სატურნის ოპოზიცია სინასტრიულ პლანეტებთან

სატურნის ოპოზიცია სინასტრიულ პლანეტებთან

მამაკაცის  სატურნი ოპოზიციაში ქალის მზესთან

ეს ასპექტი ქმნის მონობის სიტუაციას. ქალის სიკაშკაშე თითქმის მთლიანად დაჩრდილულია ზედმეტი მფარველობითა და მბრძანებლობით პარტნიორის მხრიდან. მამაკაცი პარტნიორთან თავს ბრძენად წარმოაჩენს. სინამდვილეში კი თავს მასზე უმცროსად და ნაკლებ კომპეტენტურად თვლის, მაგრამ, ავტორიტეტის დაკარგვის შიშით, გულმოდგინედ მალავს ამას. ურთიერთობა შეიძლება იყოს დღეგრძელი, თუ ქალს თავისი მზიური ინდივიდუალიზმის გამოხატვის ძლიერი მოთხოვნა არ აქვს.

 

ქალის სატურნი ოპოზიციაში მამაკაცის მზესთან

ეს ასპექტი  მძიმე პასუხისმგებლობის მომასწავებელია ქალისთვის. სირთულეების გადალახვისას ის ხშირად მამის სახებას, მისი ცხოვრების სტილს ეყრდნობა, რაც მკაფიოდ განსხვავდება მისი პარტნიორის სტილისგან. კარგი ის არის, რომ, კონფლიქტებისა და შეტაკებების შედეგად, მისი შინაგანი ღერძი სულ უფრო ძლიერდება.  მამაკაცი კი გრძნობს, რომ მის ცხოვრებაში დღითი-დღე იმატებს პასუხისმგებლობა, იმ სერიოზულობის გამო, რასაც პარტნიორში აწყდება. ეს რთული ურთიერთობაა, მაგრამ შეიძლება დიდხანს გასტანოს, რადგან თითოეული პარტნიორი ძალის, მოთმინებისა და კეთილგონიერების კარმულ გაკვეთილებს სწავლობს.

 

 

მამაკაცის სატურნი ოპოზიციაში ქალის მთვარესთან

ეს ასპექტი იწვევს დამოკიდებულების სიტუაციას, სადაც ქალი  ემოციური თავისუფლებისთვის იბრძვის, მამაკაცი კი უამრავ ენერგიას ხარჯავს მასზე გავლენის მოსახდენად. გაუგებრობა, მამაკაცის ანიმეს ფიგურასა და რეალურ ქალს შორის, რომელთანაც დაკავშირებულია, ართულებს ჭეშმარიტ კომუნიკაციას. მამაკაცი ცდილობს თავზე მოახვიოს ქალს თავისი სიბრძნე, ღირსება და წესიერება, რაც ქალს ძალიან თრგუნავს. როგორც წესი, ეს ურთიერთობა იქამდე გრძელდება, სანამ თითოეული პარტნიორი განსაზღვრულ კარმულ მოწიფულობას არ მიაღწევს. შემდეგ ისინი შორდებიან, თუ მთლიან სინასტრიულ რუკაში სხვა ძლიერი შემაკავებელი ასპექტები არ არსებობს.

 

ქალის  სატურნი ოპოზიციაში მამაკაცის მთვარესთან

ეს ასპექტი მკაცრ ტონს აღბეჭდავს ურთიერთობაზე. როგორც ჩანს, ორივე ინდივიდი  მშობლებთან კონფლიქტს ამუშავებს, რაც მათ პიროვნული ჰარმონიის გრძნობას არღვევს. ეს იმის გამო ხდება, რომ ქალმა საკუთარი მამისგან რაღაც დანაშაულის გრძნობა მიიღო და მიდრეკილია ამ გრძნობის პროეცირებისკენ პარტნიორზე. მამაკაცი პარტნიორის მხრიდან ქვეცნობიერად გრძნობს არამხოლოდ  შეზღუდვას, არამედ იმასაც, რომ ეს შეზღუდვა იმ მიზეზებით ხდება, რომელიც პირადად მას არ ეხება.  აქ კარმული პატერნები ვლინდება. ქალს ცუდად ესმის მამაკაცის ემოციები და ეს აუცილებლად უნდა დაიძლიოს, თუ მათ ურთიერთობის შენარჩუნება სურთ.

 

მამაკაცის სატურნი ოპოზიციაში ქალის მერკურისთან

აქ ქალმა უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა, რომ ტრადიციული წესების და პასუხისმგებლობის ტვირთი გადალახოს, რაც მას ძალიან ამძიმებს, ქვეცნობიერი მამის სახების გამო. ის შეიძლება ვერ აღიქვამდეს ამ მამაკაცს, როგორც ადამიანს, რომელმაც იცის, რა არის მისთვის კარგი და რა ცუდი, რადგან გრძნობს, რომ პარტნიორი მის აზროვნებით პატერნებს ზღუდავს. მართალია, ასეთმა რექციამ შეიძლება არაერთი სირთულე განაპირობოს, მაგრამ ეს ასპექტი შესაძლოა გახდეს ხანგრძლივი და მტკიცე ურთიერთობის სიმბოლო. ამისთვის, ქალი უნდა მოწყდეს მამის ფიგურას, მამაკაცი კი მეტი მოთმინება  უნდა გამოიჩინოს მის მიმართ. ორივე პარტნიორი შეიძლება ქვეცნობიერად ტკბებოდეს ურთიერთბრძოლით, რაც თითოეულ მათგანს აძლიერებს.

 

ქალის სატურნი ოპოზიციაში მამაკაცის მერკურისთან

ეს ასპექტი ერთგვარ როლურ აღრევას იწვევს ქალის მხრიდან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალმა არ აღიარა, რომ მისთვის დამახასიათებელია დომინირების ფარული ტენდენციები. ის ასევე ხშირად ცდილობს თავს მოახვიოს მამაკაცს პასუხისმგელობა. ფარულად მას მიაჩნია, რომ ეს მამაკაცი თავს არიდებს ან ცდილოს მას გადააკისროს თავისი წილი პასუხისმგებლობა. საქმე ის არის, რომ ის მამაკაცს საკუთარი მამის მისდამი მოლოდინების პრიზმაში უყურებს. თავის მხრივ, მამაკაცი თვლის, რომ რჩეული მისთვის შეუსაბამო როლს ასრულებს. ის სულაც არ არის განწყობილი მორჩილად მიიღოს თავისი აქტიური და ადაპტირებადი ენტელექტის მიმართ წაყენებული მკაცრი მოთხოვნები. ლოგიკურია, რომ ისინი ხშირად და მწვავედ კამათობენ, რადგან მამაკაცი, საკუთარი მნიშვნელობის მოპოვების მცდელობაში, გრძნობს, რომ ნებისმიერ თავსმოხვეულ პასუხისმგებლობას უნდა შეეწინაღმდეგოს, რომელიც მისი საკუთარი არ არის.

 

მამაკაცის სატურნი ოპოზიციაში ქალის ვენერასთან

ამ ასპექტის გავლენით, ქალმა შესაძლოა ქვეცნობიერად გაიაზროს, როგორ ზღუდავდა ბავშვობაში მამა მისი ინდივიდუალიზმის განვითარებას. შედეგად, ის გრძნობს, რომ მისთვის აუცილებელია განიმტკიცოს საკუთარი მნიშვნელობა პარტნიორის თვალში. თავის მხრივ, მამაკაციც საკუთარი მამის როლს ირგებს, რომ ქალის აურის წინაშე მოწყვლადობის შეგრძნებისგან შეიკავოს თავი. ვენერა-სატურნის ნებისმიერი ასპექტი იმას გულისხმობს, რომ პარტნიორები ქალიშვილი-მამის როლებს ასრულებენ, სანამ თითოეული მათგანი  სათანადოდ არ შეაფასებს რჩეულს. გრძნობების ბუნებრივ დინებას სატურნული კედლის სიცივე აკავებს, ასე რომ, ნაკლებ სავარაუდოა, ამ ურთიერთობაში სიყვარული მარტივად და თავისუფლად გამოვლინდეს.

ქალის სატურნი ოპოზიციაში მამაკაცის ვენერასთან

ამ ასპექტით, მამაკაცი, თავისი ანიმეს მეშვეობით, ქვეცნობიერად ებრძვის მამასთან მოუგვარებელ  კონფლიქტებს. ის პარტნიორს ქვემოდან ზემოთ უყურებს, რადგან მისი მბრძანებლური ხასიათი ძლიერ თრგუნავს. წინა პლანზე იწევს კონფლიქტი ტრადიციულ (ანუ მშობლების) პრაქტიკულ მისწრაფებებსა და მამაკაცის ყმაწვილურ ინტერესს ხელოვნების, ესთეტიკისა და ჭეშმარიტი გრძნობების გამოვლენას შორის. მეორეს მხრივ, ქალი ცდილობს მიაგნოს თავის მხატვრულ და ბუნებრივ მხარეს და შინაგანად აღშფოთებულია იმ პასუხისმგებლობის ტვირთით, რომელიც უნდა ატაროს. თუმცა როდესაც ის ამ ტვირთის მამაკაცზე პროექციას ცდილობს, ისეთი განცდა ეუფლება, რომ მის გრძნობებს სათანადოდ არ აფასებენ. ამრიგად, სიყვარულის თავისუფალ დინებას კარმული გაკვეთილების ათვისების პროცესი აფერხებს, რომელშიც თითოეული მათგანი თავის ყველაზე რთულ მხარეებს ეჯახება.

 

მამაკაცის სატურნი ოპოზიციაში ქალის მარსთან

აქ ქალი თავისთვის არაბუნებრივ როლშია, რის გამოც ის იძულებულია საკუთარი ეგო პარტნიორის წინააღმდეგ მიმართოს, რადგან სიმბოლურად მასზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებას ცდილობს. მამაკაცი შესაძლოა ტრადიციებით ზღუდავდეს მას ან საკუთარი ინდივიდუალიზმის ძიებისკენ უბიძგოს. შედეგად, ქალი უნდა მიხვდეს, რომ სინამდვილეში ის არა თავისი მამის ფიგურის, არამედ იმ შინაგანი ბარიერების  გადალახვას ცდილობს, რომელიც  მის თვითგამოხატვას ზღუდავს.  როდესაც ამას მიხვდება, მოხდება ე.წ. გამოსყიდვა და ის განთავისუფლდება ამ ურთიერთობის მკაფიოდ კარმული ხასიათისგან.

 

ქალის სატურნი ოპოზიციაში მამაკაცის მარსთან

მამაკაცი იბრძვის მამის ფიგურისგან განთავისუფლებისთვის, რომელსაც თავის პარტნიორში ხედავს. მისთვის სწორედ ეს ქალი განასახიერებს იმ კრისტალიზებულ წესებს, ტრადიციებსა და ფორმალობებს, რის ნაწილადაც ყოფნაზე მან უარი თქვა. ქალი მას მოუმწიფებლად და უპასუხისმგებლოდ მიიჩნევს.  უკიდურესად განსხვავებული შეხედულებების გამო, მათ შორის ძლიერი დაძაბულობა წარმოიქმნება. მამაკაცი კონფლიქტს განიცდის თვითგამოხატვას და ავტორიტეტული ფიგურის(ქალის) თვალში საკუთარი პოზიციების განმტკიცებას შორის. კარმული თვალსაზრისით, მან ეს ურთიერთობა იმიტომ მიიზიდა, რომ ისწავლოს საკუთარი აკრძალვების ბორკილებისგან  განთავისუფლება და გახდეს უფრო დამოუკიდებელი  და თვითმყოფადი პირონება. ამრიგად, რაც უფრო მეტად ცდილობს ქალი მის შეზღუდვას და შეკავებას, თავისი მოლოდინების ჩარჩოებით, მით უფრო უკეთ აცნობიერებს, რომ შეუძლებელია სხვების მუდმივი კონტროლი. ამიტომ, თუ ქალს ამ ურთიერთობის შენარჩუნება სურს, მამაკაცს მეტი თავისუფლება უნდა მიანიჭოს, რომ შეუნარჩუნოს ღირსების გრძნობა და მასთან ერთად, ურთიერთობის სურვილიც.

 

მამაკაცის სატურნი ოპოზიციაში ქალის იუპიტერთან

მამაკაცი თავისი მამის როლს ირგებს. წარსულ ინკარნაციაში მას შესაძლოა ისეთი პოზიცია ეკავა, რომლის წყალობით ჩამოყალიბებული შეხედულებები, ეწინააღმდეგებოდა მის კულტურას. მოცემულ ურთიერთობაში ის კვალავ ინარჩუნებს ამ შეხედულებებს და ამიტომ, ქალს საფრთხედ აღიქვამს თავისი კრისტალიზებული პრინციპებისთვის. ქალი შეიძლება შეეცადოს, თავი დააღწიოს ამ წესების ბორკილებს, რომელიც მის თავისუფლებას ზღუდავს. ამიტომ, ის მიდრეკილია ისეთი პრინციპებისა და  იდეებისკენ, რაც პარტნიორის პრინციპებს გააბათილებს, რომ შეასუსტოს მამაკაცის შეზღუდვები და, მისი აზრით, ჩაკეტილი ცნობიერებაც. რაც უფრო გამალებით ცდილობს მამაკაცი, პარტნიორის მეშვეობით, შეამოწმოს თანამედროვე კულტურის ღირებულებები, მით უფრო  გულმოდგინედ უმტკიცებს ქალი, რამდენად სულელურია სტოიციზმის თავზე მოხვევის მცდელობები. ის მოხერხებულად აგნებს სუსტ ადგილებს მამაკაცის არგუმენტებში და ყველაფერს აკეთებს მისი ლოგიკის და ძალის შესასუსტებლად. ქალმა უკან მოიტოვა დამოუკიდებულების კარმა, მაგრამ მან უნდა განიცადოს ურთიერთობის ეს ფორმა, რომ შეიძინოს ძალა, რომელიც მას ჭეშმარიტ თავისუფლებას აჩუქებს.

 

ქალის სატურნი ოპოზიციაში მამაკაცის იუპიტერთან

სატურნთან ასპექტი ყოველთვის კარმულია. ქალი, თავისი მამის როლის შესრულებისას, მამაკაცის გულწრფელობას ამოწმებს. ზევსის მსგავსად, რომელიც ბედისწერის კანონებზე მაღლა დგება, აპროტესტებს პარტნიორის მიერ მოწყობილ გამოცდებს.  ისინი მუდმივად ერთმანეთის ავტორიტეტს ამოწმებენ და ამგვარად ადიან ცნობიერების უფრო მაღალი საფეხურებზე. ეს მეტად რთული ურთიერთობაა, თუმცა პერსპექტივაში ჯილდოს მომტანიც, რადგან, მისი წყალობით, ორივეს შეუძლია თავისი ადგილი იპოვოს მზისქვეშეთში. იდეები და პრინციპები ერთმანეთს ებრძვიან. ქალი ცდილობს განასახიეროს წინა ინკარნაციებიდან მემკვიდრეობით გადმოცემული ტრადიციები, ოჯახური წარმომავლობა, დოქტრინები, ჩვევები, რაც დიდი ალბათობით ეწინააღმდეგებოდა იმ კულტურას, რომელშიც ცხოვრობდა. პარტნიორის მეშვეობით, ის კვლავ აგრძელებს  კანონების შემოწმებას, საზოგადოებრივი წესდებების საფუძვლიანობას. მას თავისი პრინციპები აქვს, რომელიც წარსულში მუშაობდა და ახლაც მათ ამუშავებას აპირებს. მამაკაცს, პირიქით, სრულიად განსხვავებული წარმოდგენა აქვს, როგორი გზებით უნდა განვითარდეს ადამიანი ცხოვრებაში. ამიტომ, ლოგიკურია, რომ მათ შორის უამრავი კულტურულ-ფილოსოფიურ-რელიგიური კონფლიქტი იქმნება, რისი მოგვარებაც ორივეს მხრიდან სერიოზულ ძალისხმევას და მოთმინებას საჭიროებს.

 

 

სატურნების ოპოზიცია

ეს ერთ-ერთი ურთულესი ასპექტია ურთიერთობის ფორმირებისთვის. ორივე პარტნიორი ურთიერთსაპირისპირო კარმას გადის, შესაბამისად საერთოდ სხვადასხვა ტრადიციას და ცხოვრების წესს მისდევენ. ეს ურთიერთობა გამოწვევას უცხადებს წარსულ პატერნებს და ცხოვრების წესს, რადგან თითოეული მათგანი მშვენივრად ამჩნევს პარტნიორის გზის მიზანშეწონილობას, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ თავად მის გზას ვერ გაყვება. სატურნების ოპოზიცია იმას გულისხმობს, რომ პარტნიორებს შორის დაახლოებით 14 წლიანი სხვაობაა. ლოგიკურია, რომ მათ შორის არსებული სოციალურ-კულტურული განსხვავებები განპირობებულია დროის შეფერხებით, რომლითაც ისტორია მიდრეკილია განმეორებისკენ. უფროსი პარტნიორი შეეცდება აღადგინოს წარსული, უმცროსი ცდილობს შეესაბამებოდეს მომავლის მოლოდინებს. ორივეს აწუხებს პრაქტიკული რეალობა, მაგრამ, მოცემულ ურთიერთობაში, არც ერთ მათგანს არ შეუძლია მისი განხორციელება. ორი მძიმედ დატვირთული გემი, ღამის წყვდიადში ერთმანეთს ცდება და ორივე თავ-თავისი დანიშნულების პუნქტისკენ მიემართება.

 

მამაკაცი სატურნი ოპოზიციაში ქალის ურანთან

მამაკაცი ცდილობს კონტროლის მარწუხებში მოაქციოს ქალის ცვალებადი ბუნება, რადგან ქალის თავისუფლების გრძნობა და ორიგინალობა საფრთხეს უქმნის მის საიმედოობის განცდას. ამისთვის ის საკუთარი მამის როლს ირგებს, თუმცა საინტერესო ის არის, რომ კონტროლის პროცესში, მან შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ ის მეთოდები, რომლითაც მას წარსულში ზღუდავდნენ, არ მოქმედებს მის მიუკერძოებელ პარტნიორზე. ამრიგად, მამაკაცი ნელ-ნელა თავად იწყებს ტრადიციების ტვირთისგან განთავისუფლებას, რაც მისთვის საკმაოდ რთულია, რადგან ის უნდა მოწყდეს ყველაფერს, რაც მას თავდაჯერებას ანიჭებდა. ეს ძალიან რთული ასპექტია მამაკაცისთვის. ქალი მრავალჯერ შეამოწმებს მას, იმის გასაგებად, რამდენად რეალურია ის ტრადიციები, რომელსაც ის მხარს უჭერს. ეს ასპექტი ისეთ ურთიერთობაში გვხვდება, სადაც პარტნიორებმა ჭკუის სასწავლებელი გამოცდილება უნდა მიიღონ. მამაკაცი დიდხანს ემხრობა განსჯის კონკრეტულ ხაზს და მართალია, ნათლად ხედავს საკუთარი გზის უკუქმედების მიზეზებს, მაგრამ ჯერ მზად არ არის ახალი ტიპის აზროვნებაზე პასუხისმგებლობის ასაღებად. თუმცა მისი ქვეცნობიერი მოთხოვნა აქტიურად უხმობს ამ სულით თავისუფალ ქალს მის ცხოვრებაში. სწორედ ქალის ინიციატივით, მამაკაცი  ძველი ჩვევების განადგურებას და იმ თავისუფლების მიღებას იწყებს, რომელსაც ქალი ასწავლის. რადგან ქალი, სიტყვა სიტყვით, თავდაყირა აყენებს მამაკაცის საფუძვლებს, ის იმედგაცრუებას განიცდის. ეს ასპექტი იწვევს კარმული პატერნის ცვლილებას, რაც განსაკუთრებით რთულია მამაკაცისთვის. ამრიგად, ეს არც ისე სასიამოვნო ასპექტია ჰარმონიული და ხანგრძლივი ურთიერთობისთვის, ქორწინებაზე რომ არაფერი ვთქვათ. მაგრამ ის ნამდვილად ამსუბუქებს მამაკაცის მძიმე ტვირთს, რითაც ნიადაგს ამზადებს მომავალში მისთვის უფრო დამაკმაყოფილებელი ურთიერთობისთვის.

 

ქალის სატურნი ოპოზიციაში მამაკაცის ურანთან

ქალს იზიდავს სრულიად განსხვავებული სოციალური ფენის მამაკაცი, რითაც მამისგან გადმოცემულ მემკვიდრეობით თუ სულიერ ტრადიციებს უპირისპირდება. ეს საკმაოდ რთულია მისთვის, რადგან მამაკაცი განასახიერებს თავისუფლებას წარსულიდან, რომლისკენაც ის მიილტვოდა, თუმცა კი დამოუკიდებლად ვერ მიაღწია. მამაკაცი მას სჭირდება სიმბოლოდ იმისა, რისი გამოხატვაც თავად მას არ შეუძლია. ამრიგად, ამ ურთიერთობას ბევრი ტანჯვა მოაქვს მისთვის, რადგან ფესვებიდან წყვეტს და ახალი საძირკვლის ჩაყრას აიძულებს. წარსულ ინკარნაციაში დაუსრულებელი კარმული ურთიერთობის გამო, ამ მამაკაცის სცენაზე გამოჩენა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე თავდაჯერების და საიმედოობის გრძნობა, რომელიც ამ ცხოვრებაში აქვს. ურთიერთობის დაძაბულობა არაერთ გამოცდას მოუწყობს მის თავდაჯერებას და  ფასეულობებს, სანამ ის არჩევანს არ გააკეთებს, წარსულის შენარჩუნების სურვილს და გაურკვეველი მომავლის  განცდის  მღელვარებას შორის. თუ ქალი მომავალს მისწვდება, დიდი ალბათობით, მათი ურთიერთობა დასრულდება, რადგან ეს კონკრეტული მამაკაცი მის ცხოვრებაში  ერთადერთი მიზნით შედის _ გაანთავისუფლოს ის. თუ ის  მიჯაჭვულობას შეინარჩუნებს თავისი ოჯახის, ტრადიციებისა და წარსულის მიმართ, მაშინ ურთიერთობა გაგრძელდება, რადგან მამაკაცისთვის ეს ის გამოწვევაა, რომელიც მან უნდა მიიღოს. მიუხედავად ამისა, ქალი მაინც იმედგაცრუებული იქნება. ყველაზე დიდი ტკივილს კი ის მოუტანს, რომ ყველა, ვინც მისთვის ავტორიტეტს წარმოადგენს, მის რჩეულს, არასაიმედოობის და ცვალებადი ბუნების  გამო, დაიწუნებენ. თუმცა მამაკაცი მაინც  ჯვაროსან მებრძოლად დარჩება, იმ ქალბატონის თავისუფლებისთვის, რომელიც რეალურად მას არასდროს არ ეკუთვნოდა.

მამაკაცის სატურნი ოპოზიციაში ქალის ნეპტუნთან

ეს ასპექტი ხშირად ცალმხრივი სიყვარულის სიმბოლოა. მამაკაცი მჭიდროდ არის მიჯაჭვული ტრადიციებსა და თავის განსაზღვრულ ადგილს მზისქვეშეთში. თუ ის ამ ქალს „შესწვდა“, ის დაკარგავს საკუთარი ინდივიდუალიზმის მნიშვნელობას, რადგან ეს ქალი განასახიერებს მის განუხორციელებელ ოცნებას, რომელიც კაშკაშა შთაბეჭდილებებით და ღრმა გრძნობებით კვებავს მის არსებობას. თუმცა მას არ შეუძლია საკუთარი კარმული მისიისგან განკერძოება მიმდინარე ცხოვრებაში. ამიტომ, ქალისადმი ძლიერი მიზიდულობა მის იმედგაცრუებას იწვევს. ქალი ოცნებობს თავის პარტნიორზე და თავის წარმოსახვაში ყველაზე წარმოუდგენელ ფანტაზიებს ხატავს. ის ცდილობს შეარბილოს მამაკაცის თავდაცვა და კოსმოსის მეშვეობით როგორღაც შეაღწიოს მის მკაცრ ინდივიდუალიზმში. ის სწორად მოქმედებს და ფაქტობრივადაც ბევრს აღწევს ამ მიმართულებით, თუმცა ამ მამაკაცს არ აქვს მისი ფაქიზი ბუნების გაგების უნარი. შესაბამისად, არც მის მცდელობებზე რეაგირებს. ამის ნცვლად, ის ერთი მეორეზე მიყოლებით აღუმართავს ბარიერებს პარტნიორს, რომ ხელი შეუშალოს საკუთარ თავს, გულისწადილის დამორჩილებაში. სატურნი განასახირებს ფორმას, სტრუქტურას, წესრიგს, ტრადიციებს; ნეპტუნი_ უფორმობას, უსტრუქტურობას, ქაოსსა და გაუგებრობებს. ოპოზიცია, როგორც ცნობილი მეტად დაძაბული ასპექტია. შესაბამისად, თუ დადებითი ასპექტების შემთხვევაში, სატურნი და ნეპტუნი აწონასწორებენ ერთმანეთს, ოპოზიციაში _  მწვავე დაძაბულობას ვაწყდებით. წარსულ ცხოვრებაში კარმული განშორების გამო, ეს ადამიანები ისევ ხვდებიან, იმის განხორციელების მცდელობაში, რაც მათმა სულებმა ვერ დაასრულეს. განვლილი დროის და მიღებული გამოცდილების გამო, თითოეული მათგანი თავ-თავის ცხოვრებისეულ გზას მიჰყვება. მამაკაცმა ისწავლა საკუთარი თავდაჯერების აგება იდეების მუდმივ სტრუქტურებზე. ქალი სევდასა და დარდთან გაიგივდა. მართლია, ორივეს შეუძლია ბევრი რამ მისცეს ერთმანეთს, მაგრამ სიღრმისეულად გამჯდარი წინააღმდეგობა ინტენსიურ დაძაბულობას წარმოშობს. მამაკაცი ცდილობს მაგალითი მისცეს პარტნიორს, მაგრამ ამ ქალს არ შეუძლია შეესაბამებოდეს მის მოლოდინებს.

 

ქალის სატურნი ოპოზიციაში მამაკაცის ნეპტუნთან

ქალი, თავისი მამის როლის შესრულებით, ცდილობს ასწავლოს მამაკაცს პასუხისმგებლობის ფასი. ის მამაკაცს ესკაპისტად მიიჩნევს, რომელიც ცხოვრების სირთულეებს გაურბის. წარსული ინკარნაციის დაუსრულებელი კავშირი კვლავ ახვედრებს ორ სულს. ქალი ცდილობს ამ ურთიერთობის უსაფრთხოება სტრუქტურის, ფორმის და რეალური საძირკვლის ჩაყრით უზრუნველყოს. სამწუხაროდ, ამ სტრუქტურას მხოლოდ მისთვის აქვს მნიშვნელობა და არა მამაკაცისთვის. მართალია, მამაკაცი აფასებს იმ გაკვეთილებს, რომელსაც ეს ქალი ასწავლის, მაგრამ მას არ შეუძლია მათი მნიშვნელობის გაცნობიერება. მის ოცნებებს შეუძლია როგორც დაახლოვოს, ისე დააშოროს ამ ქალთან. ამ ურთიერთობისთვის თვისებრივია ბევრი იმედგაცრუება, რადგან, რაც უფრო მეტად ცდილობს პარტნიორის შენარჩუნებას, მით უფრო მეტად კარგავს რეალობის შეგრძნებას. შედეგად, ის დგება არჩევნის წინაშე: შეინარჩუნოს პარტნიორი თუ განახორციელოს საკუთარი მისია. ის დროის ქვიშაა, მამაკაცი _ ტალღა, რომელიც ქვიშიან სანაპიროს შლის.

 

 

მამაკაცის სატურნი ოპოზიციაში ქალის პლუტონთან

ეს ასპექტი მღელვარე, მაგრამ ძალიან დინამიურ ურთიერთობას აყალიბებს. მამაკაცი ცდილობს ასწავლოს ქალს, როგორ მისდიოს ნაყოფიერ გზას. ქალი, თავის მხრივ, ცდილობს გადააბიჯოს იმ ბარიერებს, რომელსაც მამაკაცი აფასებს. აქ აღინიშნება, დროსთან ერთად მზარდი, კულტურული განსხვავება. ორივე პარტნიორი განსხვავებულად განიხილავს საზოგადოების გავლენას. მამაკაცი კარგად აცნობიერებს როგორ იზრდება პიროვნულად, ტრადიციული და საზოგადოებრივად მისაღები ფასეულობების მხარდაჭერით. ქალს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი პროგრესი მხოლოდ რევოლუციური ტრანსფორმაციით ხორციელდება, რომელიც ზუსტად კონსერვატულ ტრადიციებს და მისაღებ ნორმებს უპირისპირდება.  ამრიგად, თითოეული საკუთარ მყარად ფესვგადგმული ფასეულობებს მისდევს. მამაკაცი კარმულად ამოწმებს საკუთარ ძალას, რადგან ის სწავლობს ფარული დესტრუქციული ძალების დათრგუნვას და შეკავებას, რომელსაც საკუთარ პარტნიორში ამჩნევს. იმავდროულად, ქალი ტრადიციული წესების ფასს ამოწმებს, ცდილობს რა იპოვოს საკუთარი უნიკალური ინდივიდუალობა. აქ მრავალი რთული სიტუაცია იქმნება, რადგან ორივე პარტნიორი გრძნობს, რომ ფსონზე გაცილებით მეტი დევს, ვიდრე სხვაზე გამარჯვება. თითოეული ეცდება სხვებზე გაავრცელოს ის შეხედულებები, რომელიც ამ ურთიერთობის შედეგად შეიძინა. რაღაც მომენტში, ამ ორი დიდი ძალის წინააღმდეგობრივი ურთიერთქმედების გამო, ურთიერთობამ შესაძლოა „წყვეტის“, „სიკვდილის“ შეფერილობა მიიღოს, იმ ყველაფრისა, რაც მანამდე მოძრაობაში მოიყვანეს. ამ დროის განმავლობაში, ორივე პარტნიორი თავიდან აფასებს ყველაფერს, რასაც მხარს უჭერდნენ, რომ მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როგორ წარმართონ თავიანთი ცხოვრება ამის შედეგ. ამ პარტნიორობის შედეგი მოიცავს ქალის მხრიდან ოჯახური კავშირების გაწყვეტას და ღრმა შინაგან ძიებას, საკუთარი არსებობის ჭეშმარიტი მიზეზის მისაგნებად. იმავდროულად, მამაკაცი თავისთვის ყველაზე რთულ გამოწვევას ხვდება.  ყველაფერი, რასაც ის ერთ დროს საიმედოდ თვლიდა, პარტნიორის გავლენით, საძირკვლიანად ნადგურდება.

 

ქალის სატურნი ოპოზიციაში მამაკაცის პლუტონთან

ქალი საკუთარი მამის როლს ასრულებს და იმ ძალას განასახირებს, რომელიც მამაკაცს იმორჩილებს. ის წარმოადგენს იმ ძალაუფლებას და ლიმიტებს, რომელზე გადაბიჯებას მამაკაცი ცდილობს. ამ კავშირს ბევრი ტკივილი და ტანჯვა მოაქვს, სტრუქტურისა და ფორმის შენარჩუნების მცდელობაში, რის გარეშეც ეს ურთიერთობა არც ისე მტკიცე იქნებოდა.  ქალი იყენებს წესებს, რომელსაც ასწავლიდნენ, რომ მამაკაცს მისი დინამიური ენერგიის ფოკუსირება ასწავლოს. მამაკაცი კი არამხოლოდ ეჭვქვეშ აყენებს მის ავტორიტეტს, ასევე ცდილობს სუსტ წერტილებს და მანკიერ ნაპრალებსაც მიაგნოს ქალის ლოგიკაში, რომ გაანადგუროს. ამიტომ, ეს ურთიერთობა დიდი გამოწვევაა ორივესთვის. აქ არსებული სირთულე სცდება პერსონალური პრობლემების საზღვრებს. ორივე პარტნიორი მყარად ფესვგადგმული აზრების საფუძვლიანობას ამოწმებს, რომელსაც შორსმიმავალი შედეგები მოსდევს. ქალი დიდად აფასებს იმ შემზღუდველ ძალებს საზოგადოებაში, რომელიც სტრუქტურის, ფორმების და წესრიგის შენარჩუნებს უწყობს ხელს; მაშინ როდესაც მამაკაცი რევოლუციური ჯანყის სიმბოლოს წარმოადგენს, რომელიც ცდილობს დადგენილი ნორმების  საზღვრებს გადააბიჯოს. ამ ურთიერთობას ორივე პარტნიორისთვის ძლიერი ფილოსოფიური ქვეტექსტი ახლავს თან. ორი ანტაგონისტური ძალა მძვინვარედ უმზერს ერთმანეთს და თითოეული აცნობიერებს, რომ ღირსეულ მეტოქეს შეხვდა. ეს ერთ-ერთი იშვიათი ასპექტია, რომელიც წარსული ინკანაციიდან გადმოყოლილ სიძულვილს, უნდობლობას და „მტრულ“ განწყობას ატარებს. მართლა იცნობდნენ თუ არა ეს სულები ერთმანეთს წარსულში, ეს არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც ის ფაქტი, რამდენად ფანატიკურად იცავს თითოეული მათგანი იმას, რაც მის პარტნიორს მთელი არსებით სძულს. რამდენიმე მძლავრი შეტაკების შემდეგ, ისინი  შეწყვეტენ თავიანთ კარმას და უკეთესად გააცნობიერებენ საკუთარ დანიშნულებას.


About Qet

Scroll To Top