სატურნის და ქირონის შეერთება

სატურნის და ქირონის შეერთება

 

ავესალომ პადვოდნი

სატურნის შეერთება

„დროის დინება თავისთავად ნელდება. პრობლემა ის არის, დროულად შეამჩნიო

სატურნთან შეერთება კუმშავს, ყინავს პლანეტის პრინციპს და აქ კარმული მოთხოვნა მდგომარეობს მის ღრმად დამუშავებაში. კერძოდ, პლანეტის პრინციპების განთავისუფლება ზედაპირული, ეგოისტური პროგრამებისგან, რომელიც მოითხოვს კონკრეტულ გადასახადს ნებისმიერი უმნიშვნელო ძალისხმევისგან. მაგალითად, სატურნის მერკურთან შეერთება იძლევა ადამიანს, რომელსაც ცუდად ესმის გაუაზრებელი მოვლენები და ფუჭად ებრძვის ამ თვისებას. თუ ის ეცდება დააიგნოროს სატურნის ინტენსიური ზეწოლა (რაც ძალიან დამახასიათებელია დაუმუშავებელი შეერთებისთვის), რომელიც აიძულებს დიდხანს და ყურადღებით იფიქროს, მისი რაციონალური აზროვნება ბუკვალურად გაჭედავს, დაკარგავს ყოველგვარ წარმოდგენას და საკუთარ ტყავზე იწვნევს აბსოლუტის შემოქმედებას, სხვადასხვა აბსურდული და ტრაგიკული სიტუაციების სახით.

სატურნის შეერთება, დამუშავების საწყისს ეტაპზე, მოითხოვს საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და პლანეტის პრინციპების გააზრებას საკუთარი ცხოვრებისა და ფილოსოფიის ჩარჩოებში, რაც ხშირად მოტივირებულია გარე ფაქტორების მხრიდან ხანგრძლივი შეზღუდვებით. დამუშავების შემდეგი ეტაპები არც ისეთ მკაცრ პირობებში გრძელდება, როგორც თავდაპირველ სტადიაზე, თუმცა აქ ადამიანს მოეთხოვება საკუთარი ნებით შეეგუოს და დაემორჩილოს პლანეტის პრინციპებს. განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში, როდესაც პლანეტა აქტიურდება, რაც იძლევა ნაყოფიერ შედეგებს და მნიშვნელოვან გარღვევას იმ სფეროებში, რომელსაც მართავს პლანეტა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავიდან ამის დაჯერება რთულია, რადგან სატურნთან შეერთება, განაპირობებს არამხოლოდ უნარების არ არსებობის შთაბეჭდილებას, არამედ ერთგვარ უარყოფით სიდიდეს, არასრულფასოვნების კომპლექსს და იმავდროულად, ადამიანში ბადებს უკიდურესად ძლიერ და ღრმა შინაგან სწრაფვას, აითვისოს პლანეტის პრინციპები.

 

ქირონის შეერთება: „სჯობს  ღმერთს  ანგარებით ემსახურო, ვიდრე ეშმაკს უანგაროდ“

ქირონთან შეერთება პლანეტას განსაკუთრებულ იუმორის გრძნობას ანიჭებს, რომელსაც თავიდან გარშემომყოფები უფრო აფასებენ, ვიდრე თავად ინდივიდი, რომელიც ხუმრობების მთავარი გმირი ხდება. ეს ასპექტი ბადებს პლანეტის პრინციპების არატრადიციული მეთოდებით  დამუშავების კარმულ აუცილებლობას, რისი სტიმულიც გაურკვეველი და ქაოტური სიტუაციების ჩიხური განვითარება ხდება, სადაც, მართალია, შინაგანი აზრი იგრძნობა, მაგრამ ძალიან რთული გასაგებია, თუ ადამიანი მისთვის ჩვეულ  პოზიციებზე რჩება. მაგალითად, ქირონისა და მთვარის შეერთება უცნაურ ან თუნდაც ჩვეულებრივ დაავადებებს იძლევა, რომლის მკურნალობაც ტრადიციულ მეთოდებს არ ექვემდებარება.   დაავადება, პირდაპირი მნიშვნელობით, გააწამებს ადამიანს, სანამ ის მკურნალობის უჩვეულო მეთოდებს არ მიმართავს, რასაც ტრადიციული მედიცინა შარლატანობას უწოდებს, ყოველ შემთხვევაში, ეჭვქვეშ მაინც აყენებს.

სამაგიეროდ, ქირონთან ჰარმონიული შეერთება პრობლემის ძალიან სწრაფ, თითქმის სასწაულებრივ მოგვარების საშულებას იძლევა. როგორც წესი, ადამიანს მხოლოდ ახლებური, თავიდან ნახევრად სასწაულებრივი შეხედულებების, მეთოდების და ილეთების სერიოზული ათვისება და მატერიალიზაცია ევალება. იმავდროულად, აუცილებელია შინაგანი მუშაობა ქვეცნობიერის იმ პროგრამებთან, რომელსაც პლანეტა მართავს. მაგალითად, ქირონი-პლუტონის შეერთების დამუშავება გულისხმობს საკუთარი შეხედულებების გადახედვას ბედისწერაზე, პირადი და მსოფლიო კარმების ურთიერთკავშირზე (პიროვნების როლი ისტორიაში),  სულიერ განწმენდაზე, მონანიებაზე და ა.შ.

ქირონთან შეერთების დამუშავება, პლანეტის მართულ სფეროებში, უჩვეულო შემოქმედებით უნარებს, მეთოდებსა და ილეთებს იძლევა, რასაც, მართალია, თანამედროვეებში სასწაულის ეფექტი აქვს, მაგრამ მომდევნო თაობებისთვის მაინც „მეცნიერული“ და „რაციონალური“ გახდება.

ქირონის ძირითადი მეთოდური პრინციპი ჟღერს ასე „გაიგო_ნიშნავს მიეჩვიო“, თუმცა ქირონთან შეერთების დამუშავება არა პლანეტის პრინციპების ხარისხობრივად ახალი მეთოდების განვითარებას, არამედ ცნობიერების გაფართოებას გულისხმობს.

 

სატურნის და ქირონის შეერთება

(იშვიათი ასპექტია, ძირითადად 1966 წლიანებში გვხვდება)

“ორი მოხუცის კავშირი”

Halle Berry ♄ ☌ ⚷ _ ♓

ამ ასპექტის შემთხვევაში, ინდივიდი სატურნისგან სიბრძნეს, ქირონისგან კი ავანტიურიზმს იღებს. ყველაფერს გონებით საზღვრავს და ეშმაკია. ამ ასპექტის მქონე ადამიანების უმეტესობას უცნაური მშობლები ჰყავთ (სოციალური სტატუსით, ასაკით ან ქცევებით დიდად განსხვავებულები). ხშირად წარსულით ცხოვრობენ. მასწავლებლისგან ან მშობლისგან დამცირება შემდგომში სიძნელეების გადალახვაში ეხმარებათ. ბოლომდე მიყოლა, „თხრა“ და აღმოჩენა შეუძლიათ. სიცოცხლისა და სიკვდილის ორი საწყისია, რომელსაც ინდივიდი კარგად იგებს. მან იცის, რომ სიკვდილში სიცოცხლის ნაწილაკია, ხოლო სიცოცხლეში – სიკვდილის. შესაძლოა ქალებს დედასთან, ხოლო კაცებს – მამასთან კონფლიქტები ახასიათებდეთ.

თუ შეერთება მე-7 სახლშია – ინდივიდს საკმაოდ ზნეობრივი მორალური საფუძველი აქვს.


About Kate

Scroll To Top