერყეობა პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის.
კატრინ ობიე
სატურნისთვის დამახასიათებელ სიმკაცრესა და შეუგუებლობას, ურანისგან ნაკარნახები, გამორჩეულობის სურვილი ემატება. ეს უდრეკი ნების ასპექტია, რომელსაც ემოციური თუ გრძნობითი ხასიათის შემთხვევითი გარემობები ვერაფერს დააკლებს. ადამიანი მტკიცედ უპირისპირდება ნებისმიერ გარეზემოქმედებას, რადგან ძალიან ძლიერი მორალური ძალა და ფხიზელი გონება აქვს. მისი გზა შეუცნობელია. თუ მთლიან ჰოროსკოპში სხვა დამადასტურებელი ასპექტები არსებობს, შესაძლოა ფანატიზმამდეც მივიდეს.
ფრენსის საკოიანი
სატურნი არ მისცემს ადამიანს ექსცენტრულობის უფლებას. ეს ადამიანები დისციპლინირებულნიც არიან და თავისუფლების შენარჩუნებასაც არანაკლები წარმატებით ახერხებენ. შეუძლიათ წარსულის და მომავლის კონსტრუქციულად შერწყმა, ტრადიციების კრეატიულად მოდერნიზაცია. კარგი საერთო ჰოროსკოპის შემთხვევაში, მაღალგანვითარებული პიროვნებები, რომელსაც ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლიათ თავიანთი გამოცდილებით. ნეგატიურ ასპექტებში _ სიჯიუტე, თვითგანდიდება, უბედური შემთხვევების საფრთხე.
სერგეი შესტაპალოვი
სიჯიუტე, კაპრიზები, ისტერიულობა, ქედმაღლობა, თავნებობა, თავმოწონება, კრიტიკულობა, გესლიანობა, შარიანობა. უყვარს „თვალში თითის ტაკება“ და შეცდომებზე უხეშად მითითება. მიდრეკილება მოწყენილობის, დეპრესიისადმი. შეიძლება ცხოვრების აზრი დაკარგოს. ზედმეტი თავმოწონება ხშირად ნარცისიზმში გადასდის. ქრონიკული დაავადებების საფრთხე (ოსტეოქონდროზი ან ძვლების სხვა დაავადებები).
დადებით მხარე _ საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად, იძლევა მოთმინებას, ამტანობას, შეუპოვრობას, უდრეკობას, უმცირესი შესაძლებლობების გამოყენების უნარს მიზნის მისაღწევად.
სხვა წყაროები
ამ ადამიანის დევიზია: „მე თვითონ გავერკვევი ჩემს საქმეებში!“ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, უკიდურესად თავდაჯერებულია და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს. თუ სატურნი ურანზე ძლიერია, აქცენტირებულია დისციპლინა, თუ ურანი უკეთეს პოზიციაშია _ თავქარიანობა. ამ ასპექტს შეუძლია დიდი პრობლემები შექმნას იმ სახლში, სადაც მდებარეობს. ამ ადამიანს კარგად ესმის ტრადიციები, მაგრამ იმავდროულად საკმაოდ ლოიალური და გახსნილია მომავლის პერსპექტივებისთვის. ის პატივს სცემს ყველა წარმატებულ პიროვნებას, მაგრამ ზედაპირულ ადამიანებთან ურთიერთობაში ღიად და მოურიდებლად უხეშობს. ნერვული დაძაბულობის თავიდან ასარიდებლად, უნდა ისწავლოს მოდუნება.
შინაგანად ყოველთვის მობილიზებულია. ძალიან დაჟინებულია თავის მიზნებში, ფიქრებსა თუ ქცევებში. ყველგან და ყველაფერში აბსოლუტიზმს და ფუნდამენტალიზმს ესწრაფვის. ძლიერ ინტერესს ავლენს ახლის შექმნის თვალსაზრისით და საკუთარი ბედისწერის ტრანსფორმაცია სწადია. კარგი უნარები აქვს მეცნიერებასა და ფილოსოფიაში. შეუძლია თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად დაიცას თავისი იდეური პოზიციები. მისთვის თვისებრივია მეთოდურობა, გამბედაობა, კრეატიულობა, ძლიერი კონცენტრაცია და მთელი თავისი ძალების უმოკლეს ვადაში მობილიზების უნარი.
ვერ ვიტყვით რომ ხარივით ჯანმრთელია, მაგრამ, წლების განმავლობაში, თუ ფიზიოლოგიური წონასწორობის დაცვას შეეცდება, შეუძლია გონივრულად გამოიყენოს სასიცოცხლო ძალები.
ამ ასპექტის წყალობით, ადამიანს შეუძლია , ერთის მხრივ, სატურნის მკაცრი გავლენა გადალახოს, მეორეს მხრივ კი, რეალიზაციის სრულიად კონკრეტული ფორმები მისცეს ინტუიციურად აღქმულ იდეებს. მის ხასიათში უცნაურად არის შერწყმული დისციპლინა და თავისუფლების სიყვარული. მას არ უყვარს რუტინის ტყვეობაში ყოფნა, მაგრამ, იმავდროულად, თავს არ მისცემს ექსცენტრულობის და დაუფიქრებელი ქცევების უფლებას. მისი თავისუფლება ჭეშმარიტია, რადგან დაფუძნებულია პასუხისმგებლობაზე. მისი პატივმოყვარეობა და თავდაჯერება შერწყმულია დაჟინებულობასა და გამბედაობასთან.
მტკიცე, პრაქტიკული და თავნება ხასიათი აქვთ. მაგნიტური, პირდაპირი, პასუხისმგებლობიანი ადამიანები არიან. შესაძლებელია ტემპერამენტის ეპიზოდური გამოვლინებები, არეული აზრები, ირეალური გეგმები, გაურკვეველი აღქმა და მცდარი ემოციური რეაქციები. არც ისე იშვიათად ვლინდება ჩაკეტილობა, უნდობლობა, გადაჭარბებული სიამაყე. ცოცხალი გონება აქვთ, თუმცა, ზედმეტად ბასრი შენიშვნების გამო, ხშირად უჭირთ ადამიანებთან ურთიერთობა. მარტივად და სწრაფად აღიქვამენ მომავალს (სტრატეგიული ხედვა), რისი წყალობითაც საოცრად სწორ გათვლებს აკეთებენ.
მათი ცხოვრება სავსეა ცვლილებებით, მეტამორფოზებით და ტრანსფორმაციებით. ძალიან მკაფიოდ აღიქვამენ და თავიანთ სასარგებლოდ იყენებს ცვლილებების ნებისმიერ სიოს.